დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში იმისთვის, რომ შედეგი მოვიდეს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის 3 შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს გუნდში, რათა ის მცირედი ხარვეზები, რაც თამაშის დროს ჩნდება, აღმოიფხვრას?

შეგახსენებთ, მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 64 /
ვფიქრობ სწორი ბზა აქვს არჩეული ახალ მწვრთნელს, სავარაუდოდ ის ადგილობრივ ჩემპიონატში მოძებნის ძირითად რესურსს და ლეგიონერებიდან დაიმატებს იმათ, ვინც იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში იქნება. ასეთი მიდგომა ორმხრივ სასარგებლო იქნება, ადგილობრივ კადრებსაც მისცემს მოტივაციას და აუცილებლად აამაღლებს ეროვნული ლიგის დონეს, ასევე უფრო მოტივირებული გახდის ლეგიონერებს და შედეგად მივიღებთ მაღალი კონკურენტუნარიანი დონის ფეხბურთელებს, რაც თავის მხრივ ნაკრების თამაშის ხარისხზე აისახება.
ამბოკარი
21 აპრილი 2021 05:32
0
ძირითადი ბირთვი უნდა მომზადდეს ადგილზე.უმაღლესი ლიგის ფეხბურთელებიდან ინტენსიურ რეჟიმში
თაზო
02 აპრილი 2021 18:16
0
თუ ყველა თამაშზე ესე იბრძოლებენ ფორტუნა ზურგს აღარ შეაქცევს
დათო
02 აპრილი 2021 16:00
0
მეტი მოძრაობა
oto
02 აპრილი 2021 14:44
0
სტატისტიკურად ბოლო წუთებზე გვიტანენ მე ვფიქრობ რომ მთელი ყურადღება ბოლო წუთებზე უნდა გადავიტანოთ რომ შეცდომა არ დაუშვათ დაცვაში.
დავით
02 აპრილი 2021 13:03
0
ნაკრებში არაფერი უნდა შეიცვალოს, მწვრთნელი და სამწვრთნელო შტაბს უნდა მიეცეს მუშაობის უფლება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ვაიის რასაც უკეთებდნენ ჟურნალისტები და ქომაგები ბუდუ ზიბზიბაზის გამო, ეგ იყო სამარცხვინო. თუ ვერ დადებს სანიოლი შედეგს უნდა გაათავისუფლო მაგრამ შენ აქიდან ტაქტიკა უგეგმო და დემეონსტარაციულად პრენსკოფერენცია ჩაშალო იმის გამო რომ ვიღაცა გამოიძახა და ვიღაცა არა, არაა სწორი. აი ფედერაციაში კი ბევრი რამეა შესაცვლელი, კარგი ფეხბურთელობა კარგ მენეჯერობას არ ნიშნავს, ფედერაციაში მომუშავეებს ბევრად მეტი ცოდნა მოეთხოვება მენეჯმენტში, მარკეტინგში, ფინანსების მართვაში, პროექტების მართვაში ვიდრე უბრალოდ კარგი ფეხბურთელის კარიერაა.
semi
02 აპრილი 2021 12:29
0
გუნდში სასწრაფოდ შესაცვლელია ლორია და ქვილითაია. ჩაანაცვლეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებით და მოგვარდება ძირითადათ პრობლემა...ჰო კიდე, აუტის მოწოდება ისწავლეთ!
ფეოლა
02 აპრილი 2021 09:37
0
ქვილოზე გეთანხმები ,მარა ლორიასთან რაღა გინდა?თუ ესპანეთთან ცოტა წინ რომ იდგა და გაუშვა მაგაზე ამბობ?ისე სხვათაშორის ნოიერიც უშვებს ხანდეხან მასეთ ლაპსუსებს ,მაგრამ მის შეცვლას არავინ არ ითხოვს ...ლორია კარგად დგას დღესდღეობით და მამარდა იქნება მისი შემცვლელი ...
ემზარ
03 აპრილი 2021 22:25
0
კარგი გამტამაშებელი გვინდა და ცენტრფორვადი ხო გვინდა და გვინდა. დანარჩენი მეტ ნაკლებად ნორმალურია. ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი და მიქაუტაძე რო იქნებიან ფორმაში აი მერე უნდა ვაჩვენოთ მართლა ჩვენი ძალა ყველას. ნაკრებს 3 თამაშში ასე მოემატებინოს და გასვლაზე 9 კუთხური ასეთი რამ არ გვახსოვს არავის. ჯერ ჯერობით ბრავო სანიოლს 7 დღეში გარდაქმნა გუნდი.
ქართველი
02 აპრილი 2021 09:01
0
კარგი ცენტრ ფორვარდი გვინდა... ქვილითაიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან ნელია და ძაან მძიმედ მოძრაობს...
ტორპედოელი
02 აპრილი 2021 02:43
0
მოედანზე მოსაგებად უნდა გავიდეთ! არააქვს მნიშვნელობა კოსოვოა თუ ბრაზილია ფინალია თუ ამხანაგური, სპორცმენი უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს!
დროა მეკარე ვიპოვოთ ახალგაზდა ვინც თამაშში იქნება ჩართული და მოკლე პასის გაკეთება შეეძლება,
ლორიას სეივს აზრი არააქვს ბურთი ვერ ამოაქვს და ამიტომაც ბოლო წუთებში დანარჩენი 10 ფეხბურთელი გახეულია შუაზე უაზროდ ატანის გამო, ამას მარტო მე ვაჩნევ????
და გვიკვირს ბოლო წუთებში არ გვიმართებსო!
ჩორნა
02 აპრილი 2021 00:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული