ლუის ენრიკე: საქართველოს ნაკრები უმატებს - კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"დიახ, ძალიან რთული მატჩი იყო. შეიძლება საბერძნეთთან მატჩზე უფრო რთულიც. საქართველო დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა რაღაც შევცვალეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ.

ძალიან მომეწონა საქართველო. ეს გუნდი მატჩიდან მატჩამდე იზრდება, დღეს შვედეთთან თამაშზე უკეთესი იყავით, ერთი გაიტანეთ, მეტიც შეგეძლოთ. ეს გამოიწვია მაყურებლის დასწრებამ, კარგმა დაცვამ.

კვარაცხელია ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ახალგაზრდაა, თუმცა მაღალი კლასი უკვე აქვს და თუ ასე განაგრძობს, მას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ".

მკითხველის კომენტარები / 29 /
ნამდვილად, მიუხედავად ძალიან საშინელი განწყობისა, გულის ტკივილისა, ნერვიულობისა საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, მართლაც მაგრად და ამაყი ვარ. და ხვიჩა, ეს ჩვენი ოქროს ბიჭუნა!!! და რა ცუდი უნდა დაგვცდეს გუნდზე რომელმაც ფეხბურთი ითამაშა!!! გაუმარჯოს საქართველოს!!!!
Joko
28 მარტი 2021 22:43
1
გაიხარე ლუის ენრიკე, დამსახურებული ფრეც არ გქონდათ, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება!
jango
28 მარტი 2021 22:42
0
თქვენ გაგიმართლად ჩვენ კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ :D ეხლა ბერძნებთან ვითამაშებთ კარგად გავალთ მესამე ადგილზე ჯგუფში ესაა დაანონსებული
beqa
28 მარტი 2021 22:41
1
კარგიი რააა კარგიი, თქვენი რომ იღბალი დაგეხმარებათ ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ.....
აჩი**
28 მარტი 2021 22:41
0
ნაკრებს გაგიცვლით სიამოვნებით! ოღონთ კვარას ვერა!
lelo
28 მარტი 2021 22:40
6
არაფერი ნაკრები შენ არ გყავს და არაფერიც შეგიცვლია, უბრალოდ დღეს იღბალი თქვენსკენ იყო და ცოტა ჩვენც ვერ ვიყოჩაღეთ, საბერძნეთმა უკეთესი ფიზ-მომზადების ხარჯზე გაგიძლოთ რაც ჩვენ ვერ შევძელით
ლუისს
28 მარტი 2021 22:40
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული