ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
ზივზივაძემ და ქვილითაიამ იციან ვის მხარეს თამაშობდნენ? მადლობა სანიოლს და ბიჭებს ასევე მხეც კანკავას
სტალინი
01 აპრილი 2021 01:21
2
კვარა, აბა გვითხარი რამდენჯერ ინატრე დესპოტოვიჩი თავდასხმაში.
ვანჩოპე
01 აპრილი 2021 01:18
1
გააატარე ეგ ავტოგოლი ეხლა , აღარ ღირს ნერვიულობად!!!/ ერთერერთოს კომენტარის მოსაზრებას ვეთანხმები 100%-ით, სანიოლმა ჯობია ეროვნულიდან მოძებნოს თავდამსხმელი და გამოიძახოს! უსამართლობაა ამათ ფონზე რო სხვას არ ეძლეოდეს შანსი!
Vasili
01 აპრილი 2021 01:18
1
ბრავო ბიჭებს, ოთარ არაუშავს დღესაც კაი თამაში გქონდა, კვარა შენ კიდე მადლობა იმიტომ კი არა რო
გოლი შეაგდე, იმიტომ რო ბურთი წამოიღე და მოგების გარდა სხვა შედეგი გკიდია! საოცარი კაცი ხარ, ერის საამაყო შვილი! მადლობა შენს მშობლებს ასეთი ადამიანი რომ გაგზარდეს, მამაშენს კიდე უთხარი არგაჩერდეს მოაყაროს პატარა კვარაცხელიები))
с
01 აპრილი 2021 01:18
0
სამივე თამაში ათმა კაცმა ვითამაშეთ, ქვილითაია და ზივზივაძე მოწინააღმდეგის მხარეს იყვნენ. დავიჯერო ახალგაზრდულში მაგათზე კარგი არ იძებნება?????????? მადლობა ბიჭებს და სანიოლს................
სტალინი
01 აპრილი 2021 01:17
3
"თამაში 10 კაცით დავიწყეთ" მაგრამ მაინც "მადლობა სანიოლს." რკინის კაცი ხარ რკინის ლოგიკა გაქვს მოკლედ.
LOGIKA.
01 აპრილი 2021 01:30
3
მოკლედ უნდა ვისურვოთ ესპანეთმა რომ ქულები არ დაკარგოს არავისთან და რეალურად შეიძლება ამ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება, მთავარია ყველა ჯანმრთელად შეხვდეს შემოდგომის თამაშებს, არ არის შვედეთი ის გუნდი რომ ვერ დაამარცხო და მითუმეტეს საბერძნეთი, ორივეს სახლში უნდა მოვუგოთ
მამუკა
01 აპრილი 2021 01:14
0
ევროპის კვირის ნაკრებში მარცხენა გარემარბად დიდი ალბათობით კვარას ჩაწერენ, არადა მისმა გუნდმა სამ თამაშში ერთი ქულა აიღო...
ნოდო
01 აპრილი 2021 01:10
0
ოთარ გული არ გაიტეხო ავტო გოლზე. დღეს ძალიან კარგი თამაში ითამაშე. კვარას პრავისიმო. მწვრთნელს კი ვეტოდი თავდასმსხმელი, აიყვანე სულერთია რომელი გუნდიდანაც იყოს ეროვნული ჩემპიონატიდან და ის ათამაშე! გთხოვ ესენი აღარ გამოიძახო!
lelo
01 აპრილი 2021 01:05
3
აუ, თუ კაცი ხარ, ეგ ზივზივაძემ არ გაიგოს :)))
: )))))))
01 აპრილი 2021 01:16
1
ბოდიში!
დისლაიქზე ხელი მომიხვდა
ლაშა
01 აპრილი 2021 01:11
1
ძმებო. მგონი აღმართს შევუდექით..წინ კიდე დიდი გზაა. ოთარ, შენ არ ინერვიულო- ავტოგოლი ვის არ მოსვლია. კვარა, შენ კიდე ყველაზე ჯიგარი ხარ, ულამაზესი გოლი რო შეაგდე მაგიტომ არა, აი ის ბურთი ხელით რო წამოიღე ცენტრში მაგიტომ. ასევე ყველა ბიჭებს ბოლო შტურმისთვის დიდი მადლობა! ჯიგრები ხართ!!!
კაკო
01 აპრილი 2021 01:04
2
ცენტრფორვადი გვჭირდება აუცილებლად მოძრავი და აბურჯანიას ადგილას ვინმე რომელსაც ცოტა სწრაფად შეუძლია ფიქრი და შეტევის წამოწყება, არ შეიძლება მხოლოდ ერთი კაცის იმედზე იყოს ნაკრები
მამუკა
01 აპრილი 2021 01:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული