საბერძნეთთან მატჩის 75-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ უწყინარ სიტუაციაში ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რასაც სამწუხაროდ, სოციალურ ქსელში უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. იმის ნაცვლად, რომ ფეხბურთელი გაემხნევებინათ, კრიტიკის ობიექტად აქციეს.
ასეთი უიღბლობისგან არავინაა დაზღვეული, ავტოგოლი ოთარზე გაცილებით უფრო დიდ ფეხბურთელებს გაუტანიათ და არ შეიძლება მას ლამის ისე მოვექცეთ, როგორც ანდრეს ესკობარს კოლუმბიელები.
კაკაბაძის ეპიზოდი რომ განვიხილოთ, საკუთარ კარში გატანილი ბურთი დასანანი იმიტომაცაა, რომ მეტოქისგან იმ მომენტში მოსალოდნელი არანაირი ხიფათი არ ჩანდა. ასეთ დროს მოთამაშე ხანდახან ბოლომდე ვერ აფასებს სიტუაციას და
თანაგუნდელების, უპირველესად მეკარის სწორი კომუნიკაცია სჭირდება. ერთხელაც უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია, შესაბამისად, ჯოხის ერთ ფეხბურთელზე გადატეხვა მართებული არ არის.
მით უმეტეს ოთარმა რამდენიმე დღით ადრე ესპანეთთან ჩინებულად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ. „სპორტალი“ აღნიშნავდა, რომ ასეთი დონის მცველი სეგუნდა დივიზიონზე უფრო მაღალი დონის ლიგაში თამაშს იმსახურებს, მაგრამ ზოგიერთ ქართველ ქომაგს ყველაფრისთვის ერთი ხელის მოსმით ხაზის გადასმა შეუძლია და მათთვის თანადგომა და ტოლერანტობა მიუღებელია.
ოთარის თამაშს ვასილ მაისურაძის 17 წლამდელთა ძალიან კარგი ნაკრებიდან მოყოლებული ვადევნებთ თვალს. იგი პატივისცემას იმის გამოც იმსახურებს, რომ მოედანზე არ ცნობს ავტორიტეტებს, ყველასთან ბოლომდე იხარჯება და არ უშინდება სირთულეებს. არის მომენტები, როცა გარკვეული იმედგაცრუება გაძლიერებს, უფრო პროდუქტიულს გხდის, იქნებ კაკაბაძისთვის ასეთი მომენტი დადგეს.
ის უდავოდ ნიჭიერია, 25 წლისაა, ეს კი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ასაკია, ყველაფერი წინ აქვს, როგორც იქნა „ტენერიფეს“ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა, გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და ვუთხრათ - სირთულეების გადალახვა და უკეთ თამაში შეგიძლია, ეს უნდა მოახერხო, რამეთუ ეს შენ და საქართველოს ნაკრებს სჭირდება და ყველა ჭეშმარიტი ქართველი გულშემატკივარი მხოლოდ წარმატებას გისურვებს!
კაკაბაძემ marca-ს ხეტაფეში საქართველოს ნაკრების მიერ ესპანეთის ძლევა გაახსენა
პ.ს. მაგრამ ობიექტურად, ეგ თამაში როგორ ითამაშა? ეხლა ვუყურედი, თამაშის დასაწყისში იმათ ქონდათ უმაგრესი მომენტი. 17 ნომერმა ააცილა. აბა დააკვირდით, მაგის ფლანგიდან ვითარდება შეტევა. ხელიც არ შეუშლია. ასეთი მარგალიტები სხვა დროსაც ქონია. მოკლედ წინ კარგად მიდის, უკან სუსტია. ხანდახან წინ წასლისას, მაგის გამო ჩაჭრილი შეტევა უმწვავესად გვიბრუნდება. თუ მაგარია, გამოასწოროს ეს ორი პრობლემა. თორე ეგრე არც ლორია არ ჩაგვიძირია. საკმარისი იყო ხელი ოდნავ ძლიერად მიერტყა იმ ბურთისთვის და ესპანეთთან ფრე ჯიბეში გვედო.
შენიანი ყოველთვის უნდა გაამხნევო და ხელი შეაშველო.
პ.ს. თუ კითხულობს ოთარი, გული არ გაიტეხოს და მალე დაივიწყოს მომხდარი... როგორც წერილის ავტორმა აღნიშნა ზემოთ, ვის არ მოსვლია ასეთი "იაღლიში"? თვით ბეკენბაუერსაც და მურთაზ ხურცილავასაც კი.
და კიდევ, ჩემი მეგობრული რჩევა ოთარს... ოთარ, დახვეწე "პრასტრელები" და შენ ამით უდიდეს წვლილს შეიტან გუნდის წარმატებაში!
P.S. მერე აზრზე მოვედი და ის თამაში მოვიგეთ.ის მინდოდა მეთქვა ასეთი რამეები ხდება-მეც არ ვიცი რატო მომივიდა ის 10 წუთიანი მონაკვეთი..არადე მეტი მოტივაცია რა უნდა უბნის იგროკს,ნაბერეჟნის ლუდი და უთევზესსსსს...