ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
მაკედონიამ მოუგო გასვლაზე გერმანელებს! საქართველოს უნდა მოეგო გასვლაზე ბერძნებისთვის იმიტომ რო უფრო კარგი გუნდი ვართ!
kikola
01 აპრილი 2021 00:58
1
ვაისს კიდე საყვედურობთ, რომ ზივზივაძეს არ იძახებდა?? მიქაუტაძემ იქნება გაამართლოს, თორე თავდამსხმელი არ გვყავს და ასე ძალიან ძნელია. ქვილითაია, აღარ უნდა იყოს ნაკრებში
gigi
01 აპრილი 2021 02:13
1
კვარა, კიტე, გიორბელიძე. ამ სამმა დღეს უბრალოდ დაგლიჯა
ოკ
01 აპრილი 2021 00:54
0
ზივზივაძეზე ტვინი შეჩამეს რატომ არ არის ნაკრებშიო, რით ვერ დაიმსახურა გამოძახებაო, აბა ბატონო დაგლიჯა, ეს ვინ ყოფილა, ძირითადი გარანტირებული აქვს..
ჯონდიკო
01 აპრილი 2021 00:53
1
მიქაუტაძემ დარტყმა იცის, ბურთის კარში! ან გავაუქმოთ დროებით 9 ნომრის პოზიცია, თორემ უკვე სირცხვილია.
100%
01 აპრილი 2021 00:53
1
თავდამსხმელის გარეშე კიდევ კარგად ვითამაშეთ სამივე თამაში. სადა ხართ საქართველოს თავდამსხმელებო გამოჩნდით, ამდენ გუნდში ერთსაც რომ ვერ გიპოვნით კაცი
???????????????
01 აპრილი 2021 00:50
1
40-წელია ფეხბურთს ვუყურებ და შემიძლია თამამათ ვთქვა რომ საქართველოს ფეხფურთს მომოვალი აქვს. 100% შემიძლია ვთქვა რომ საბერძნეთზე ორი თავით მაგარი გუნდი ვართ. ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი რომ დაგვემატებე თავისუფლათ შეგვიძლია ყველა გუნდთან მოგებაზე ვითამაშოთ მსოფლიოში. ერთი სუსტი წერტილი თავდამსხმელია იმეფია ვინმე გამოჩნდება ან ვიყიდოთ ბოლოსდაბოლოს? წარმატებები ბიჭებს! და მალე გასვკა კი არა ჩემპიონობაც მოგველოცოს!!
გურამი
01 აპრილი 2021 00:48
6
ამ ზივზივაძით და ქვილითაიათი რომ შეგვჭამეთ ვაი გულშემატკივრებო, ფაქტიურად ათი კაცი ვთამაშობდით სამივე თამაშს
???????????????
01 აპრილი 2021 00:59
1
სხვა რო ყველაფერს თავი დავანებოთ, ამ ქვილითაიათი როდემდე უნდა გვიხეთქონ გული?! ნამუსი აღარ არი?!
giglia
01 აპრილი 2021 00:53
2
ხვიჩას მადლობა და ბიჭებსაც, არ იგულისხმება ზივზივაძე და ქვილითაია. მთავარი იყო ეს ეტაპი გაგვევლო, აწი ძალიან დიდი იმედი მაქვს სანიოლი მოიძიებს ფეხბურთელებს, ვაკანსიები იცოცხლე არის, უპირობოდ გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთ, უ პ ი რ ო ბ ო დ
საბურთალო
01 აპრილი 2021 02:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული