ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
რაც დაგვანახა ამ თამაშებმა: ლობჟანიძე, ქვილითაია, აბურჯანია, ზიბზიბაძე არ არიან ნაკრებისთვის მზად და რატომ: ლობჟანიძეს ბევრჯერ ჰქონდა ამ თამაშებში სიტუაცია, როცა შეეძლო თამაში გაემწვავებინა, მაგრამ ვერასდროს ბოლო მწვავე პასი ვერ გააკეთა, ქვილითაიამ, თავი რომ დავანებოთ პირისპირ გასვლას შვედეთთან, წუხელ ერთ სიტუაციაში კარის წინ რომ მან ბურთი მიიღო და როგორ დაარტყა, ეს ჭ კლასია, ზიბზიბაძემ ვერცერთი ორთაბრძოლა ვერ მოიგო, ვერცერთი... ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, აბურჯანია ვერ ამწვავებს და ძალიან არადამაჯერებელია ასთ დროს, სულ უკან აკეთებს პასს ან განივად, რომ შემობრუნდეს და წინ წაიწიოს, ამას ვერ ახერხებს, განსხვავებით კიტეიშვილისგან. ეს ხალხი როცა ჩანაცვლდება ჩაკვეტაძით, წიტაიშვილით, მიქაუტაძით, აი მაშინ მართლა კარგი გუნდი გვეყოლება
q
01 აპრილი 2021 11:52
2
ვიყოთ რეალისტები,ფრე კარგი შედეგია. პირველად ისტორიაში,საქართველოს იქეთ-აქეთ გააქვს და არ მარცხდება. ბიჭებს მადლობა.რაც შეუძლიათ 100% იხარჯებიან.
გივი-გია
01 აპრილი 2021 11:32
2
მეკარეები გვყავს,დაცვაც მგონი გვყავს.ცენტრალური მცველები თავზე საყრდელადაც.გიორბელიძემ გუშინ მაგრათ ითამაშა ნამდვილად.ამ კაკაბაძეს რა დაემართა,რაც ესპანეთთან მაგრად ითამაშა ავტოგოლამდეც ძალიან არადამაჯერებელი იყო.გუშინ უნდა შეეცვალა ჩაბრაძით ესპანეთთან კი არა.საყრდენი ზონაც ნორმალური გვყავს.კვარა ძალიან მაგარია,მაგრამ ძალიან ხშირად კარგავს ბურთს და ამაზე უნდა იმუშაოს აშკარად.ლობჟანიძე სანაკრებო დონეზე ისეთი ვერაა როგორც კლუბში.არადამაჯერებელია,ერთი პრასტრელს აკეთებს კარგად,საჯარიმოში ბურთს რომ იღებს იბნევა თითქოს.ფორვარდი ხო ცალკე თემაა,დარტყმა არ იცის ქვილითაიამ,როგორი ფორვარდია,ამას როგორ ათამაშებდნენ რაპიდში ან გენტმა რატომ წაიყვანა.ზივზივაძეს კიდე არაუშავდა.ჩვენი ლიგიდანაც შეიძლება ფორვარდის არჩევა,გულიაშვილი კარგი ბიჭია,სიმაღლე არ აქვს მაგრამ ძალიან მოძრავი და მშრომელია.არც დარტყმა ეშლება.სიხარულიძესაც კარგი გოლის ალღო აქვს.გუშინ ავტოგოლით წაგება დიდი საცოდაობა იქნებოდა.მადლობა ხვიჩას რომ აგვაცილა ასეთ სიმწარეს.
master
01 აპრილი 2021 11:07
3
გოლი გოლად, მაგრამ სასწაული მომენტი იყო, კვარამ ბურთი რომ დაითრია და ცენტრისკენ გაიქცა. ეს უკვე ის მენტალიტეტია, რომელიც გვინდა-საბერძნეთთან გასვლაზე ფრე არ არის ამ ბიჭისთვის მისაღები შედეგი.
zaz197
01 აპრილი 2021 10:47
2
გუნდი უმატებს ყოველ თამაშში! მომდევნო მატჩები კიდევ უფრო კარგი უნდა იყოს! კვარა მახიოლუნქ ჯიმა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
01 აპრილი 2021 10:09
1
კაკაბა ხომ არ მოგვესინჯა თავდასხმაში?დდდ ვხუმრობ რა თქმა უნდ გული არ გაიტეხო ოთო.
Ttt
01 აპრილი 2021 09:54
2
ცოლისი-კვარას დაპირისპირების რა მოგახსენოთ, მაგრამ კვარა-კაკაბაძისის კი ნაღდად შედგა
დინამოელი
01 აპრილი 2021 09:25
12
მადლობა კვარაცხელიას ძალიან ტექნიკურია უნიჭიერესი. მაგრამ რატომღაც მგონია რომ ჩაკვეტაძეს უფრო მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს, ამას იმიტომ ვწერ რომ აქ ახსენეს ხვიჩიას ცენტრში დაყენება. დიდი ტვირთია ყოველშემთხვევაში ჯერ. შეეშვით იფრინოს ფლანგზე და ფლანგიდან გაგვახარა. ცენტრში პლეიმეიკერად ჩაკვეს ველოდები. კიდევ და კიდევ მადლობა ხვიჩას.
ზურა
01 აპრილი 2021 08:41
5
ქვილითაია მინუსებში გადავიდა
თავდამსხმელი და ბურთს მესამე კლასელის ძალით არტყამდეს გადამწყვეტ მომენტში???
თენგო
01 აპრილი 2021 08:28
0
ბუდუ გაოხსნება და ათამაშდება მაგრამ მიქაუტაძე რომ დაბრუნდება მგონი მოიხსნება ფორვარდის პრობლემა.აი ქვილითაია კი სანაკრებო დონის აამრაა ჩემი აზრით ტიპს სირბილი ეზარება და დარტყმა არ იცის საჯარიმოს მისადგომებიდან რომ დაარტყა უნდა გაეხია ბადე მარა მიუგორა მეკარეს მის მაგივრად გაბედავა ან სხვა ეროვნული ჩემპიონატიდან რომ გამოეძახებინა ეგ სჯობდა
Gaguuuu
01 აპრილი 2021 08:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული