"ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ" - "ბარსელონას" ფანები შენგელიას უხეშობას მწვავედ გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

94-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მხრიდან წითელი ბარათი ლევან შენგელიამ მიიღო, რომელიც "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავის, პედრის წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

ამ ფაქტს საკმაოდ ემოციურად შეხვდა Twitter-ზე "ბლაუგრანას" გულშემატკივართა საკმაოდ პოპულარული გვერდი total Barça, რომელმაც აღნიშნული ეპიზოდის ფოტო გაავრცელა და დაწერა:

"ლევან შენგელია, ვიმედოვნებთ, რომ ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ ან წავიკითხავთ".

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, პედრი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ის "ბარსელონას" ერთ-ერთ იმედად ითვლება და ფანების გულისწყრომაც სწორედ ამან გამოიწვია, რომ შესაძლოა,
ფეხბურთელს მძიმე ტრავმა მიეღო.

მკითხველის კომენტარები / 33 /
მერედა გაახსენეთ ანხელი და ყიფიანის მოტეხილი ფეხი მაგ ფრანკოს ნაბ====ებს
hhh
30 მარტი 2021 14:39
4
მართლა არ შეიძლება ადეთი თამაში, არასპორტული კი არა უფრო სასოწარკვეთილების ელფერი დაჰკრავს მის ამ საქციელს. სასოწარკვეთილება კიდევ კაცს და სპორტსმენს არ უხდება. წაგებაც ღირსეული უნდა შეგეძლოს.

ორი რამ არ მიყვარს ფეხბურთში. ერთი უზრდელი გულშემატკივარი, რომელიც მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს აგინებს და მეორე სიმულანტი ან “ყასაბი” ფეხბურთელები.
ქაჯი
30 მარტი 2021 12:00
7
,,Მზეზეც" ბანტი თუ არ გაიგებთ.რამოსის პატრონს სხვისა უხეშობა რო გაუკვირდება კიდევ?! Ყიფიანს კარიერა დაუსრულა მაგათმა ანხელმა და აბა მე მკითხონ ყიფიანთან ახლოსაც არ დავაყენებ მთელ ესპანეთს! Წარმატებები ლევან შენგელიას!!!!!
jordan beli
30 მარტი 2021 20:04
5
სერიოზულად ამბობ?ანხელი რეალის ფეხბურთელი იყო და ბარსელონას ფანებს საყვედურობ?სასაცილოა.
სოსო
03 აპრილი 2021 11:43
1
ბარსას ფანებს შენზე მეტად ეზიზღებათ რამოსი.
შენგელია ქაჯივით მოიქცა
ჰაიაბუსა
31 მარტი 2021 10:05
3
შენგელია უკვე დაისაჯა წითელი ბარათით, თქვენ კი კიდევ ბევრჯელ გაიგებთ მის სახელს
ალეკო
30 მარტი 2021 11:46
14
სად უნდა გაიგონ აბა ამ კუპატის სახელი ტიპი საბერძნეთის ჭ კლასის გუნდის ურყევი ზამენაა...
აბა სად
30 მარტი 2021 12:50
28
კარგით რა ნუ გამოდიხართ პაპზე უფრო კათოლიკები. იყო უხეშობა და გააძევეს კიდეც მაგრამ იმაზე ბევრად ნაკლები კოჭებში რომ ურტყავენ და ტერფზე აბიჯებენ. არც ტრავმა არ მიუღია პედრის და " ვაიდა რომ მიეღოს" გამო ჩვენიანს გადავუაროთ მიდი აბა. თან იმ ხალხმა რომელიც როი კინს ვაჟკაცობად უთვლის დღესაც ჰაალანდის განზრახ ლამის დაინვალიდებას.
???
30 მარტი 2021 16:38
5
დღემდე მეზიზღება ის ფეხბურთელი ჩაკვე რომ დაამტვრია თავის დროზე
lado
30 მარტი 2021 12:48
2
ხვიჩაზე ფეხებში რტყმა მოსულა?თუ მარტო ჩემს ტელევიზორში ურტყამდნენ..ისე პედრი რა შუაშია და მაკედონიის ყასბები ბოლო 10 წუთი უნდა დაელეწათ თუ გინდა 6 წითელი მიეღოთ..პირველ თამაშში როგორ იჩეხებოდნენ და მეორეში კიტეიშვილი დაგვიმტვრიეს
Levani
30 მარტი 2021 12:32
1
დავიწყოთ იქიდან რომ შენგელიას ეს შეგნებულად არ გაუკეთებია. მას არ უნდოდა მიზანმიმართულად პედრის დამტვრევა. უბრალოდ აგრესიულად ითამაშა რადგან ორი წუთით ადრე მის არააგრესიულობას მოყვა გოლი და იყო გაღიზიანებული. აგრესიულად ითამაშა და დაისაჯა. წერტილი, აქ უნდა დამთავრდეს მსჯელობა ამის შესახებ. რაც შეეხება total Barça -ს და "ბლაუგრანას" გულშემატკივარებს მაგათ რომ კითხო ბაიერნის, პსჟ-ს და რეალის გაგონებაც არ უნდათ. არც ბურატინოს უნდოდა სკოლაში სიარული. მოკლედ უცხოელების გასაგონად მინდა ვთქვა ვინც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს(გინდა კარგს და გინდა ცუდს) გალანძღავს ან აუგად მოიხსენებთ მზე ჭამეთ კოლექტიურად
გულშემატკივარი
30 მარტი 2021 18:18
12
ეგენი ვის უხეშობაზე ლაპარაკობენ!? დაავიწყდათ ანხელმა ყიფიანს რომ ფეხი მოტეხა?
gurami
30 მარტი 2021 12:29
3
არც ის იყო მოსაწონი საქციელი და არც ეს, ცუდში რატომ უნდა გაეჯიბრო

როგორც ჩვენი კოლოტიტი ბავშვი იტყოდა იუთუბზე (რაღა ბავშვი დაკაცდებოდა): “რაც უმფრო კარგს და რაც უმფრო კარგს შემოვიტანთ... მოსაწონი უნდა ვაკეთოთ ყველამ, თორემ ცუდი თუ გააკეთე, ჰაჰ...” :))))
არც ის არც ეს
30 მარტი 2021 13:13
1
ანხელი რეალში თამაშობდა
ავთო
30 მარტი 2021 20:50
0
ყველა გამოხმაურება
ნუ შევრიცხავთ შენგელიას, მას ბურთზე უნდოდა თამაში, მაგრამ ხდება ხოლმე....ფეხბურთი ფეხბურთია. ამაზე უარესი რა არ უნახიათ იგივე ესპანელებს, გაიხსენონ თუნდაც როგორ ურტყავდნენ იგივე ესპანელები მარადონას ბარსაში თამაშის დროს და რაა ამბობდა ამაზე მარადონა.შენგელია მაღალი კლასის ფეხბურთელი და ღირსეული კაცია, რაშიც მალე დარწმუნდდება ყველა
ზურა
30 მარტი 2021 13:13
9
გაშლილი ფეხით თამაში პროფესიონალიზმს არ ნიშნავს მითუმეტეს როდესაც საჭიროება არ იყო
ვაა
30 მარტი 2021 15:01
15

სიახლეები პოპულარული