მეტი ტოლერანტობა - გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ოთარ კაკაბაძეს!

AutoSharing Option
საბერძნეთთან მატჩის 75-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ უწყინარ სიტუაციაში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელი გაემხნევებინათ, კრიტიკის ობიექტად აქციეს.

ასეთი უიღბლობისგან არავინაა დაზღვეული, ავტოგოლი ოთარზე გაცილებით უფრო დიდ ფეხბურთელებს გაუტანიათ და არ შეიძლება მას ლამის ისე მოვექცეთ, როგორც ანდრეს ესკობარს კოლუმბიელები.

კაკაბაძის ეპიზოდი რომ განვიხილოთ, საკუთარ კარში გატანილი ბურთი დასანანი იმიტომაცაა, რომ მეტოქისგან იმ მომენტში მოსალოდნელი  არანაირი ხიფათი არ ჩანდა. ასეთ დროს მოთამაშე ხანდახან ბოლომდე ვერ აფასებს სიტუაციას და
თანაგუნდელების, უპირველესად მეკარის სწორი კომუნიკაცია სჭირდება. ერთხელაც უნდა აღინიშნოს,  რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, შესაბამისად, ჯოხის ერთ ფეხბურთელზე გადატეხვა მართებული არ არის.

მით უმეტეს ოთარმა რამდენიმე დღით ადრე ესპანეთთან ჩინებულად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. „სპორტალი“ აღნიშნავდა, რომ ასეთი დონის მცველი სეგუნდა დივიზიონზე უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშს იმსახურებს, მაგრამ ზოგიერთ ქართველ ქომაგს ყველაფრისთვის ერთი ხელის მოსმით  ხაზის გადასმა შეუძლია და მათთვის თანადგომა და ტოლერანტობა მიუღებელია.

ოთარის თამაშს ვასილ მაისურაძის 17 წლამდელთა ძალიან კარგი ნაკრებიდან მოყოლებული ვადევნებთ თვალს. იგი პატივისცემას იმის გამოც იმსახურებს, რომ მოედანზე არ ცნობს ავტორიტეტებს, ყველასთან  ბოლომდე იხარჯება და არ უშინდება სირთულეებს. არის მომენტები, როცა გარკვეული იმედგაცრუება გაძლიერებს, უფრო პროდუქტიულს გხდის, იქნებ კაკაბაძისთვის ასეთი მომენტი დადგეს.

ის უდავოდ ნიჭიერია, 25 წლისაა, ეს კი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკია, ყველაფერი წინ აქვს, როგორც იქნა „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ვუთხრათ -  სირთულეების გადალახვა და უკეთ თამაში შეგიძლია, ეს უნდა მოახერხო, რამეთუ ეს შენ და საქართველოს ნაკრებს სჭირდება და ყველა ჭეშმარიტი ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ წარმატებას გისურვებს!

altბრავო, გურამ! - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა... რა გააკეთა კაშიამ კვარაცხელიას გოლის შემდეგ (ფოტო)

altკაკაბაძემ marca-ს ხეტაფეში საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევა გაახსენა


მკითხველის კომენტარები / 43 /
ერთადერთი ავტოგოლი გავიტანეთ თან ქულა ავიღეთ, ადრე ერთ კარში გვიჭირდა ეხლა ორივეში გავიტანეთ და მაინც შენს გვერდით ვართ, სანთლით საძებარი მოგება დავკარგეთ და ჩვენ რის ხალხი ვართ ეგ რომ დაგაბრალოთ, გვიყვარხარ, ჩვენ ერთი გუნდი ვააართ....
აჩი***
03 აპრილი 2021 00:45
0
რათქმქუნდა მხარდაჭერას უცხადებ, არ მეგულება ადამიანი ვინც სხვანაირად ფიქრობს. ოთარ გააგრძელე ზრდა და განვითარება, ძალიან გვჭირდები!
გიონატ
03 აპრილი 2021 00:44
0
ბედს რა ვუთხარი, იქ გაეტანა ავტოგოლი სადაც უეჭველი ვაგებდით. ამან უბრალოდ მიგებული თამაში გააფუჭა და მაგიტო გავმწარდი....
თემო
03 აპრილი 2021 00:33
0
ყველაზე მეტად ეს შეცდომა ოთარმა განიცადა და მომხდარის ყოველდღიურად შეხსენება მიუღებლად მიმაჩნია. ასეთი იყო უფლის ნება, რომ ეპიზოდი ასე დამთავრებულიყო, ჰოდა ვისაც ფეხბურთი თუ არ უთამაშია, სტადიონზე არ უვლია, სავარძლიდან უყვარს ფეხბურთია ყურება, იმ ხალხმა შესაძლოა ნაკრებიდან მოკვეთაც მოითხოვონ, მაგრამ ფეხბურთზე ცოტა წარმოდგენა რომ აქვთ, ის ხალხი არასოდეს გაკიცხავს...კალაძეს დღესაც ახსენებენ მისთვის კარიერაში უმძიმეს მომენტს.
emigranti
03 აპრილი 2021 00:26
0
არაფერი განსაკუთრებული, ყველას მოსვლია.
არც ისაა განსაკუთრებული რომ გულშემატკივრის 0.001% გამოჩნდა ისეთი, რომელიც ასეთ კომენტარებს წერს. არაფერია, შემდეგ თამაშებში გაიხარებს ოთო და გულშემატკივარსაც გაახარებს...
დავითი
03 აპრილი 2021 00:20
1
სრული მხარდაჭერა! საუკეთესო მარჯვენა მცველია ნაკრების ისტორიაში!
კახა
03 აპრილი 2021 00:14
2
რა ტოლერანტობაზეა ლაპარაკი - მაგარი ფეხბურთელია კაკაბაძე. უმაღლეს დონეზე ჩაატარა ესპანეთთან თამაში. საბერძნეთთან ოდნავ გადაღლილი ჩანდა. სპორტში ხდება ეგეთები. არავის მოუსმინო, ვისაც სპორტის არაფერი ესმის!!! წარმატებები შენც და იმ ნაკრებსაც, რომელმაც წუთნახევარში გამოასწორა შენი შეცდომა!!!
გიორგიპირველი
03 აპრილი 2021 00:05
1
ოკ კარგით რა ოთარის სულ ერთადგილას ჰკიდია იმ ვიღაც ინტრიგა ენის წკმუტუმი ,, დაიღლებიან და მოკეტავენ, რაც ან სამ თამაშში ნაკრებისთვის ირბინა და იშრობა იმდენი ჯაფა შვილის მიმართ ექნება ზოგიერთებს , ნუ უშლით ნერვებს მსგავსი ხალხის კომენტარების გარჩევით.
Ivo
02 აპრილი 2021 23:51
0
სამწუხარო და ცუდი მომენტი იყო რომელსაც ალბათ შენც ვერ ხვდები ოთარ. არაუშვს, ყველაფერი ხდება. შენს ჟილკას და მონდომებას რომ ვუყურებ ნაკრებში მჯერა ორმაგი შემართებით გამოხვალ.
მინდია
02 აპრილი 2021 23:43
0
ოთარ კარგი კაცი და კარგი ფეღბურთელი ხარ, მაგრამ არ გეწყინოს და კალაძეზე მაგარი გოლი ვერ იყო.
ლუკა
02 აპრილი 2021 23:18
2

სიახლეები პოპულარული