ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
კაკაბაძე-მომავალი თბილისის მერი
zura
01 აპრილი 2021 16:24
25
კაკაბაძემ საკუთარ კარში გოლი რომ შეაგდო ეს არის ხიზანიშვილის და სანიოლის ბრალი. მთელი პირველი ტაიმი კაცი ვერ იყო "მის მატორზე", თავის თამაშს ვერ თამაშობდა... მე შევატყვე ეს მდგომარეობა ტელევიზორის ეკრანიდან და მიკვირს ამ მწვრთნელებმა როგორ ვერ შეატყვეს გასხდელში რომ არაფერ თავში კაკაბაძე არ იყო! შემცვლელიც ყავდათ, უკვე ნაცადი. უნდა გამოეცვალათ! ან ამ მამაცხონებულს თითონ ეთქვა, გამოფიტული ვარ გამომცვალეთო!!! ???
aburjga
01 აპრილი 2021 15:53
14
როცა ქვილითაიაზე კომენტარებს ვკითხულობ ხშირად მიჩნდება ეჭვი, რომ კომენტარების ავტორებს ფეხბურთის შესახებ ვიღაც მოუყვა... თითონ სტადიონზე არ ყოფილან, ფეხბურთისათვის არასდროს უყურებიათ!
aburjga
01 აპრილი 2021 15:44
1
მადლობა გუნდს თავდადებული ბრძოლისთვის, დიახ გუნდს!!! რა თქმა უნდა გამორჩეული კვარაცხელიაა, მაგრამ არც დანარჩენებს უნდა დავუკარგოთ მონდომება თავისი შესაძლებლობების ფარგლებში. ეს ბრძოლისუნარიანობა მით უფრო დასაფასებელია, რომ პრაქტიკულად ერთმა შემადგენლობამ ითამაშა სამი მატჩი ერთ კვირაში, რასაც არც ნაკრებში და არც კლუბებში მიჩვეული არ არაინ.
ძალიან არ მომწონს ჩვენი ფორვარდების თამაში, მაგრამ არც ის მომწონს რაც ქვილითაიას მისამართით სოც ქსელებში გინების კორიანტელი ისმის. წარმომიდგენია რა დღეში ჩავაგდებდით ტიბო ვერნერივით (გუშინ მაკედონიასთან) ბურთი რომ ვერ გაეტანა ან წინა ტურში რონალდომ რომ ააცილა მეკარესთან ერთი-ერთზე ზედიზედ ორჯერ. პირველ რიგში ფსიქოლოგიურად არის ძნელი ამ ყველაფრის მოსმენა და თუ თამაშის ღირსი არ არაის ნურც ნაკრების მწრთვნელი გამოიძახებს. ვნახოთ მიქაუტაძე როგორ განვითარდება და შეეწყობა გუნდს, მანამდე კი ესეთ გამოსავალას ვფიქროფ, ოქრი დავაყენოთ ცრუ ცხრიანზე დაახლოებით რასაც დეპაი თამაშობს ნიდერლანდების ნაკრებში. კაცის მოტყუებაც შეუძლია და დარტყმაც კარგი აქვს, ერთი ეგ არის სისწრაფეში აქვს მოსამატებელი თუ კიდე შერჩა რესურსი.
რატი74
01 აპრილი 2021 15:34
1
გასაგებია ,რომ გემოვნების ამბავია,მაგრამ კაკაბაძეს ამდენი დამცველი რატომ ყავს, როგორც ადრე ყაზაიშვილს რომ ყავდა არ მესმის და ჰაა.....
არდილეს
01 აპრილი 2021 14:58
7
ამ გუნდს ხოჭოლავა ჩაკვე წიტა და მიქაუტაძე რომ დაემატება სულ სხვა გუნდს მივიღებთ უფრო მებრძოლს უფრო სწრაფს და უფრო ტექნიკურს.... ვილის მუშაობა თუ არ დაეზარება და დააკვირდება იგივე კოხრეიძეს დავითაშვილს ლოჩოშვილს ნინუას და სხვა ნიჭიერ ახალგაზრდებს შეიძლება კაი გუნდის დაყენება
რომა
01 აპრილი 2021 14:54
0
გიორბელიძემ უნდა შეიცვალოს გუნდი და აგენტი.
თამაშობს ვოლფსბერგერში, ავსტრიის ძალიან, ძალიან საშუალო გუნდში და სეზონში სულ 7-ჯერ ათამაშეს, ძირითადათ შეცვლებზე. როგორ დავიჯერო, რომ ვოლფსბერგერს ამ პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელი ყავს?
გიორბელიძე სამ ძლიერ გუნდთან-ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთან ფლანგზე არც ერთ ამ ნაკრების ფეხბურთელს არ ჩამოუვარდებოდა და ზოგჯერ უკეთესი იყო.
ეს პოზიცია ყველგან დეფიციტურია, იმედი მაქვს, ამ თამაშების შემდეგ რაღაცა შეიცვლება უკეთესობისკენ
zaz197
01 აპრილი 2021 14:22
1
საქართველოს ნაკრებმა ეს სამი თამაში ისე ჩაატარა,რომ ფაქტობრივად,გუნდში ავრალი იყო.მწვრთნელი,რომელიც ფეხბურთელებს 1 კვირით ადრე გაეცნო და 1 კვირაში სამი თამაში.ამ პირობებში მართლაც ურთულესი საქმე იყო,ჩვენზე რეიტინგით და კლასითაც მაღლა მდგომ ნაკრებებთან,ტოლსწორად თამაში.რა ვნახეთ?ვნახეთ სამ თამაშში,მხოლოდ ერთი ქულა,მაგრამ ისეთი თამაშები,სადაც ყოველ მატჩში,ჩვენი ნაკრები უკეთეს შედეგს იმსახურებდა.ბიჭებმა ყველაფერი დადეს,რაც შეეძლოთ და მგონი ცოტა მეტიც.ნაკრები ფეხბურთს თამაშობდა,სწორ ფეხბურთს. რომ არა სუსტი ფიზიკური მომზადება,ჩვენი წინა ხაზის შეუთამაშებლობა და დაბალი საშემსრულებლო ოსტატობა,სუსტ ტაქტიკურ განსწავლულობასთან ერთად,თავისუფლად შეიძლებოდა 5 ქულაც კი გვქონოდა.კაკაბაძემ,თუ არ ვცდები,სანაკრებო პაუზამდე,სულ ორი მატჩი ჩაატარა,კიტეიშვილიც ახალი გამოჯანმრთელებული იყო,ბუდუ და ლობჟანიძე,ახალბედები და შეუჩვევლები ნაკრებს.საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭებიც რომ ვერ არიან მზად ასეთი ფიზიკური დატვირთვებისათვის,ესეც ხომ ცხადია.ასე რომ, ბოლომდე რომ ვერ ვუძლებდით,გასაკვირი ნამდვილად არ არის.ხვიჩა რომ ხვიჩაა და რუსეთში სისტემატურად თამაშობს,მასაც კი აშკარად ეტყობოდა,რომ მატჩის ბოლომდე ვერ უძლებდა და ძალიან იღლებოდა.ასეა თუ ისე,ეს კვირა როგორღაც გადავაგორეთ და სულ უქულოდაც არ დავრჩით,მომდევნო თამაშებამდე კი,საკმაო დროა.ბიჭებმა თითქოს იგრძნეს თამაშის გემო და მჯერა,სანიოლის საშინაო დავალებებზე,კარგად იმუშავებენ.ეს ალბათ პირველ რიგში,მაინც ფიზიკურ მომზადებას შეეხება.დაცვის მარცხენა ფლანგზე თითქოს გაჩნდა იმედი,გიორბელიძის სახით.გვიჭირს მეგოლე,მაღალი კლასის თავდამსხმელი და გამთამაშებელი.მიქაუტაძე საქმეში ფაქტობრივად ვერ ვნახეთ და იმედია შემოდგომამდე,კიდევ გაიზრდება,რეზერვში გვყავს,ჩაკვეტაძე,წიტაიშვილი,არაბიძე,კოხრეიძე.ესენი,ყველა ტრავმირებულები,ტრავმიდან ახლად გამოსულები და ძალიან პერსპექტიულები არიან.ვილი სანიოლმა ყველას გვაგრძნობინა,რომ ნაკრების კარი ყველასათვის ღიაა და ჯერჯერობით მაინც არავის ეთქმის,მწვრთნელმა არ შემამჩნიაო.ასე რომ შანსი ყველას აქვს.ამ პოსტის წერა რომ დავიწყე,თავის განებეა მომიხდა და როცა დავბრუნდი,უკვე უამრავი პოსტი დამხვდა გამოქვეყნებული.პრინციპში აქ ახალი არაფერია,უკვე ჩვევად გვექცა ფხბურთელების ლანძღვა და დამცირება.ახლაც რომ გაიძახით,ეს მოაშორეთ და ის მოაშორეთო,ჯერ ის იკითხეთ,გვყავს კი მასზე უკეთესი,ამ კონკრეტულ მომენტში?კარგი ბატონო და წავიდა,უკეთესი მოგყავს ვინმე?ის კაცი,რაც შეუძლია იმას აკეთებს და ხომ არ გაიძახის,მაინცდამაინც მე უნდა ვითამაშოვო?თუ მწვრთნელს უკეთესი არჩევანი აქვს,გიჟია უფრო სუსტი ათამაშოს?ნაკრებში თამაში ისეთი რამ არის,თუ დაგიძახეს,უნდა წახვიდე და თავი შეაკლა მის ღირსებას.ის კაცი მოდის,რაც შეუძლია იმაზე მეტსაც აკეთებს,მაგრამ ცოტა რომ შეუძლია,მაგიტომ უნდა ვაგინოთ?თუ სხვას უფრო ცოტა შეუძლია,ესე იგი ის არის იმ მომენტში საუკეთესო,ან ის სჭირდება მწვრთნელს და ისიც, რაც შეუძლია ირჯება.არ შეიძლება ფეხბურთელის ამის გამო,გამუდმებული გინება.უარი რომ თქვას და არ გამოცხადდეს ნაკრებში(ასეთი შემთხვევებიც ყოფილა),ახლა ამაზე დაუწყებთ გინებას.ისიც ხომ ადამიანია და თავმოყვარეობა აქვს.ძნელი ასატანია,ვინმე რომ გაგინებს.გაცილებით უფრო ძნელი ასატანია,დაუმსახურებლად რომ გაგინებს და კიდევ უფრო ძნელი,პასუხის გაცემა რომ არ შეგიძლია...თქვენი თავები წარმოიდგინეთ, მათ ადგილას.ბოლო წლებში სტადიონები,ბოღმის ამონთხევის ადგილად გადაიქცა.აგინებენ მეტოქეს,მსაჯს,თუ წააგეს,საკუთარ ფეხბურთელს და სანამ სტადიონები ჩაიკეტებოდა,გულშემატკივრები,ერთმანეთსაც კი აგინებდნენ და ჯგუფურად,ფიზიკურად უსწორდებოდნენ ერთმანეთს.შოთა არველაძის ისტორიაც მახსენდება,მგონი მაშინაც ბერძნებთან ვთამაშობდით და დაცვაში ბურთი ვერ გამოიტანა,რის გამოც გოლი გავუშვით. წავაგეთ.რაც მაშინ მის თავზე,გუნდის საუკეთესო ფგეხბურთელზე გინება წამოვიდა და მხოლოდ ერთჯერადად კი არა,დიდი ხნით,მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და საქართველოს ახლოს აღარ ეკარება,კაცი.იცის,რომ თუ ფეხი დაუცდა,ისევ ისე გაასწორებენ მიწასთან.სხვებიც იქნებიან ალბათ, ასე.ალბათ ერთიერთი მიზეზი ესეცაა,ჩვენ ფეხბურთელბს შეტევაზე წასვლის რომ ეშინიათ.მოგების სურვილის გამო,შესაძლოა გარისკონ და წააგონ,ამას კი ისეთი აგრესია მოსდევს,რომ ისევ ფრთხილი თამაში,ფრე და არ გინება ურჩევიათ.ნუ გვავიწყდება,რომ ისინიც ჩვენნაირი ქართველები არიან და მენტალიტეტიც,ზუსტად ჩვენნაირი აქვთ.ღაც ჩვენ გვტკენს გულს,მათაც ზუსტად ის და ისე ატკენს გულს.ასე რომ გავუფრთხილდეთ მათ და ისინიც ასევე მოიქცევიან.ძალიან ბევრი თანაუგრძნობს ოთარ კაკაბაძეს და ეს მართლაც გამეხარდა.ავტოგოლი ხომ მისთვის კიდევ უფრო ცუდი კოშმარი იყო,ვიდრე თითოეული ჩვენთაგანისათვის.ესპანეთთან თამაშში ის უკვე ფეხზე ვეღარ იდგა მატჩის ბოლოს და ასეთ დაღლილობას,ორ დღეში ვერაფრით მოიხსნიდა.ავტოგოლამდე ცოტა ადრეც,უკვე იგრძნობოდა,რომ ისე ვეღარ მოძრაობდა.ნაკრებში წამოსვლამდე,ტრავმის შემდეგ,მას მხოლოდ 1,5 თამაში ჰქონდა ჩატარებული,თუ არ ვცდები და ფიზიკურად ბოლომდე მზად ვერ იქნებოდა,თანაც ის,ესპანეთის მეორე ლიგაში თამაშობს,ისევე როგორც აბურჯანია და მათი თამაშები,ლა ლიგასთან შედარებით,უფრო დაბალი ინტენსივობისაა.ფეხბურთელების აბსოლიტური უმრავლესობა,11 კმ-ზე ნაკლებს დარბის,თამაშში.ბოლო ხანებში, ჩვენი გუნდების რამდენიმე თამაში ვნახე და ვიცი,რომ ასეა.
სოსო
01 აპრილი 2021 14:08
2
მართლაც რომ გაოგნებული ვარ! ეს რა ვნახეთ, რას მოვესწარით! თამაშს ვაგებთ, 10 წუთზე ცოტა მეტი რჩება და ვათანაბრებთ, თან გასვლაზე თეორიულად ჩვენზე ძლიერ გუნდთან. მარტო კვარაცხელია კი არა, მთელი გუნდი არავითარ განსაკუთრებულ ემოციას არ გამოხატავს, მიარბენინებს ბურთს ცენტრისკენ და დაგეშილმა უნდა, რომ იბრძოლოს გამარჯვებისთვის! ესპანელებმა უფრო გაიხარეს ჩვენთან პირველი გოლის შემდეგ, ვიდრე ჩვენ გუშინ! ესე იგი მართლა ეცვლებათ მენტალიტეტი! და მართლა საქმით და არა სიტყვით იბრძვიან გამარჯვებისთვის! დამოუკიდებელი ნაკრების პერიოდში კი არა, ძველ დინამოსთან არ მახსოვს ასეთი კადრები (1962 წლიდან დავდივარ ფეხბურთზე). გუშინ არ გამოვიდა გამარჯვება, ხვალ გამოვა! მთავარია ბრძოლა ისწავლონ, ბოლომდე დახარჯვა! გაიხარეთ ბიჭებო, მადლობა გუშინდელი თამაშისთვის. და კიდევ ერთი, ჩემი აზრით, ამ გარდასახვაში სანიოლის როლი ძირითადია. მადლობა ვილი!
alexandre
01 აპრილი 2021 12:26
1
ზუსტად მაგიტომ ვერ ხვდება კაკაბაძე კარგ გუნდში და არა მარტო ეგ, არასტაბილურობა და თამაშის მსვლელობისას აუხსნელი შეცდომები, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ გააჩნია მაშტაბს, ჩაკვეტაძის გარეშე ნაკრებს სათამაშო ინტელექტი არ აქვს. ბევრი მომენტი იყო გადაახვიეთ და ნახეთ თუ მართალი არ ვარ, მაგ. 21 წთ. აბურჯანია ( შენელებული კადრია) რამდენი ვარიანტი ქონდა პირისპირ გაეყვანა ჩვენი, მაგრამ ამას ,,ინტელექტი" უნდა./ 27 წთ ხვიჩასაც შეეძლო უფრო მაგარი კომბინაცია, მესი რომ გაიყოლებეს ხოლმე 3-4 და უცბად პასი და ბაც.. ხვიჩამ თავისთავზე იმუშავა, ბოლოს კი ისე გამოიფიტა, პაუზა ...არაუშავს გამოცდილებით მოვა, მომენტი სრულფასოვნად გამოისყიდა, ყოჩაღ....კვეკვესკირსაც ვაკვირდებოდი, მაგრამ შორსაა საჭირო დონემდე, ჩაკვეტაძე გვინდა, ფორვარდი კი შოტას მერე არ გვყოლია და არც ცანს....
გუსანი
01 აპრილი 2021 11:53
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული