2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ჩვენი გუნდის მხრიდან ავტოგოლი ოთარ კაკაბაძემ ჩაიწერა, გამათანაბრებელი გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
აღსანიშნავია გურამ კაშიას მოქმედება ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალედ გატანილი ბურთის შემდეგ.
მან ავტოგოლის გამტან კაკაბაძესთან მიირბინა და ის გაამხნევა, რაც ძალიან დასაფასებელი საქციელია.