"მისთვის გართობა ფეხბურთის მოედანი და ბურთი გახლავთ..." - გავიხსენოთ, როგორ შეაფასეს ხვიჩა ბერძნებმა

AutoSharing Option
მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას კარგ თამაშს მშვენიერი გამოხმაურებაც მოჰყვა. გავიხსენოთ ბერძნული მედიის შეფასება პირველი მატჩის (1:1) შემდეგ:

"20 წლის ქართველი, რომელიც მთელი გულით თამაშობს, შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ლიონელ მესის შემდეგ საუკეთესო დრიბლიორი. მეტიც, ევროპაში ქართველ მესის ეძახიან" - ასე ეხმაურება ხვიჩას ბერძნებთან პირველ თამაშს ადგილობრივი ჟურნალისტი სოტირის მილიოსი.

"რეალურად, მისი ზედმეტსახელი "ჯადოქარი" და "მოცეკვავე" გახლავთ. ხვიჩა თვითნასწავლი არტისტია, რომელსაც უყვარს იმპროვიზაცია. მისი თითოეული დრიბლინგი სხვას არ ჰგავს. ყოველ ჯერზე, როდესაც მის წინ მოწინააღმდეგე დგას, ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს ტილოზე
ნახატს ხატავდეს. ყველაფერი ავტომატურად კეთდება, არანაირი ფიქრი არ სჭირდება. წარმოიდგინეთ, ის არც კი ნერვიულობს. მის თამაშს დიდებულს მისივე თავისუფლება ქმნის, მოულოდნელი და იმპროვიზებული. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ბურთს მიიღებს, სუნთქვა ნელ-ნელა ჩერდება, მისი წარმოსახვა კი "ველურდება". ის გასაოცარი ფეხბურთელია.

მისი აღნაგობა მესის სიმაღლეს არ ჰგავს. ხვიჩა საკმაოდ მაღალია (1.83 მეტრი). გრძელი ფეხები და ტანი ქართველს წონასწორობასა და სისწრაფეში ეხმარება. მისი შესაძლებლობა ზღვარს მიღმაა. მოწინააღმდეგემ იცის, რომ კვარაცხელია მის წინააღმდეგ აუცილებლად დრიბლინგს ცდის. ამიტომ ისინი ანტიდოტს ეძებენ. თანამედროვე ფეხბურთის ღმერთს, ლიონელ მესის, თამაშში საშუალოდ 4.3 დრიბლინგი აქვს. ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა "ვულვზის" ერთ-ერთი ლიდერი ადამა ტრაორე. რაც შეეხება ხვიჩას, შეხვედრაში საშუალოდ 3.7 დრიბლინგს ახორციელებს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეროვნულ ნაკრებში კვარაცხელია კიდევ უფრო ძლიერია. ბოლო 5 შეხვედრაში ქართველმა მეტოქეს ზურგი 25-ჯერ შეაქცია, რაც მართლაც რომ შესანიშნავი მაჩვენებელია. წარმოიდგინეთ, ესპანელების მცველებმაც კი ვერაფერი მოახერხეს... ის უდავოდ უნიჭიერესია.

ხვიჩას ხმაურიანი კარიერა საქართველოს 17-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში დაიწყო, როდესაც 20 თამაშში 15 გოლი გაიტანა. ამას თბილისის "დინამოში" დებიუტი მოჰყვა. იმ პერიოდში "კვარა" სულ რაღაც 16 წლის იყო, შემდეგ კი "რუსთავის"  გუნდში გადაბარგდა, სადაც მთავარი მწვრთნელი მისი მამა, ბადრი კვარაცხელია იყო. ახალგაზრდა ტალანტით თავის დროზე მიუნხენის "ბაიერნი", ამსტერდამის "აიაქსი" და დონეცკის "შახტარი" დაინტერესდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ადრეულ ასაკში ფეხბურთელმა რუსეთს მიაშურა, კერძოდ, მოსკოვის "ლოკომოტივში" იჯარის წესით გადავიდა, სადაც გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც 2000 წლის შემდეგ დაიბადა და რუსეთის პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

2019/20 წლების სეზონში ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. იმავე სეზონში საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ახლა კი ის იქ, საკუთარ ქვეყანაში გაღმერთებულია.

სანამ კვარაცხელია ევროპის 5 საუკეთესო საფეხბურთო ლიგაში გადავა, ყაზანის "რუბინში" ასპარეზობს. მისთვის გართობა ფეხბურთის მოედანი და ბურთი გახლავთ. არ ჰყავს მანქანა, არ სვამს, არ ეწევა და სოციალური ქსელის ვარსკვლავიც არ არის, რაც კიდევ უფრო დასაფასებელია.

კვარაცხელიას საყვარელი გუნდი მადრიდის "რეალი" გახლავთ, არა მხოლოდ რონალდოს, არამედ "თეთრების" დომინანტობის, კლასისა და გენიოსობის გამო".



მომზადებულია sdna-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 26 /
უდიდესი სიამოვნებით და სიამაყით ვკითხულობ, უცხოელი საფეხბურთო ჟურნალისტების თუ ანალიტიკოსების მიერ, ასეთ მაღალ შეფასებას ჩვენს მარგალიტზე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც სხვაც, აბსოლიტურად მიუკერძოებლად აღიარებს უცხო ქვეყნის სპორცმენის, უდიდეს, ღვთისაგან ბოძებულ ნიჭს! კიდევ ერთხელ უდიდესი წარმატებები ჩვენს მარგალიტს!
ვახო...
01 აპრილი 2021 18:04
0
მარგალი-ტი
ბაჩი
01 აპრილი 2021 18:54
12
აჰა ესეც ქართველი ჟურნალისტები არიან?
ლშა
01 აპრილი 2021 17:55
2
20 წლის გახდა ახლახანს ეს ბიჭი, აცალეთ არ ჭირდება ქართველი მესი, მეგრელი რონალდო და მაგავსი რაღაცეები. წარმოდგენაც არგაქვთ რა რთულია მისთვის როცა ყველა თვალი შენ გაკვირდება და ყველა შენზე საუბრობს. ეს ბიჭი არარის საფრანგეთიდან ან ესპანეთიდან სადაც ვარსკვლავების ცვენაა, ქართველია ქართველი. თქვენი თავი წარმოიდგინეთ როცა ყველაფერი ერთ ბიჭზეა აკიდებული. თავისას შებერავს ეს ბიჭი და არგვინდა ბევრი პასუხინსგებლობის დაკისრება
Eii
02 აპრილი 2021 00:02
7
წარმატებები ხვიჩა, ესე გააგრძელე.
ბესო
01 აპრილი 2021 22:42
0
"არ სვამს და არ ეწევა" - განსაკუთრებით მნიშვნოლოვანი ინფორმაცია იყო ))))))
SL
01 აპრილი 2021 17:04
3
კი განსაკუთრებული ინფორმაციაა. მაშინ მეც ფეხბურთს ვთამაშობდი და ძალიან მომწონდა გოგიტა გოგუა ერთხელაც ვნახე მანქანაში იჯდა და ეწეოდა ისე გამიტყდა და გამიკვირდა რო მეტი ატ შეიძლება:( მერე კიდე უკვე მოსაწევსაც ვეწეოდი "წარმატებულ" ფეხბურთელებთან.
ბოკინიო
01 აპრილი 2021 21:45
3
ბატონო ჟურნალისტო ერთიც ფსგსვიწყდა ბაზაზე ცხოვრობს
გიორგი
01 აპრილი 2021 17:37
1
მართლა ჟურნალისტი
ss
02 აპრილი 2021 15:45
2
კვარა ისეთი ტალანტია, ყოველთვის იქნება მისგან დიდი მოლოდინები. სხვა გზა არ აქვს, უნდა შეეგუოს და ამისგან უნდა აიცრას. ამას დიდი ფსიქოლოგიური ძალა სჭირდება და თუ გაუმკლავდება ამ ზეწოლას, უძლიერესი იქნება! მე მჯერა რომ შეძლებს! პ.ს. მესისაც უჭირს არგენტინელი ჟურნალისტების და საზოგადოების მოლოდინებთან გამკლავება.
ქუთაისელი
02 აპრილი 2021 12:51
1
შეეშვით ამ ბიჭს შეეშვიიიიიიიიით!
c
02 აპრილი 2021 12:35
7
ეს კაცი სტატიაში ხვიჩას ნურიევისა (რუდოლფ ნურიევი - ბალეტის გენიოსი) და ვასილის ხაძიპანაგისის ნარევს უწოდებს. ვნახე ვიდეო ხაძიპანაგისის - სუპერ გენიოსია, სუპერ გენიოსი! რატომ არ ვიცოდი? მადლობა ამ ჟურნალისტს! ნახეთ ვინ იყო ხაძიპანაგისი და დამეთანხმებით
ნიკა
28 აპრილი 2021 17:50
1
ხაძიპანაგისი,საბჭოთა კავშირში დაიბადა და ტაშკენტის პახტაკორში თამაშობდა.ძალიან ენერგიული,მწვავე ბიჭი იყო და ტაშკენტელი გულშემატკივრები გუგუნებდნენ ხოლმე,ბურთს რომ მიიღებდა.მერე საბერძნეთში გადავიდა.სპორტული პრესა,ზოგჯერ იხსენიებდნენ ხოლმე და ვიცი,რომ ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახდა,თუმცა საბერძნეთის ნაკრებიდან,ის არ მახსოვს.არც არავინ თვლიდა მაშინ საბერძნეთს, სათვალავში.
სოსო
12 მაისი 2021 16:53
0
მაგარი იყო და იმიტომ დაიკარგა რომ საბჭოთა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის გამო უფლება არ ჰქონდა ეთამაშა საბერძნეთის ნაკრებში მაშინ ასეთი წესები იყო ! ძალიან კარგი გუნდები ეპატიჟებოდნენ “ლაციო”, “არსენალი” "ბავარია" "ვალენსია" მაგრამ რაღაცამ შეუშალა ხელი ამბობენ იმ დროს საბერძნეთში გადატრიალების დროს მოსული შავი პოლკოვნიკების რეჟიმთან ქონდა გართულებაო (საბჭოთა ადამიანად თვლიდნენ ტაშკენტში რომ დაიბადა და გაიზარდა) და ამის გამო ვერ წავიდაო უცხოეთში სხვათა შორის 1970 ან წლებში გამოვიდა კარგი უზბეკური ფილმი მგონი სიყვარული ერქვა თუ რაღაცა ასეთი და იმ ფილმში არის პატარა ისტორია ბერძენ ბიჭზე საბერძბეთში რომ გადავიდა საცხოვრებლკად და იქ დაააპატიმრა ხუნტამ და ბევრი ამბობდა რომ იმ ბიჭის პროტოტიპი იყო ვასილის ხაძიპანაგისი !
zura222
10 დეკემბერი 2021 08:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული