ივნისში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ "ტვენტეს" სტადიონზე ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება.

ვილი სანიოლის გუნდი ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 2 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს შეხვდება. ფიფას
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
მაგარია.ყოჩაღ ფედერაციას.რაღაც ამ ბოლოხანს ძალიან მომწონს ფედერაციის მუშაობა.გრანდებიდან მარტო ჰოლანდიას არ შევხვედრივართ ევროპაში და არის ესეც.ბელგიას მაინც დროებით გრანდად განვიხილავ.ისე მესამე თამაშიც არ იქნებოდა ცუდი.აქ.თბილისში ან ბათუმში.
Master
13:21 06-04-2021
0
არადა, მაკედონიასთან რომ მოგვეგო, ევროზე უნდა გვეთამაშა ჰოლანდიასთან ამ ივნისში (ჯგუფური ტურნირის მესამე თამაში). არაუშავს, მომავალი მაინც ჩვენია!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული