მეტი ტოლერანტობა - გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ოთარ კაკაბაძეს!

AutoSharing Option
საბერძნეთთან მატჩის 75-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ უწყინარ სიტუაციაში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელი გაემხნევებინათ, კრიტიკის ობიექტად აქციეს.

ასეთი უიღბლობისგან არავინაა დაზღვეული, ავტოგოლი ოთარზე გაცილებით უფრო დიდ ფეხბურთელებს გაუტანიათ და არ შეიძლება მას ლამის ისე მოვექცეთ, როგორც ანდრეს ესკობარს კოლუმბიელები.

კაკაბაძის ეპიზოდი რომ განვიხილოთ, საკუთარ კარში გატანილი ბურთი დასანანი იმიტომაცაა, რომ მეტოქისგან იმ მომენტში მოსალოდნელი  არანაირი ხიფათი არ ჩანდა. ასეთ დროს მოთამაშე ხანდახან ბოლომდე ვერ აფასებს სიტუაციას და
თანაგუნდელების, უპირველესად მეკარის სწორი კომუნიკაცია სჭირდება. ერთხელაც უნდა აღინიშნოს,  რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, შესაბამისად, ჯოხის ერთ ფეხბურთელზე გადატეხვა მართებული არ არის.

მით უმეტეს ოთარმა რამდენიმე დღით ადრე ესპანეთთან ჩინებულად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. „სპორტალი“ აღნიშნავდა, რომ ასეთი დონის მცველი სეგუნდა დივიზიონზე უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშს იმსახურებს, მაგრამ ზოგიერთ ქართველ ქომაგს ყველაფრისთვის ერთი ხელის მოსმით  ხაზის გადასმა შეუძლია და მათთვის თანადგომა და ტოლერანტობა მიუღებელია.

ოთარის თამაშს ვასილ მაისურაძის 17 წლამდელთა ძალიან კარგი ნაკრებიდან მოყოლებული ვადევნებთ თვალს. იგი პატივისცემას იმის გამოც იმსახურებს, რომ მოედანზე არ ცნობს ავტორიტეტებს, ყველასთან  ბოლომდე იხარჯება და არ უშინდება სირთულეებს. არის მომენტები, როცა გარკვეული იმედგაცრუება გაძლიერებს, უფრო პროდუქტიულს გხდის, იქნებ კაკაბაძისთვის ასეთი მომენტი დადგეს.

ის უდავოდ ნიჭიერია, 25 წლისაა, ეს კი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკია, ყველაფერი წინ აქვს, როგორც იქნა „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ვუთხრათ -  სირთულეების გადალახვა და უკეთ თამაში შეგიძლია, ეს უნდა მოახერხო, რამეთუ ეს შენ და საქართველოს ნაკრებს სჭირდება და ყველა ჭეშმარიტი ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ წარმატებას გისურვებს!

altბრავო, გურამ! - მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა... რა გააკეთა კაშიამ კვარაცხელიას გოლის შემდეგ (ფოტო)

altკაკაბაძემ marca-ს ხეტაფეში საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევა გაახსენა


მკითხველის კომენტარები / 43 /
მეტი მუშაობა საკუთარ თავზე და ყველაფერი კარგად იქნება, მაგალითი სულ ახლოს გყავს კვარას სახით, რომლის ფანტასტიური თამაში სწორედ ვარჯიშის შედეგია.
კაკაბას
03 აპრილი 2021 13:34
0
არაუშავს კაკაბაძე ყველაფერი წინ გაქვს უფალი გფარავდეს!!!!! მალე ტოპ გუნდში გეთამაშოს და მიგეხწიოს წარმატებებისთვისს წინ კაკაბაძე ეგ არაფერიი შენ რო არ გაგეტანა საკითარ კარებში შესაზლოა სხვას გაეტანა ლოგიკური შედეგი იყო 1-1 შენიი ბრალეულობა არაფერში არაა დამიჯერე წინ კაკაბაძე უფალი გფარავდეს!!!!!!!!!!
ბრავო კვარა
03 აპრილი 2021 12:30
0
რა თქმა უნდა ლანძღვა დაუშვებელია, მაგრამ კრიტიკა აუცილებელია. ობიექტურად კაკაბაძე ძალიან სუსტი მცველია. დააკვირდით როგორ გააქვს გოლი, მარჯვენა ფეხს ხმარობს იქ სადაც მარცხენით იყო საჭირო და ლოგიკურიც თამაში, არა კარისკენ გაშვება, არამედ კარიდან ცენტრისკენ ბურთის გატანა. ეს ნიშნავს კაკაბაძე "ცალფეხა" ფეხბურთელია და ტექნიკაში მოიკოჭლებს. ასევე მოიკოჭლებს საფეხბურთო აზროვნებაში, რადგან პოზიციის არჩევისას უნდა ცოდნოდა რა ხდებოდა მის ზურგს უკან. მას კი დაკარგული ქონდა ეს აღქმა. შეტევაშიც ქარაქუცობს და ამის გამო ბევრჯერ სახიფათო კონტრებს ვიღებთ. მაკედონიასთან გოლი სწორედ მისი ფლანგიდან წამოსულ გარღვევას მოჰყვა. ზოგადად სუსტია და არაა სანაკრებო დონის.
ირაკლი
03 აპრილი 2021 09:24
6
პოზიციაც არასწორი ეკავა, მაგ დროს მარცხენა ფეხით უნდა გამოეტანა ან თუ ცალფეხაა კარისკენ გვერდულად მაინც უნდა მდგარიყო. თუ ყველაფერი უნდა ეპატიოს ფეხბურთელს, მაშინ მე მათამაშეთ და მერე მაპატიეთ.
გელა
03 აპრილი 2021 11:38
2
გამოვიდეს და გულშემატკივართან გააკეთოს კომუნიკაცია, ხალხმა უნდა იგრძნოს რომ თვითონაც წუხს თოერემ ისე გამოუვიდა ნაძლევი რომ გექნება კაცს ავტოგოლზე, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.. სემთხვევით რომ მოხვედროდა ანდა რომ აჭროდა ფეხზე რა პრობლემაა, კაი თავდამსხმელივით ჩაკეტა კუთხე და უშანსოდ დატოვა ლორია.. უნდა აუხსნას გულშემატკივარს ის მომენტი, თორე შეცდომა ვის არ მოსვლია.. თუ ვცდები ბოდიში
Ok.
03 აპრილი 2021 09:11
10
კაკაბაძე რომ ყოველ თამაშს გულით და სულით თამაშობს ამაში ეჭვი არ მეპარება. მე ის მაინტერესებს თუ ნაკრებში არ გამოუშვეს მაკარიძე დღეს რაიოსთან განაცხადშიც კი არ იყო და რა ხდება?
di ma
03 აპრილი 2021 02:47
0
არც ოთო და არც ქვილითაია არ უნდა ვლანძღოთ.ვინც მათზე ცუდი რამე თქვას გული გაუპოს დანამა
ბაჩი
03 აპრილი 2021 01:51
3
ოთო იქნებ ნახო ეს სტატია და კომენტარები ... ერთი 10 კომენტარი წავიკითხე და ყველა გამხნევებს მეც რათქმაუნდა ვურთდები ... საუკეთესო ხარ და გააგრძელე მუშაობა სრული თანადგომა გაქვს !!!!
bejo
03 აპრილი 2021 00:57
0
ესეთი უცნაური შემთხვევები ყველა ფეხბურთელს მოსვლია. აქ მიწასთან გასასწორებელი არაფერია.
პ.ს. მაგრამ ობიექტურად, ეგ თამაში როგორ ითამაშა? ეხლა ვუყურედი, თამაშის დასაწყისში იმათ ქონდათ უმაგრესი მომენტი. 17 ნომერმა ააცილა. აბა დააკვირდით, მაგის ფლანგიდან ვითარდება შეტევა. ხელიც არ შეუშლია. ასეთი მარგალიტები სხვა დროსაც ქონია. მოკლედ წინ კარგად მიდის, უკან სუსტია. ხანდახან წინ წასლისას, მაგის გამო ჩაჭრილი შეტევა უმწვავესად გვიბრუნდება. თუ მაგარია, გამოასწოროს ეს ორი პრობლემა. თორე ეგრე არც ლორია არ ჩაგვიძირია. საკმარისი იყო ხელი ოდნავ ძლიერად მიერტყა იმ ბურთისთვის და ესპანეთთან ფრე ჯიბეში გვედო.
pesimisti
03 აპრილი 2021 00:55
0
ასეთ შემთხვევაში, ვინც ფეხბურთელს გამხნევების ნაცვლად, ასე მოექცევა, ის არ მიმაჩნია ნამდევილ გულშემატკივრად.

შენიანი ყოველთვის უნდა გაამხნევო და ხელი შეაშველო.

პ.ს. თუ კითხულობს ოთარი, გული არ გაიტეხოს და მალე დაივიწყოს მომხდარი... როგორც წერილის ავტორმა აღნიშნა ზემოთ, ვის არ მოსვლია ასეთი "იაღლიში"? თვით ბეკენბაუერსაც და მურთაზ ხურცილავასაც კი.

და კიდევ, ჩემი მეგობრული რჩევა ოთარს... ოთარ, დახვეწე "პრასტრელები" და შენ ამით უდიდეს წვლილს შეიტან გუნდის წარმატებაში!
თამაზი
03 აპრილი 2021 00:54
0
ორ ავტოგოლზეც დავწერ-ყოფილი ფეხბურთელი ვარ,უბნის დონეზე კარგად ვთამაშობ ერთი სიტყვით და იყო დღე ლუდზე და თევზზე თამაშისას 2 ავტოგოლი გავიტანე და ერთხელ ფეხი ავაცილე ბურთს და გოლი გავიდა..ანუ იყო თამაში სადაც ასე მოხდა ყველაფერი 10 წუთში.
P.S. მერე აზრზე მოვედი და ის თამაში მოვიგეთ.ის მინდოდა მეთქვა ასეთი რამეები ხდება-მეც არ ვიცი რატო მომივიდა ის 10 წუთიანი მონაკვეთი..არადე მეტი მოტივაცია რა უნდა უბნის იგროკს,ნაბერეჟნის ლუდი და უთევზესსსსს...
Levani
03 აპრილი 2021 00:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული