ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
თბილისური გამოთქმის არ იყოს საქართველოს ნაკრებში კარგი თავდამსხმელი არ არსებობს, შეიძლება თქვა ეს თავდამსხმელი მეორეს ჯობიაო.
მ.მ
01 აპრილი 2021 01:29
1
მერამდენედ ვამბობ უკვე რომ ქვილითაია არაა ნაკრების დონე არაააა. ეს ზივზივაძე კიდე ყველაზე სუსტი იყო,მერამდენედ უკვე.
ქობულეთიდან
01 აპრილი 2021 01:29
2
ფაქტია რომ ტანმაღალი ცენტრალური თავმდასხმელები ვერამართლებენ ნაკრებში, ვერც ბუდუ ვერც ქვილითა და ვერც სხვა. მე მგონი ჯობია სხვა სტილზე გააკეთოს ნაკრებმა აქცენტი ან 4-4-2 და სადაც გამოკვეთილი ფორვარდი არ იქნება ან სხვა გამოიძაღოს ვინმე არვიცი როგორც ჩაბრაძე აღმოაჩინა ვილიმ და ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ქრვიცოდი ეგეთი კაიბიჭი თუ გვყავდა.
რავი
01 აპრილი 2021 01:28
1
ლობჟანიძეს ეტყობა წიტაიშვილი ჩაანაცვლებს? კოხრეიძე გამოჯამრთელებულა და შეიძლება ფლანგიდან ცენტრში გამოიცადოს ბურთებს სწორეთ და სწრაფად ანაწილებს და აბურჯანია შეცვალოს ან ნინუამ ჩაანაცვლოს? მაგრამ თავდმსხმელს რა ვუშველოთ? იქნება ბრაზილიელი ან არგენტინელი ფეხბურთელი მოგვეწვია რომელიც ნაკრებში ვერ ხვდება მაგრამ კაი ფეხბურთელია?
ono
01 აპრილი 2021 01:25
9
თავდამსხმელი ეროვნული ლიგიდან!

Biannkoneri
01 აპრილი 2021 01:25
2
კვარა არ უნდა ᲨეიზᲦუდოს!!! Არავინ არ უნდა მიუᲗიᲗოს ბურᲗის ტარება არ ტარება!!! ეს ბიᲭი როცა Თავისუფალია და ᲨეუზᲦუდავია მაᲨინ აკეᲗებს სენსაციებს!!! კვარა Შემოგევლე!!! კაკაბაᲫე გული არ გაიტეხო Შემოგევლე,Შენ ჯიგარᲨი არავის ეპარება ეᲭვი!!! ხდება ყველაფერი!!! Თქვენ ᲨემოგევლეᲗ ბიᲭებო Ჩვენი იმედის გაᲩენისᲗვის! გულᲨი და ჯიგარᲨი გეფერებიᲗ Ძმებო!!! Villi Alle! Alle! Alle!
ზურა
01 აპრილი 2021 01:24
2
როგორც ვიცი სევილიას სპორტული დირექტორი ესწრებოდა ამ თამაშს და იმედი მაქვს დაფიქსირა რომ კვარაცხელიამ გარდა იმისა რომ ულამაზესი გოლი გაიტანა ასევე მთელი საბერძნეთის დაცვაა ათრიაა და მიქაცევს ამას ყურადღებას :))
ჯონი
01 აპრილი 2021 01:24
0
ჩვენი ჯგუფში ბევრი ქულა დაიკარგება. კოსოვოც აიღებს თავის ქულებს, ოღონდ იმედია ჩვენთან ვერ. კარგია, რომ შვედებს და ბერძნებს უკვე თბილისში ვეთამაშებით. გადამეტებული ოპტიმიზმი არ ვარგა, მაგრამ არც უიმედობაა კარგი მსახური. თუ გაგვიმართლა და ყველა ჯანმრთელად გვეყოლა შემოდგომით,მეორე ადგილისთვის ბრძოლა აშკარად შეიძლება.
გიორგი
01 აპრილი 2021 01:24
1
Კარგი იქნებოდა მოგვეგოოო და უნდა ოგვეგოო ბერძნები საერთოდ სტადიონზე არ იყვნენ.კვარა ჩაკვეტაძე კიტე წიტაიშვილი და მიქაუტაძე ერთაად ძაან მაგარი იქნება.გიორბელიძეე ძალიან კაი ბიჭა მაგრად ითამაშაა .
buxrika
01 აპრილი 2021 01:24
1
ეჰ, კვარას დაკლება გვინდოდა მაკედონიასთან?! მაგრამ არაუშავს. ხვიჩა კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს
ირაკლი
01 აპრილი 2021 01:22
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული