ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
რამდენი წელი კი არა და რამდენი თაობაა, გულმოსული ქართველის საპასუხო ინდივიდუალური გოლი არ გვინახავს. მართლა ბრილიანტი გვყავს, მაგრამ მხარი თუ არავინ აუბა, თვითონ კი იბრწყინებს და ჩვენს უფანტაზიო და უილაჯო ნაკრებს მაინც არაფერი ეშველება...
ნოდარ ღაჭავა
01 აპრილი 2021 00:49
2
ნაკრებს უჭირს გატანა აბა რა, თავდამსხმელი/ფორვარდი არ გვყავს და ...
გიზო
01 აპრილი 2021 00:49
0
ტექნიკა 100% - აზროვნება 0%
რაგბის ფანი
01 აპრილი 2021 00:49
19
პასუხად Rugbys fan-s-ს: - ავხსენი უკვე და იმედია გამოაქვეყნებს ადმინი
რაგბის ფანი
01 აპრილი 2021 01:10
1
რა გეწყინა უკან რომ არ იძლევიან პასებს?
Rugbys fan-s
01 აპრილი 2021 00:52
2
40-წელია ფეხბურთს ვუყურებ და შემიძლია თამამათ ვთქვა რომ საქართველოს ფეხფურთს მომოვალი აქვს. 100% შემიძლია ვთქვა რომ საბერძნეთზე ორი თავით მაგარი გუნდი ვართ. ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი რომ დაგვემატებე თავისუფლათ შეგვიძლია ყველა გუნდთან მოგებაზე ვითამაშოთ მსოფლიოში. ერთი სუსტი წერტილი თავდამსხმელია იმეფია ვინმე გამოჩნდება ან ვიყიდოთ ბოლოსდაბოლოს? წარმატებები ბიჭებს! და მალე გასვკა კი არა ჩემპიონობაც მოგველოცოს!!
გურამი
01 აპრილი 2021 00:48
6
ძმებო. მგონი აღმართს შევუდექით..წინ კიდე დიდი გზაა. ოთარ, შენ არ ინერვიულო- ავტოგოლი ვის არ მოსვლია. კვარა, შენ კიდე ყველაზე ჯიგარი ხარ, ულამაზესი გოლი რო შეაგდე მაგიტომ არა, აი ის ბურთი ხელით რო წამოიღე ცენტრში მაგიტომ. ასევე ყველა ბიჭებს ბოლო შტურმისთვის დიდი მადლობა! ჯიგრები ხართ!!!
კაკო
01 აპრილი 2021 00:48
1
ბრავო ბიჭებო , კაკაბას ავტო გოლის მერე ( რაც რაღაც პროცენტით ლორიას ბრალოც არის , არ დაუძახა რო არავინ ეჯდა ფეხზე ) მოვახერხეთ წონასწორობის აღდგენა და ქულა წამოვიღეთ სალონიკიდან . ჩემი აზრით იმის ფონზე რო ესეთ მოკლე მონაკვეთში მესამე მატჩს ატარებდნენ თან სტუნრად , საკმაოდ კარგად ითამაშეს,რომ არა ეს ალოგიკური ავტო გოლი შეიძლებოდა მოგებაც , აშკარად ბერძნებზე მეტი შანსიც გვქონდა და არაფერში დავუდეთ ტოლი.
ლშა
01 აპრილი 2021 00:48
4
ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი მიქაუტაძე ვნახოთ როგორ გააძლიერებენ!! ჩაკვე რო გვყოლოდა მოვიგებდით
beqa
01 აპრილი 2021 00:48
3
ვულოცავ პირველ ქულას ბიჭებს, ფიზიკაში კი აბსოლუტურედ ყველას სამუშაო აქვს
kaxa
01 აპრილი 2021 00:47
1
მმმაგრა ვიკაიფე. ოღონდ სერიოზულად. X[[
Sadisti.
01 აპრილი 2021 00:47
1
უთავდამსხმელოდ ითამაშონ, შემტევები დაემატებიან ჩაკვე, წიტაიშვილი, მიქაუტაძეც მომჯობინდება და გაჩნდება იმედი. აბა ამ ჩვენი ცენტრალური შემტევების შემყურე...ქვილითაია, კაჭარავა, ზივზიბაძე მოედანზე გინდ ყოფილან, გინდ არა.
emigranti
01 აპრილი 2021 00:47
3
მგონია რომ ზივზივაძე და შენგელია შეეწყობიან ნაკრებს და ათამაშდებიან. უნდა ვაცადოთ. ძალიან მკაცრები არ უნდა ვიყოთ, ერთ ან ორ თამაშში ყველა ვერ შეეწყობა ნაკრებს. ქვილითაიას რაც შეეხება ბევრი ტრავმა გადაიტანა და სამწუხაროდ ვეღარ დაიბრუნა ძველი უნარ-ჩვევები.
mmm
01 აპრილი 2021 01:01
2
გესმის საგანი
ზვიო
01 აპრილი 2021 00:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული