დააფიქსირეთ თქვენი აზრი, რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში იმისთვის, რომ შედეგი მოვიდეს?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის 3 შეხვედრაში კარგი თამაში აჩვენა, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს გუნდში, რათა ის მცირედი ხარვეზები, რაც თამაშის დროს ჩნდება, აღმოიფხვრას?

შეგახსენებთ, მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 64 /
ძალიან ბევრი რამე. ყველაფერი. ეხლა აზრი არა აქვს ლაპარაკს ჯერ კიდე უნდა იტეხოთ კისერი
Bevri.
01 აპრილი 2021 23:42
2
პირველ რიგში ტრამვები არუნდა ქონდეთ ბიჭებს და სათამაშო პრაქტიკა ვუსურვოთ... ამის მერე კი ლოჩოშვილის უგულველყოფა არ შეიძლება... კოხრეიძე კირკიტაძე არაბიძე დავითაშვილი ხარაიშვილი ივნისში უნდა გამოიძახონ და ნახოს ვილიმ საქმეში როგორ ითამაშებენ.... ასევე იმედი მაქვს მიქაუტაძე რომ გაამართლებს იმედებს.. წიტას ველოდები ივნისის თამაშებზე... და ლორია უნდა შეიცვალოს ყველა ვარიანტში თუ ახალ გუნდს ვაკეთებთ დააყენონ და შეაჩვიონ ნაკრებს მამარდაშვილი. ხოჭოლავაც უფრო სოლიდურს გახდის უკანა ხაზს
რომა
01 აპრილი 2021 22:44
0
კი ნინუა უეჭველი მაგრამ ჯერ პაოკში უნდა ქონდეს სისტემატიურად სათამაშო პრაქტიკა... მასავით უნაკლოდ საჯარიმოს ვერცერთი ქართველი ვერ ასრულებს.....
რომა
02 აპრილი 2021 14:51
0
დანარჩენების რა გითხრა მარა ნინუა არა?
ბაჩი
02 აპრილი 2021 01:59
0
შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ და ფეხბურთიც რაგბიში არ მერევა, მაგრამ აუტებზე ნამდვილად უნდა იმუშაოს ჩვენმა ნაკრებმა, აუტის მოწოდების დროს აზრზე არ არიან რა უნდა ქნან :( 99%-ს ჩვენ აუტებიდან მეტოქეს ვაბარებთ ბურთს :( არაა, ეს უმნიშვნელო დეტალი!
feola
01 აპრილი 2021 18:49
0
ჩემი აზრით ბიჭებმმა უნდა გამოასწორონ, ფსიქოლოგიური მიდგომა, როცა ძლიერ მეტოქეს უპირისპირდებიან, ასეთი წნეხისგან უნდა გათავისუფლდნენ. მითუმეტეს თამაშიდან თამაშამდე, აშკარად აუმჯობესებენ სათამაშო ხარისხს. ბიჭებო, თუ მოინდომებთ, არავისზე ნაკლებები არ ხართ!
ნონა
01 აპრილი 2021 18:46
0
ფეხბურთისადმი მიდგომა.
გრიგოლი1408
01 აპრილი 2021 18:16
0
პირველი და ყველაზე მთავარი- ლუზერის ფსიქოლოგია არის მოსაშორებელი.ყველა მატჩში- მხოლოდ გამარჯვება. მიზანი უნდა იყოს ყველაზე მაღალი(ჯგუფიდან გასვლა). ვინც არ ეთანხმება, წავიდეს ნაკრებიდან. ფრეზე რომ ფეხბურთელი კმაყოფილი ხარ, ეს არის არაპროფესიონალიზმი და მარაზმი. ვერ მიაღწევ მიზანს? მოდი იმაზე კი არ იფიქრო, რომ აი რთული ჯგუფი იყო და ა.შ. არა იმაზე იფიქრე, რომ სად მჭირდება გაძლიერება, რომ ამ რთული ჯგუფიდან გავიდე? სად რა დავაკელი რომ შედეგი ვერ დავდე? და კიდევ ერთი- სანამ ხალხი კმაყოფილი იქნება წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთი- არაფერი შეიცვლება. სულ იქნება მომავლის გუნდის შენება და ეს მომავალი კი არასოდეს დადგება.
ოტტო
01 აპრილი 2021 17:52
0
ვა უკვე დაიწყეთ? აცალეთ იმ პატიოსან კაცს ცოტა
ჯონდო
01 აპრილი 2021 17:23
2
როგორც იქნა ნაკრებში კარგი ცენტრალური მცველები გვყავს. საიმედოები და ძლიერები. შეტევის განლაგებას ჭირდება დამუშავება. ის რა განლაგებაც გვაქვს დაცვაში, აუცილებელი არ არის იყოს შეტევის დროს. ცენტრალური მცველები იმიტომ ვახსენე, რომ თავისუფლად შუძლიათ პოზიციური შეტევის დროს ორი კაცით დარჩნენ უკან. ამის ნიჭიც აქვთ და გამოცდილებაც. გვილია,აბურჯანია, კვეკვესკირი და სხვა ცენტრალური ნახ.მცველები წინ მეტად გაბედულად უნდა მიდიოდნენ. ასე სიტყვიერად ვერ ავხსნი პლუს არ ვარ პროფესიონალი ამ საქმეში მაგრამ ვუყურებ რამოსის მოქმედებებს დაცვის უკანა ხაზიდან შეტევაში, ვუყურებ ბუსკეცს, როგორ და სად დგას, ვაკვირდები დეიონგს, როგორ რჩება უკან და აქედან გამომდინარე გამიჩნდა ეს აზრი. ბურთს ყველა იჭერს უკანა ხაზში, დანარჩენი წინ ყველა მოძრაობს გასახსნელად. აღარ არსებობს მოედნის ცენტრი დღეს. ბურთი ან უკანა ხაზშია ან მეტოქის საჯარიმოში.
მიხეილი
01 აპრილი 2021 17:03
1
ესპანელებთან მატჩის შემდეგ გამიჩნდა იდეა: საქართველოს ნაკრებმა ვარჟიშები ჩაატაროს 20 წლამდე ასაკის ფეხბურთელებთან, რომელთა რაოდენობა მოედანზე (მეკარის გარდა) იქნება 15. შეხვედრები ნაკრებმა ყოველ ჯერზე ჩაატარონ ახალ გუნდებთან
გელა
01 აპრილი 2021 16:51
1
პირველ რიგში ფიზ მომზადება, სისწრაფეზე ორიენტაცია,მეტი ამხანაგურები და რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის გასინჯვა და შანსის მიცემა..
სულო
01 აპრილი 2021 16:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული