ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
ვაისს კიდე საყვედურობთ, რომ ზივზივაძეს არ იძახებდა?? მიქაუტაძემ იქნება გაამართლოს, თორე თავდამსხმელი არ გვყავს და ასე ძალიან ძნელია. ქვილითაია, აღარ უნდა იყოს ნაკრებში
gigi
01 აპრილი 2021 02:13
1
ავტოგოლიცაა და ავტოგოლიც. Черт его знает.....
თედო
01 აპრილი 2021 02:10
5
სლუცკი აფრენს ხვიჩაზე და ალბათ გაგიჟებული იქნება ეხლა სიხარულით. ძალიან დიდი ამაგი აქვს მას ხვიჩას სწრაფ განვითარებაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ გააგრძელებს ხვიჩა საკუთარ თავზე მუშაობას და ბოლომდე ჩამოყალიბდება. რუბინის თამაშს არ ვტოვებ, ასევეა სლუცკიც საქართველოს მიმართ, მოკლედ მადლობა და ჯიგარია................
სტალინი
01 აპრილი 2021 02:08
4
ლოკომოტივის დანაკარგს რომ ითვლით, გიჯობთ, წუწურაქი ამხ. ფიფიას დანაკარგები ითვალოთ !
დ.დ.
01 აპრილი 2021 02:07
5
შენრაიცი რო ფიფიას დანახარჯებზე და დინამოს სამარფხვინო თამაშებზე არაფერს არვწერ?? ყველა კომენტარს კითხულობ ყველა სტატიაზე თურა? ერთი მეორე ხელს არუშლის. ხვიჩას საკითხია წინ წამოჭრილი და ამიტომ ვახსენე ლოკომოტივი. სიტცხვილია ესეთი ჩასაფრებული ლაპარაკი
ოკეი
01 აპრილი 2021 02:26
2
თქვენ სომხების თამაში უნდა გენახათ. რა ჟილკით და მონდომებით ითამაშეს.შეჭამეს რუმინეთი. ესენი დგანან და ბურთს ელოდებიან. დაცვიდან ძლივს ამოაქვთ ბურთი. ერთი კვარაცხელია ვერ გვიშველის და არ უნდა გულზე მჯიღის ცემა და ამათი ქება ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. არშეუძლიათ მეტი და თუ გინდა შეეკითხე
გრიგოლი1408
01 აპრილი 2021 02:04
20
შეჭამეს არაა ფლავიი მსაჯს ალბათ მთელი ყუთი არმიანსკი კანიაკი უპადაგრევეს ! ჯერ რა იყო ის რომ გააძევა არ იყო გასაგდები მერე თამაშგარიდან გატანილი გოლი და მოგონილი პენალი @ ასე რომ დაეხმარონ ლიხტენსტეინი გერმანიას მოუგებს DDD
ზურა222
01 აპრილი 2021 02:40
10
აქ ბევრი ლაპარაკი მიდის ეროვნლი ლიგის ფეხბურთელებზე და სწორიც არის და გამოჩნდა კიდეც მაგალითი ამიტო კოხრეიძე მალიც კარგი ბიჭია მიუხეავად შეცდომისა აჰაა ეგე შეცდომა ასეთი უნდა მარა არ ვაპატიოთ ამ კაცს უკეთესი ვინ გყვავს და მალიმ რაღა დააშავა ან სამუტკასოვი რა მაგარ პასებს აკეთებს და მათი თანატოლები ახალგაზრდულში ძალიან მაგარი ბიჭები თამაშობენ და ყურადღება მიაქციეთ მათ თამაშებს გულშემატკივარი ითხოვს
T.q
01 აპრილი 2021 02:03
2
ხოო კუცია დამავიწყდა კიდე რა მაგარი ბიჭია ლამაზ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს ეგ ბიჭიც.
T.a
01 აპრილი 2021 02:58
0
კუცია რომ იყო ჩაკვეტაძის დროს 19-ანებში, ძალიან სწრაფი და ტექნიკური, სად თამაშობს ან როგორ?
გიორგი
01 აპრილი 2021 02:48
1
ყველაზე მაგრად მომეწონა კვარამ გოლის მერე ბურთი რო აიღო და ცენტრში წამოიღო, ეს უკვე სულისკვეთებაა და თავდაჯერებულობა,სპორტული ამბიცია და რავიცი კიდე, გამიხარდა, ფეხბურთის გუნდი გვყავს ხალხოოო
მეგრელი
01 აპრილი 2021 02:02
1
კაი რა აღარ შეიძლება ასე.უიღბლობა, ჯადოქრობა,უბედობა,გათვალული ვართ.... და კიდევ უამრავი არაფრისმთქმელი ყურით მოთრეული თავის გასასამართლებელი მიზეზი.ეს ყველაფერი არაპროფესიონალიზმისა და დაბალი სათამაშო კლასის ბრალია.ზივზივაძე-0! ქვილითაია 0-0-0!!!აღარ შეიძლება ეს ლამბერსექსუალი რომ დასვან სკამზე სხვას მისცენ შანსი? კვარა მაგარია მაგრამ ერთი კაცი ბრძოლას ვერ მოიგებს.გიორბელიძეს კვარასთან ერთად უმაღლესი შეფასება. პროგრესი აშკარაა.გუნდი გამოკვეთილად შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ვაისის პახმელიაზე მყოფ ნაკრებთან შედარებით.
KOSTAKURTA
01 აპრილი 2021 01:57
2
მოკლედ, არ მეგონა მაგრამ ვილი ამართლებს, როგორც ბაიერნის გულშემატკივარი რაღაცით ბაიერნის მებრძოლი და სწრაფი სული იგრძნობა:D რაც კარგია, მე მგონია რომ ჩვენი მომავლის ფეხბურთი უნდა იყოს სწრაფ გადააგდილებაზე და კომბინაციურ ფეხბურთზე აწობილი, ბაიერნის მოდგომა რა, რაც მარტივი არ იქნება სხვათაშორის, თუმცა სასარგებლო და შედეგის მომტანია ესეთი ფეხბურთის სტილი უდავოდ.
kaxa
01 აპრილი 2021 01:55
3
სანიოლს ეხლა უკვე დიდი დრო აქვს მოიძიოს ფეხბურთელები. იმედია მოვრჩებით ამ თამაშით ათი კაცით ასპარეზობას. ზოგადად როცა არ შეგიძლია თამაში, არც უნდა გახვიდე თავად, მაგრამ სად არის მაგდენი შეგნება
goga
01 აპრილი 2021 01:53
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული