და მაინც, რატომ წავაგეთ ესპანეთთან?!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, ლუის ენრიკეს ესპანეთის გუნდთან დასანანი მარცხი  განიცადა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე "ფურია როხასთან" 1:2 დამარცხდა.

გთავაზობთ მატჩის შეფასებას:

შემადგენლობა

შვედეთში წაგებული შეხვედრის შემდეგ , ვილი სანიოლმა, რამდენიმე ცვლილება განახორციელა. დაცვის ფლანგზე ადგილი დაიბრუნა ოთარ კაკაბაძემ. მოედნის ცენტრში დანახული პრობლემების შემდეგ, სასტარტო თერთმეტეულში თამაში ვაკო გვილიამა და ოთარ კიტეიაშვილმა დაიწყეს. ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა ბუდუ ზივზივაძეც.

სანიოლის შვედეთიდან დანახული...

სასტარტო შეხვედრაში იყო თემები, სადაც ცხადად გამოჩნდა საქართველოს ნაკრების სისუსტეები. მაგალითად, შვედურ დაპირისპირებაში
ჩვენი სტანდარტული მდგომარეობიდან გადმოვარდნილი ყველა ბურთი დავკარგეთ და მეტოქის საპასუხო შეტევა მივიღეთ, ესპანელების წინააღმდეგ კი ამ კომპონენტში პროგრესი დავინახეთ, შედარებაც არ შეიძლებოდა...

შეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში განლაგება და უბურთოდ მოძრაობა - საქართველოს ნაკრები ამ მიმართულებითაც უკეთესად გამოიყურებოდა.

რაც გაუარესდა...

პირველ ტურში წაგების შემდეგ აღვნიშნეთ, ვილი სანიოლის მიერ გაკეთებულმა შეცვლებმა გუნდი გააძლიერა და სცენარი შეცვალაო, თბილისურ შეხვედრაში კი ყველაფერი პირიქით მოხდა...

შესაძლოა, თამაში არ წაგივიდეს ან ვერ გაამწვაო, მაგრამ როგორც არ უნდა ვეცადოთ, ვერ ავცდებით ლევან შენგელიას თამაშზე საუბარს. იგი ზოგადად, აქტიური გარემარბია, კვირის შეხვედრაში ჩართვის შემდეგ კი ჩვენი გუნდის შეტევითი პოტენციალი ვერა და ვერ გააუმჯობესა. სანიოლის დავალება ისე ჩანდა, შენგელია ბოლო წუთებში დაცვის ფლანგს უნდა დახმარებოდა, თუმცა "ქონიასპორის" შემტევისგან დაცვაში ნაკლები მუხტი იგრძნობოდა. მეორე გაშვებულ გოლს თუ დავაკვირდებით, მოედანზე ახალშემოსული და ენერგიის მქონე ლევანი ვალდებულიც იყო, მეტი გააკეთოს ესპანელთა შეტევის შესაჩერებლად, ქართველმა კი აგრესია ცოტა მოგვიანებით, უწყინარ სიტუაშიაში გამოხატა...

როცა შანსი მოგეცა...

ბუდუ ზივზივაძეს, საკმაოდ დიდხნიანი პაუზისა და სჯა-ბაასის შემდეგ შესაძლებლობა მიეცა, რომ ეროვნული ნაკრების ღირსება დაეცვა. წარმოგვიდგენია, ეს მისთვის რამხელა პატივია, შესაძლოა, წნეხსაც განიცდიდა, გასათვალისწინებელია მეტოქის ფაქტორიც, მაგრამ "ფეჰერვარის"ფორვარდს ძალიან გაუჭირდა - ვერ მოიგო ორთაბრძოლები, ნაკლებად გაათავისუფლა სივრცეები, ვერ მონაწილეობდა შეტევების ორგანიზებაში. უნდა აღინიშნოს, ბუდუს ერთი გამართლებული ჯარიმაც, სადაც მეტოქის სახიფათო შეტევა ჩაშალა, რაც ყვითელ ბარათად დაუჯდა...

კვარაცხელია - შეხვედრის საუკეთესო!

საერთაშორისო დონეზე საქართველო- ესპანეთის მატჩს, ვილი სანიოლის ფაქტორი დამატებით ელფერს სძენდა. ველოდებოდით სკაუტების ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით ჩასაფრებასაც. "რუბინის" ფეხბურთელმა მართლაც მაღალი დონის შეხვედრა შემოგვთავაზა. თამაში ახალდაწყებული იყო, ესპანელთა ორი მცველს ყვითელი ბარათი აჰკიდა. საქართველოს ნაკრების ერთერთი ლიდერი მხოლოდ შეტევით ფაზაში არ გამოირჩევა, იგი ბოლომდეა ჩართული თითოეულ ეპიზოდში, ეხმარება მცველებს, მოწინააღმდეგეს ბურთს ართმევს და ამით საფუძველს ახალ შეტევას უყრის.

ორი ოთარი

ფეხბურთს რაც ალამაზებს, ეს მხოლოდ გოლი არაა. საქართველოს ნაკრების საგოლე კომბინაცია ბრწყინვალე იყო - ოთარ კაკაბაძემ  მშვენივრად წაიღო ბურთი და ამას ოთარ კიტეიშვილის გენიალური საგოლე პასი მოჰყვა. ასეთ კომბინაციაზე, პირველ რიგში, რამდენიმე ყოფილი ესპანელი მოთამაშე გაგახსენდება. ოთარ კიტეიშვილის არაორდინალური თამაში და მოედნის კარგი ხედვა, სამომავლოდ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი კოზირი გვგონია.

და მაინც, რატომ?!

როგორი კმაყოფილებიც არ უნდა ვიყოთ საქართველოს ნაკრების, მონდომებითა და შეტევების სურვილით, ფაქტია რომ წავაგეთ, თანაც ძალიან დასანანად და ამას აქვს თავისი მიზეზები.

პირველი გოლის დროს ხორდი ალბას, ალვარო მორატასა და სხვათა კლასმა თავისი სიტყვა თქვა, ჩვენი დაცვი ხაზი და მისი ლიდერი, გურამ კაშია ამ ეპიზოდში, უბრალოდ ჩავარდა.

ესპანელების მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანი არწაგება იქნებოდა. საქმეში გადაღლილობაც ჩაერთო, მეტოქეს ვეღარ ვთავაზობდით მწვავე კონტრშეტევებსა და ზედიზედ მეორე ფრეთი დაზაფრული ლუის ენრიკეს გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

რა თქმა უნდა, მეორე გოლის დროს გიორგი ლორიას ბრალეულობა აშკარაა, მაგრამ ფეხბურთი ინდივიდუალური სახეობა არაა, აქ შეცდომები კომპლექსურად იქნა დაშვებული. ბოლო წუთებში, როცა საერთოდ ვერ შევინარჩუნეთ ბურთი, რამენაირად ის მაინც უნდა მოგვეხერხებინა, მეტოქე მაქსიმალურად ზემოთ, თუნდაც თამაშის წესების დარღვევის ხარჯზე შეგვეჩერებინა, დარჩენილ წუთებში ყველას, განსაკუთრებით თამაშში ახლადჩართულ მოთამაშეებს მეტი უნდა გაეკეთებინათ.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მეორე გაშვებულ გოლამდე ცოტა ადრე, გიორგი ქვილითაიაზე ჯარიმა უნდა დაფიქსირებულიყო, რითაც შესაძლოა, დასანან მარცხს გადავრჩენოდით...

ვილი სანიოლი...

შეუძლებელია, არ მოგწონდეს, რომ ამ დონის მეტოქესთან საქართველოს ნაკრბმა შეუტია, სცადა მოგება. ვილი სანიოლმა ზუსტად აუღო ალღო, თუ რა პლუსები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნაკრებსა და მის გამოკვეთილ ლიდერებს.

მაგრამ, ფრანგმა სპეციალისტმა ბოლო წუთებში ვერ მოძებნა იარაღი, რითიც გოლზე დაგეშილ მეტოქეს გაანეიტრალებდა. გარდა ამისა, ვფიქრობ, ოთარ კიტეიშვილის მოედნიდან გასვლამ გუნდის თამაში ძალიან დაასუსტა. "შტურმის" ფეხბურთელიცა და ხვიჩა კვარაცხელიაც უკვე დაღლილები ჩანდნენ, შესაბამისად, მწვრთნელის არჩევანიც გასაგებია, მაგრამ იქნებ ამით მოგების მინიმალურ შანსებზეც უარი ვთქვით... ცხადია, ვილი სანიოლს ჯერ კიდევ გარკვეული დრო კიდევ სჭირდება, რათა საბოლოო ხელწერა ჩამოაყალიბოს, მაგრამ რაც ყველაზე კარგია, არ ჩანს რომ ის მხოლოდ სამომავლო გუნდს აშენებს, სანიოლი წარმატებაზე ფიქრობს აქ და ახლა...

საბერძნეთთან სტუმრობა კიდევ ბევრ შეკითხვაზე გაგვცემს პასუხს, ორი ტურის შემდეგ, უქულოდ ვართ და შედეგი გამოსასწორებელია...

მკითხველის კომენტარები / 21 /
მე კითხვას სხვანაირად დავსვამდი, თუ რატომ თამაშობს ესპანეთი კარგად და რატომ იგებს?
ava
30 მარტი 2021 17:01
0
ზოგიერთმა ისიც არ იცის მეკარე წინ გამოსვლით დარტყმის არიალს ამცირებს,ხაზზე რომ მდგარიყო ისე შევიდოდა ბურთი კარში ვერცკი შეეხებოდა.
ლუკა
30 მარტი 2021 14:30
3
წავაგეთ და ბევრი პრობლემა გამოჩნდა. 1. მეკარე თან ამ ასაკში ასე არუნდა გაბეცდე ასეთ თამაში ბოლო წუთებზე ცენტრამდე ახვიდე.....მაკარიძე უნდა იდგეს კარში. 2. მეორე გოლის მომენტში კადრი გავაჩერე და გვილია კანკავა არაქათ გამოცლილი ხალხი იყო ქვემოთ და ახალი შემოსული ენერგიით სავსე ხალხი როცა იცი რომ 2წუთში თამაში მთავრდება და ესოანეთი გიტევს გამალებით და არა სანმარინო ერთი ადგილი უნდა გაანძრიო და ქანცის გაწყვეტამდე ირბინო წინ და უკან..ვგულისხმობ შენელებულ კვეკვესკირს ლონდრე ქვილითაიას და ბერიძეს რომლებიც დარჩნენ ესპანელების ნახევარზე და მოძუნძულებდნენ საყვარლად...შენგელიასაც მეტი მოძრაობა მართებდა... 3. საბა გაანეიტრალა ალბამ და თან სულ შეტევაში იყო წასული მეორე ტაიმში უკეთესი იყო კვარა გადმოეწია ალბას ფლანგზე და ასე დიდ გულზე აღარ იქნებოდა შეტევაში...ალბას აქტიურობას კვარა ჩაკლავდა. 4. მსაჯი ბოლო წუთებში მსაჯმა მე აქ აღარ ვარო და ვეღარაფერს ხედავდა ვეღარც უხეშობას ვეღარც ჯარიმას ალბათ სასტვენიც დაეკარგა.. 5. ცენტრ ფორვარდის პრობლემა ერთი ნახირია ქვილი კაჭო ბუდუ ალვის ხეები. მიქაუტაძე ბოლო იმედია... 6. ნინუა ნაკრებში უნდა იყოს ასეთი დონის ჯარიმის შემრულებელი ჩვენ არ გვყავს და ტყუილად ვაიგნორებთ კვეკვესავით და აბუჯანიასავით ისიც კი ირბენს.
რომა
30 მარტი 2021 12:43
1
ვინაიდან მალე ვიგლებიტ არი ერტი ვარიანტი, პირველი ტაიმი ვიტამშოთ შეტევით მეორე ტაიმი დაცვიტ და კონტრშეტევებს დაველოდოტ, ესეიგი პირველი ტაიმი შეტევა მეორე ტაიმი ქეცბაიას სტილი, ისე ქეცბაიამ დანერგა დიდი ანგარიშებით რომ არ ვაგებთ, კანკავა კაპიტნად დანიშნა და ბურტის წამრტმევ ფეხბურტელებს ედებდა, ხან ხიზანას და ხან კაშიას აყენებდა საყრდენ ნახევარ მცველებად, კანკავას გვერდში
simartle
30 მარტი 2021 12:26
1
ფეხბურთში თუ არსებობს რაღაც ნორმატივი ვერ გაიარე წაბრძანდი, საჯარო სამსახურში როგორც არის ვერ გაიარე ატესტაცია წაბრძანდი.
სვანსკი
30 მარტი 2021 11:21
0
ისე სანიოლის დავუსვამდი ამ კითხვას: ბერძნებთანაც ასე რომ დაიღალონ ფეხბურთელები რა გეგმა არსებობს..მე პირადად პასუხი არ მაქვს.
სვანსკი
30 მარტი 2021 10:25
1
მსაჯების მხრივ აშკარად უარყოფითად,თვალი და ანალიზის უნარი გაგვაჩნია,ლაიქი მათ. მაგრამ წაგებას მათ ვერ დავაბრალებთ.თუმცა ესეც საწყენია.
სვანსკი
30 მარტი 2021 10:16
1
საქმეც მაგაშია,რომ ის ბურთი აიღო ბევრი გამოუცდელი მეკარე რომ ვერ აიღებდა და წინ რომ იყო გამოსული ეგ როგორ მოუვიდა,აშკარად ურევს ხოლმე..იმიტომ წააგეს რომ მეორე ტაიმში მხოლოდ კვარაცხელიას შეუძლია სირბილი.
სვანსკი
30 მარტი 2021 10:05
0
ვიღაცეებისთვის მზე დასავლეთიდან ამოდის.
*
30 მარტი 2021 07:19
0
ყველაზე მეტად რატომაც მომწონს ლორია ისაა, რომ ღირსეულად უჭირავს თავი და დაცვაც წყნარადაა, ხელება არ იქნევს უაზროდ და არ ყვირის, რაც მთავარია დრო არ გაყავს ყოვლად უთავმოყვარეოდ. გამოსვლაზეც დამაჯერებელია და რეაქციაც კარგი აქვს ხაზზე, უბრალოდ უცებ შეიძლება აურიოს, მარა იდეალური რომ იყოს ბაიერნში იქნებოდა. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ პირველი გოლისგან ლორიამ გადაგვარჩინა და ვუბათილებ იმაში :)
გადასარევი გიორგი
30 მარტი 2021 03:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული