"მაკედონიასთან მატჩამდე სამჯერ ვიტირე, საქართველოში ყოფნა ძალიან მომწონდა" - ინტერვიუ ვლადიმერ ვაისთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

დაჯილდოების შემდეგ მან aktuality.sk-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ იმ მონაკვეთებს, სადაც ის საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს.

"ამ ჯილდოს მიღებით ძალიან გაკვირვებული ვარ, რადგან მე საქართველოში დასახულ მიზანს ვერ მივაღწიე და ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიყვანე, რის გამოც ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი.

ვერ წარმოვიდგენდი, რომ აქ კიდევ ვინმეს ვახსოვდი... ძალიან ბედნიერი ვარ და დიდ მადლობას გადაგიხდით.

საქართველოში ხანდახან თბილოდა, ხანდახან ციოდა... მაკედონიასთან ფინალის წინ ისეთი ძლიერი ემოცია მქონდა, რომ სამჯერ
ვიტირე.

სტადიონამდე 50 000-მა ფანმა მიგვაცილა, თამაშის შემდეგ კი ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი.

ქართველებს დისციპლინა აკლიათ და ვცდილობდი, მათთვის ეს მესწავლებინა. ჩვენ ესპანეთს მოვუგეთ, მაგრამ მაკედონიელთა ბარიერი ვერ დავძლიეთ.

არაა ადვილი საქართველოში მუშაობა, თუმცა მე მომწონდა იქ ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ბედნიერად არ დასრულდა.

მაქვს რამდენიმე შემოთავაზება, თუმცა არ ვჩქარობ... ვნახოთ, რას მოიტანს ცხოვრება", - ამბობს ვაისი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
სამჯერ იტირე... მაგრამ მაინც გაყიდეთ თამაში! ვნახოთ სანიოლი რას იზამს.
grisho
22:33 05-04-2021
12
ჩვენ კიდევ თამაშის მერე ვიტირეთ
გია
18:27 05-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული