სანიოლი: თამაშს ჩვენ უფრო ვაკონტროლებდით და სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო

AutoSharing Option
საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩი (1:1) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა:

"დღეს პირველი ორი შეხვედრისგან განსხვავებული თამაში გვქონდა. პირველი თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, დღეს კი, პირველ წუთებში არცთუ ისე კარგად ვმოქმედებდით. თუმცა ვიცოდით, რომ დაღლილობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მესამე შეხვედრა ყველაზე რთული იქნებოდა. საწყის 20 წუთში, ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ მატჩის მსვლელობას ჩვენ უფრო ვაკონტროლებდით. ასევე ვთვლი, რომ კარგი მეორე ტაიმი ჩავატარეთ.

რაც შეეხება შედეგს, ასეთი გოლის შემდეგ თამაშში დაბრუნება ძალიან რთულია. თუმცა ბიჭებმა ხასიათი
აჩვენეს და ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ. ვფიქრობ, თამაში უფრო მეტად რომ გვეკონტროლებინა და გარკვეულ მომენტებში უკეთესი გადაწყვეტილებები მიგვეღო, სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დღეს მოპოვებული ერთი ქულა მოთამაშეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო ერთი კვირა ძალიან კარგად ვიმუშავეთ და საწყის ორ შეხვედრაში დიდ გუნდებს დავუპირისპირდით. ამასთან ერთად, ვეთამაშეთ საბერძნეთს სტუმრად და აქ ქულის მოპოვება ადვილი არ არის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აღნიშნული კვირით კმაყოფილი ვარ. არ მომწონს ქულების რაოდენობა, რადგან ვთვლი, რომ ცოტა უფრო მეტი უნდა გვქონდეს. მენტალობა, შრომა და დისციპლინა, რაც ფეხბურთელებისგან ვიხილე, ძალიან მომეწონა.

ივნისში ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, სხვა ფეხბურთელებიც შევაფასო. იმიტომ, რომ როდესაც მოკლე პერიოდში ზედიზედ სამი შეხვედრის გამართვა გიწევს, უფრო სხვა ფაქტორებზე კონცენტრირდები. აღნიშნულ შეკრებაზე არა მხოლოდ ფეხბურთელებს დავაკვირდებით, არამედ ვიმუშავებთ ჩვენს სათამაშო სტილზე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მსურს ცოტათი უფრო მეტად ვაკონტროლებდეთ თამაშს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე ველოდები სექტემბერს, რათა საკვალიფიკაციო ეტაპი განახლდეს. ჩვენ შევეცდებით, საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 18 /
სანიოლმა გაამართლა. ისეთი ფეხბურთელი და კაცი იყო ცხოვრებაში (ცნობილი ინციდენტის შემდეგ მაგან გაუბედა ზიდანს, რომელიც იმ მომენტში გუნდში დიდი ავტორიტეტი იყო, საყვედურები), რომ იმედიანად ვიყავი და შედეგი სახეზეა.
საქმე იმაში არ არის, ერთი ქულა რომ გვაქვს. ფაქტიურად ვაისის ნაკრების ფეხბურთელები სხვანაირად ათამაშდნენ - ჯერ ერთი, მთელი თამაში იბრძვიან. მეორეც, გამარჯვებულის მენტალიტეტი გადასცა სანიოლმა. ეს მენტალიტეტი ასე მესმის - ყველა თამაშში კი ვერ გაიმარჯვებ, არამედ ყველა თამაშში გადიხარ განწყობით, რომ შეგიძლია გაიმარჯვო, ფეხები არ გიკანკალებს და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებ.
არავითარი ფსიქოლოგი არ ჭირდება გუნდს - საუკეთესო ფსიქოლოგი სანიოლია. იმასაც ვფიქრობ, რომ თავიანთ გუნდებშიც გაყვებათ ფეხბურთელებს სანიოლის გაღვივებული განწყობა და უფრო წარმატებით ითამაშებენ.
მოლოდინი მკლავს - როდის ვნახავთ ჩვენს შეტევაში ერთად კვარაცხელია, ჩაკვეტაძეს, მიქაუტაძეს და წიტაიშვილს. ეს ჩვენი ფეხბურთის მომავალია. მათთან ერთად - გიორბელიძე, ჩაბრაძე, ლოჩოშვილი, ნინუა.
ბევრი სიხარული ქართულ ფეხბურთს!
არჩი
10:27 01-04-2021
2
მადლობა ვილი,იმიტომ რომ იმედი გაგვიჩინე,შენც ახალბედა ხარ მწვრთნელის რანგში.აწი დრო გვაქვს და სწორ დასკვნებს გააკეთებ დარწმუნებული ვარ.
ახალგაზრდებთან,ჩვენს ბოკვერებთან ერთად შენც გაიზრდები,როგორც მწვრთნელი
მიდი რაა მიდი,აზრზე არახარ რა პატივისცემა და სიყვარული ვიცით ქართველებმა,აი ეგ პატარა იმედი დიდ სიხარულად გვიქციე და პატივისცემა ჩვენზე იყოს!
ჰაიაბუსა
09:07 01-04-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული