ჟონგლიორმა კვარაცხელიამ ჩვენი იმედი ნაგავში მოისროლა - ბერძნული მედია გაოგნებულია

AutoSharing Option
ბერძნულმა პრესამ ობიექტურად შეაფასა საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი და აღნიშნა, რომ აშკარად წაგებას გადაურჩნენ.

thecaller.gr: „ესპანეთთან მოპოვებული ფრის შემდეგ ბევრს ეგონა, რომ ჯონ ვან შიპის გუნდს უბრალოდ უნდა გაენადგურებინა მეტოქე, სინამდვილეში კი აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მივიღეთ.

დებიუტში ციოლისმა მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ჩვენმა გუნდმა ავტოგოლით საჩუქარის სახით ფორა მიიღო, მაგრამ 131 წამში ჟონგლიორმა კვარაცხელიამ ცრუ მოძრაობით კვლავ ჩამოიცილა მავრიასი და გოლი გაიტანა“.

fosonline.gr: „ექვალაიზერმა კვარაცხელიამ ნაგავში მოისროლა ჩვენი იმედი, რომელიც ესპანეთთან მოპოვებულმა ფრემ მოგვიტანა. ბოლოს ქართველებს გამარჯვების მოპოვებაც
კი შეეძლოთ, მაგრამ მეკარემ გადაგვარჩინა“.

sdna.gr: „ესპანეთთან მოპოვებული ქულა ამაო ყოფილა. ავტოგოლმაც კი არ გვიშველა. ხომ ვიცოდით, რა არის ჩვენი ნაკლი. მეტოქემ კარის მისადგომები გადაგვიკეტა და გაგვგუდა“.

greekcitytimes.com: „მეკარე ვლახომიდოსმა ორჯერ საოცარი რეაქცია გამოავლინა და ისტორიაში საქართველოსთან პირველი მარცხისგან გვიხსნა“.

sport24.gr-მ აღნიშნა, რომ ესპანეთთან ფრემ ილუზიები შეუქმნათ, გრანადაში მხოლოდ ღმერთმა უშველათ, რომელმაც პენალტი მისცათ, ამჯერად კი მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ბურთზე კონტროლი დაკარგეს. კვარაცხელიამ კლასის ხარჯზე დაჯაბნა მავრიასი. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა გაცილებით უკეთ ითამაშა. ვან შიპი გუნდის გაძლიერებას ცდილობს, მაგრამ არჩევანში შეზღუდულია.

გამოცემა 43-ე წუთზე ხვიჩას დრიბლინგს იხსენებს და წერს, რომ მასპინძელთა მთელმა დაცვამ არ იცოდა, მის წინააღმდეგ როგორ ემოქმედა და ქართველთა საუკეთესო ფეხბურთელმა საბოლოოდ სამართლიანი შედეგი დააფიქსირა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ხვიჩა ნაკრების ლიდერია, მართალია პატარაა, მაგრამ ფაქტია.
ბექა
01 აპრილი 2021 17:13
0
ცენტრშიც ძლიერია ხვიჩა და ფლანგზეც, ფეხბურთის ბევრი არაფერი გესმის.
zura-ს
01 აპრილი 2021 13:14
1
ხვიჩა შეიძლება ძალიან მაგარია და მაგრამ ცენტრი და გამთამაშებელი მაინც არ არის, ფლანგის მოთამაშეა სუფთა და მისი ნომერი არის 9. 10 ნომერი არ არის. ჩაკვეც ფლანგის მოთამაშეა და ეგ არი 7 ნომერი. სისწრაფე აქვს ორივეს თან აუცილებლად ფლანგზე უნდა იყვნენ. ეგენი არიან ამწიოკებლები გამწამებლები. სუფთა ცენტრი და პლეიმეიკერი არის ჯანო 10 ნომერი, ნამდვილი დისპეჩერი. კაშიას მოთრევა თუ შეიძლება ისევ ნაკრებში ჯანოც უნდა გამოიძახონ აუცილებლად როგორც კი ათამაშდება ბათუმში
Jano10.
02 აპრილი 2021 03:40
0
მადლობა კვარაცხელიას ძალიან ტექნიკურია უნიჭიერესი. მაგრამ რატომღაც მგონია რომ ჩაკვეტაძეს უფრო მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს, ამას იმიტომ ვწერ რომ აქ ახსენეს ხვიჩას ცენტრში დაყენება. დიდი ტვირთია ყოველშემთხვევაში ჯერ. შეეშვით იფრინოს ფლანგზე და ფლანგიდან გაგვახაროს. ცენტრში პლეიმეიკერად ჩაკვეს ველოდები. კიდევ და კიდევ მადლობა ხვიჩას.
zura
01 აპრილი 2021 10:38
11
ძალიან დიდი ბოდიშით, ... მაგრამ ცენტრში პლეიმეიქერად არავინ არ უნდა იდგეს გარდა ჯანოსი, ეგ ჯანოს ადგილია და არავის არ ქონია ნაკრები ჯანოზე დიდი ინტელექტი. სულ სხვა გუნდია ნაკრები როცა ჯანო არის მოედანზე.
JanoAnanidze10.
01 აპრილი 2021 17:46
7
ის რასაც კვარაცხელია აკეთებს ჩაკვეტაძეს არ უქნია,ჩაკვეტაძე მაგარია მაგრამ კლიბშიც და ნაკრებშიც ერთდროულადიდერი არასდროს ყოფილა ლიდერი ის,აი კვაღა ორივეგან ლიდერია,კლიბშიც და ნაკრებშიც,დეტალებიგან შედგენა შედარება
ბაჩი
01 აპრილი 2021 13:34
11
ყველა გამოხმაურება
ესპანეთთან ის ფრე თქვენ კი არ მოიპოვეთ ესპანეთის თავში ზედმეტად დარწმუნების ბრალი იყო ერთი კარში დარტყმა გქონდათ ისიც პენალტი საერთოდაც 2004წლის რეჰაგელის საბერძნეთისგან ალი-კვალი არაა დარჩენილი ისე 9კუთხური მგონი პირველად მოვაწოდეთ ოჰ ვაიის და ფედერაციას როგორ გავაჩერეთ ამდენი ხანი ეგ კაცი თუ არ იყო კორუფციული გარიგება
ნოდო
01 აპრილი 2021 09:55
7
საბერძნეთი ესპანეთი არ არის რომ 95ე წუთზე გაგიტანოს და მაინც მოგიგოს. ჩვეულებრივი გუნდი არიან და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა რო ვერ მოიგეს, ჩვენ ესპანეთმა ძლივს მოგვიგო და რა გასაკვირია მაგათთან უფრო ადვილი რო იქნებოდა ფრეები რო ვუგოროთ. მაგათ თავი ვინ გონიათ თავი მართლა ესპანეთი ხო არ გონიათ
Is
01 აპრილი 2021 09:42
2
ბოსკამპის დროს იყო ეგ ზუსტად. ვუგებდით და თამაშის ბოლოს 2 ბურთი გავუშვით. აქ უბრალოდ ის არის საწყენი, ორივე ბურთი ჩვენ გავიტანეთ.
: )))))))
01 აპრილი 2021 11:06
1
ჯერ მოიცადეთ, თბილისში გაგაწყვეტინებთ ხმას, მითუმეტეს თუ გულშემატკივარი დაუშვეს. რამდენჯერ გაუმართლათ ის დათვალონ ჯობია. ესპანეთის მერე დიდ გულზე იყვნენ და ძმრად ედინათ
: )))))))
01 აპრილი 2021 09:29
0
რა დღეში არიან ხო არ წაუგიათ, ფრე იყო 1-1 რა ძმობა არ უნდათ? ფრე ადრეც გაგვიგორებია მაგათთან მაშინ უფრო ძლიერი გუნდი ყავდათ და ეხლა რატო გონიათ აპოკალფსი არ იციან ფარჩაკები რო არიან?
ოჰოჰო
01 აპრილი 2021 05:35
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული