საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.
ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.
მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.
შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.
სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.
წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.
საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.
თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)
საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)
ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი
სანამ გაიყვანდა ბოლო 10 წუთი იმ ფლანგზე არც გადაგვქონდა ბურთი,გაუჩერებლად ირბინა,დაცვას 5 იანზე დაეხმარა და დაიღალაა
ხანდახან მგონია რომ პირველად უყურებთ ფეხბურთს
დებილია სანიოლი,რომ გუნდის საუკეთესო მოთამაშე და მთავარი დამრტყმელი ძალა მოეხსნა??????
ოღონდ 'მოგების ტოლფას წაგებაში' 0 ქულა იწერება სატურნირო ცხრილში და მაინც რანაირადაა მოგების ტოლფასი - ბოლომდე ვერ გამიგია.
დღეს ყველაფერს შეიძლება დააბრალო წაგება ბიჭების მენტალობის გარდა, მეტიც, სწორედ რომ მენტალურად იყვნენ დღეს მაგრად და ბოლომდეც იბრძოლეს ბიჭებმა.
P.S. მადლობა ბიჭებსაც და მწვრთნელსაც
მთავარია, გვყავს მწვთნელი, რომელსაც შეუძლია სწორი გადაწყვეტილებების მიღება და გუნდის გაკეთება. გვყავს მომავალი ვარსკვლავები - კვარაცხელია და ჩაკვეტაძე და ახალგაზრდა იმედისმომცემი ფეხბურთელები. ძნელია ასეთ დატვირთვას გაუძლო და ბოლოს დაიღალნენ. კიტეიშვილიც მშვენიერი, გონიერი ფეხბურთელია. ქვილითაია რითი ჯობია ზივზივაძეს გამოჩნდა - ჩვენს ტაქტიკას ჭირდება ფეხბურთელი, რომელიც დაცვიდან ამოტანილ ბურთზე იბრძოლებს და დაიმაგრებს. ფიზიკური ძალები თუ გვეყო, საბერძნეთს სტუმრად მოვუგებთ.