ივნისში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ "ტვენტეს" სტადიონზე ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება.

ვილი სანიოლის გუნდი ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 2 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს შეხვდება. ფიფას
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გადასარევი სპარინგებია, ნებისმიერი ფედერაცია მოიწონებდა თავს! ერთი შენიშვნა მაქვს ნაკრებთან დაკავშირებით და ჟურნალისტებმა, ან ვინმე სხვამ მიაწვდინოთ იქნებ ხმა კობის და კომპანიას.
ეკიპირებას ვგულისხმობ. დღეს არცერთი ნაკრები არ იზღუდება დროშის ფერებით და ჩვენ რაღას მოგვაბეზრეთ ეს თეთრი და წითელი?! აგერ რაგბის ნაკრებს მივბაძოთ, ღვინისფრად რომ იმოსებიან, ან ძველი დინამოს (ფაქტიურად ნაკრები რომ იყო) გარდერობიდან ავიღოთ რამე ისეთი, წარმატებასთან რომ ასოცირდება (1964 ან 1978-81 წლების მოდელები). ხვიჩას მივწერე, იმედია, საბერძნეთთანაც გაიტან, მაგრამ „დამირეკე“-ს ჟესტზე ხელს აიღებ-მეთქი და ასეც მოხდა და ახლა, იმედია, ფედერაციაც დამიჯერებს და უკვე ივნისში მოარგებს ნაკრებს ახალ ეკიპირებას.
matador777
17:41 06-04-2021
3
გავხევთ ყოფილ ჰოლანდიას და ახლანდელ ნიდერლადებს ბაბელებს და და დელიხტებს
irakli
15:30 06-04-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული