კვარაცხელია: მადლობა გულშემატკივრებს - მოგება შეგვეძლო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საბერძნეთთანაც ჩინებულად გაისარჯა, ლამაზი გოლი გაიტანა, ნამატჩევს კი nakrebi.ge-სთან კომენტარი გააკეთა:

"საბერძნეთთან თანაბარი ბრძოლა იყო, მოგების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. პირველი ქულა ავიღეთ და ეს სასიხარულოა, თუმცა მოგებაც შეგვეძლო. ვთვლი, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ, თამაშები მოვიგოთ და ჩვენს ჯგუფში მაქსიმუმი გავაკეთოთ.

ყოველ მესამე დღეს თამაში ძალიან რთულია, რადგან ასეთ რეჟიმს მიჩვეულნი არ ვართ. მიუხედავად ამისა, მოედანზე ჩვენი ქვეყნისთვის გავდივართ და მაქსიმალურად ვიხარჯებით. ალბათ, გუნდს ცოტა დაღლილობაც ეტყობოდა. შემდეგ თამაშებშიც ძალიან უნდა მოვინდომოთ და გავიმარჯვოთ, მიუხედავად
იმისა, თუ ვინ იქნება მეტოქე. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც შედეგის მიუხედავად, ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობა ხვიჩა :) თამაშის გარდა, მომწონს როგორც გიჭირავს თავი! საამაყოა, შენნაირი ადამიანები ნაკრებში. სასწაულად მნიშვნელოვანი გოლი იყო. ყველა თამაშს ვუყურებ რუბინისას, მაგრამ აქამდე თავს ვიკავებდი მაინც ზედმეტი შეფასებისაგან, რადგან ჩაკვე ნაკრებს მაგრად ეხმარებოდა და ეს არის გარკვეული საზომი ფეხბურთელის ასე მგონია. არ მინდოდა შემედარებინე შემთხვევით და ამით პატარა უხერხულობა მაინც მომეყენებინა და ეხლა ამ ორ თამაშში რაც გააკეთე, დაღლილიობის და უხერხული მეტოქეების ფონზე - უბრალოდ გვაჩვენებს ყველას, რომ საოცარი პროფესიონალი ხარ, მაგარი ნიჭიერი ბიჭი და უბრალოდ კარგი ადამიანი, რომელსაც უყვარს ქვეყანა. ვამაყობ შენით, დიდ წარმატებებს გისურვებ!!
გადასარევი გიორგი
01 აპრილი 2021 14:46
1
ამ ძალათ პროფესორა გულშემატკივრებმა ხო ტვინი წაიღეს რა.
,არასდროს არაფერი რომ არ მოსწონთ და თავისი დოვოდები რომ ააქვთ
კახა ქ.
01 აპრილი 2021 14:38
0
ზივზივაძემ დაასრულა სანაკრებო გამოსვლა, ისევე როგორც ქვილითაიამ.
კვარაცხელია მაქსიმალურად იყენებს ნაკრების ფორმატს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისათვის რომ მეტი სატრანსფერო ფასი დაიდოს და ამით იხეიროს, ნაკრებით ის თამაშობს თავის თამაშს და არა პირიქით.
ისე კი საინტერესო იქნება ამ სამეულის გარეშე როგორი იქნება სანიოლის ნაკრების შემტევი ხაზი ( ჩაკვეტაძეს რომ ვერ ვიხილავთ ნაკრებში კარგა ხანს ეს ისედაც ცხადია)
vaxo
01 აპრილი 2021 13:48
14
რა უცნაურია ასე რომ "ახერხებ" ფიქრს, ძალიან უცნაურია. სიტყვა ინტრიგანი უფრო გიხდება ამ შემთხვევაში, თუ ხულიგანი - საკითხავი აი ესაა.
გადასარევი გიორგი
01 აპრილი 2021 14:42
0
კიტეიშვიკი მაკედონელებმა ტყუილად კი არ დაამტვრიეს ეგ ბიჭია ჩვენი დაცვის და თავდასხმის შემაკავშირებელი ძაან მაგარიაა წარმატებები კიტეს და კვარას ჩაკვეს იმედი გაგვიჩინეს რომ ისევ შეგვიძლია ფეხბურთის ყურებით სიამოვნების მიღება წარმატებები...
Papuna
01 აპრილი 2021 10:54
0
შენს ერთად ჩაკვეტაძე მიქაუტაძე წიტაიშვილი და კიტეიშვილი საუკეთესო ვარიანტი თუ არ იყოს წინა ხაზში რა ვიცა და მერე გვეყოლება გუნდი რომელსაც შეეძლება რამდენ გოლსაც გაგვიტანენ ჩვენ ერთით მეტს გავიტანთ
roma bejanidze
01 აპრილი 2021 08:43
0
იქნებ მარადიშვილსაც მოელაპარაკონ...ეგეც მაგარია...
гуджа
02 აპრილი 2021 08:30
0
კვარაცხელია ცალკე საუბრის თემაა,ის ჩვენი მომავალი და იმედია. აი კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მნიშვნელოვანი ფიგურაა ნაკრებისათვის.
ქობულეთიდან
01 აპრილი 2021 08:41
0
მოკლედ ჰაერივით გვჭირდება ჩაკვეტაძე, ხოჭოლავა, წიტაიშვილი და განსაკუთრებით კარგ ფორმაში მყოფი ანანიძე, ჯანოს ხედვა და აზროვნება აკლია გუნდს, არავინ გვყვავს ისეთი ვისაც შეუძლია ჯანოსავით ბოლო პასის გაკეთება აი მერე კი მართლა შეგვეძლება ნებისმიერ გუნდთან მოგებაზე ფიქრი
მამუკა
01 აპრილი 2021 05:08
8
მშვენიერი ხედვა აქვს კიტეიშვილს, თუმცა ჯანო კარგ ფორმაში რა თქმა უნდა კაია, მაგრამ სამწუხაროდ მაგის იმედი აღარ მაქვს, აი თავდამსხმელი კი გვინდა ვინმე რაა, ფაქტიურად 10 კაცით გვიწევს თამაში
Gio
01 აპრილი 2021 09:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული