2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
94-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მხრიდან წითელი ბარათი ლევან შენგელიამ მიიღო, რომელიც "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავის, პედრის წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.
ამ ფაქტს საკმაოდ ემოციურად შეხვდა Twitter-ზე "ბლაუგრანას" გულშემატკივართა საკმაოდ პოპულარული გვერდი total Barça, რომელმაც აღნიშნული ეპიზოდის ფოტო გაავრცელა და დაწერა:
"ლევან შენგელია, ვიმედოვნებთ, რომ ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ ან წავიკითხავთ".
მოგეხსენებათ, პედრი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ის "ბარსელონას" ერთ-ერთ იმედად ითვლება და ფანების გულისწყრომაც სწორედ ამან გამოიწვია, რომ შესაძლოა,
ფეხბურთელს მძიმე ტრავმა მიეღო.
შენგელია ქაჯივით მოიქცა
ბოლო 15 წუᲗი მსაჯიანად გვეᲗამაᲨებოდნენ!