2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
94-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მხრიდან წითელი ბარათი ლევან შენგელიამ მიიღო, რომელიც "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავის, პედრის წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.
ამ ფაქტს საკმაოდ ემოციურად შეხვდა Twitter-ზე "ბლაუგრანას" გულშემატკივართა საკმაოდ პოპულარული გვერდი total Barça, რომელმაც აღნიშნული ეპიზოდის ფოტო გაავრცელა და დაწერა:
"ლევან შენგელია, ვიმედოვნებთ, რომ ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ ან წავიკითხავთ".
მოგეხსენებათ, პედრი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ის "ბარსელონას" ერთ-ერთ იმედად ითვლება და ფანების გულისწყრომაც სწორედ ამან გამოიწვია, რომ შესაძლოა,
ფეხბურთელს მძიმე ტრავმა მიეღო.
ორი რამ არ მიყვარს ფეხბურთში. ერთი უზრდელი გულშემატკივარი, რომელიც მოწინააღმდეგე ფეხბურთელებს აგინებს და მეორე სიმულანტი ან “ყასაბი” ფეხბურთელები.
შენგელია ქაჯივით მოიქცა
როგორც ჩვენი კოლოტიტი ბავშვი იტყოდა იუთუბზე (რაღა ბავშვი დაკაცდებოდა): “რაც უმფრო კარგს და რაც უმფრო კარგს შემოვიტანთ... მოსაწონი უნდა ვაკეთოთ ყველამ, თორემ ცუდი თუ გააკეთე, ჰაჰ...” :))))