"ამ ბიჭებმა გულშემატკივრის გული დაიბრუნეს..." - როგორი გამოხმაურება მოჰყვა ხვიჩას სუპერგოლს საქართველოში

AutoSharing Option
გუშინ, 31 მარტს, საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბერძნებმა უპირატესობა კაკაბაძის ავტოგოლის შემდეგ მიიღეს, თუმცა მალევე ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული გოლი გაიტანა და მოედანზე კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.

გთავაზობთ კვარაცხელიას გოლის შემდეგ ქართველი გულშემატკივრების რეაქციებს:

- "ამ ფეხბურთმა როგორ უნდა გადამიტანოს (იქით ბარსა, მისი ფანი ვარ) აქეთ საქართველოს ნაკრები, გამისკდა გული რა";

- "კვარაააააააააააააააა, იმენა როგორც საკუთარ ძმას, თუ ეგრე არ გბალეშიკობდე! ძალიან დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშო, ოქროს ასებით უნდა ჩაიწეროს შენი სახელი და გვარი მსოფლიოში";

-
"მეორე ქინქლაძე ეროვნულ ნაკრებში";

- "მართალია, ვერ მოვიგეთ, მაგრამ მთავარია თამაშის ხარისხი, რაც მართლა ძაან მომეწონა ეს სამი თამაშია. ბრავო სანიოლს. ნუ დაიწყებთ ეხლა მაინც წაგებულები არყ და ესეთები გუნდის შექმნას წლები ანდომებენ მწვრთნელები, საკუთარი ტაქტიკა რომ დაატყონ და სანიოლმა ფეხბურთელები, არც კი უნახავს, თვითფრინავში გაიცნო და იქ გაწვრთნა, ეგრე გამოდის. საღოლლლლ სანიოლს კიდევ ერთხელ. დროა საჭირო და მგონი დადგება კარგი გუნდი და მივაღწევთ შედეგს";

"ამ ბიჭებმა გულშემატკივრის გული დაიბრუნეს. დიდი პოტენციალია ნაკრებში. სამომავლოდ ამბიციებიც გვექნება"; 

"ბრავო კვარას. ესეთი ფეხბურთი მე ქართველის ნანახი არ მაქვს ლაივში, ამ სამ შეხვედრაში რაც ვნახე. ჩემი აზრით, ნებისმიერ ტოპ გუნდში შეუძლია თამაში. და თან წაუყვანონ გიორბელიძეც. ეგ ორი ერთად, ვფიქრობ, უძლიერეს დუეტს შექმნის";

"იბრაჰიმოვიჩ, მიიღეე საქართველოს მოქალაქეობა. არ გაოფლიანდე, პროსტა საჯარიმოში დადექი ზურგით კართან, შენ რო იცი, ზუსტად ის გვაკლია";

"პროგრესი აშკარაა! აფსუს, რა ევროპას ვმაზავთ";

"მოდით არ გვინდა კაკაბაზე გადაბრალება ყველაფრის. უბრალოდ უიღბლობა იყო, არაერთხელ დაუმტკიცებია მას, რომ ნაკრების დამსახურებული წევრია. ხვიჩა უბრალოდ საოცარია, კიტეც ძალიან მაგარი იყო და თითქმის მთელი გუნდი. შემოდგომაზე ამათ თუ ჩააკვე, წიტაიშვილი, მიქაუტაძე და ოქრი (ფორვარდად) დაემატა, მერე ჩამოვიდეს საბერძნეთიც და შვედეთიც. კოსოვოზე აღარაფერს ვამბობ. მოკლედ, პროგრესი იგრძნობა და ესაა მთავარი";

"ყველა ყოჩაღ. მაგრამ ვიტყვი ერთს. ქვილითაიას და ზივზივაძის ბრალი არაა, რომ ვერ თამაშობენ ნაკრებში, უბრალოდ არასოდეს საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა,  რომ თავდასხმაში ტანმაღალ კლასიკურ ცენტრალურ ფორვარდს ეთამაშა პროდუქტიულად ნაკრებში.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ დაჟე ბერიძე ბევრად პროდუქტიული იქნებოდა";

"ეს უნდა იყოს რუბინში და ვინისიუსი რეალში?!"

"ნუუუუ, უყვარს გუუუულს ეს ბიჭიიიიი";

"ავტოგოლი ეს შემთხვევითობაა, ყველაზე მეტად ისევ მას სწყდება გული, გამხნევება უნდა ამ დროს კარგი გულშემატკივრისგან და არა ღლიცინი, მადლობა ბიჭებს".

მკითხველის კომენტარები / 14 /
აშკარად იგრძნობოდა ყოველი თამაშის მერე პროგრესი.წარᲛოიდგინეთ კვარას მეორე ფლანგზე წიტაიშვილი რომ დაემატება და ჩაკვე.რა ნახევარდაცვა გვეუოლებᲐ,რა სწრაფი.არ შემიძლია არ ავღნიშნო ორი ვეტერანის,კაშიას და კანკავას თამაში.ნამდვილი ლიდერები ხართ ბიჭებო.აბა წარმატებები
კახა ქ.
14:33 01-04-2021
0
ბატონი სანიოლი მართლაც, რომ ოპტიმალური ვარიანტია ჩვენს მდგომარეობაში მყოფი გუნდისათვის. ჯერ ერთი, დიდი ფეხბურთი აქვს ნათამაშები. მეორე, კარგი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. მასამე, ახალგაზრდაა და დიდ ფეხბურთში დამკვიდრება უნდა, ანუ არ ჰგავს ჩვენი ნაკრების იმ ჩვენი ნაკრების იმ ყოფილ მწვრთნელს პენსიაზე გასვლის წინ, ფულის გამოსამუშავებლად რომ ჩამოიყვანა ახალკაცმა (შვილმა). ვულოცავ ბატონ სანიოლს და ყველა გულშემატკივარს იმ საიმედო კონტურების გამოჩენას, რომელიც დიდ გამარჯვებამდე მიგვიყვანს.
ჟორა გაბრიჭიძე
11:12 01-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული