"საზაფხულო შეკრებაზე ეს პრობლემა აღარ დადგება..." - ალექსანდრე იაშვილი

AutoSharing Option
6 ივნისს საქართველოს ნაკრები ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში ამავე ქვეყნის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. ადრევე იყო ცნობილი, რომ ამ მატჩამდე ოთხი დღით ადრე რუმინელებს თბილისში ვუმასპინძლებთ. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდთან დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრის შესახებ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო კურატორმა ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა:

"ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მარტის თამაშებისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო ჰქონდა და ივნისის საზაფხულო შეკრებაზე ეს პრობლემა აღარ დადგება. მწვრთნელს ფეხბურთელებთან სამუშაოდ მეტი დრო ექნება, რაც შედეგების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ახლა ტრავმების გამო არაერთი მოთამაშე გამოგვაკლდა. ყველა
შეხვედრა შანსია ფეხბურთელებისათვის, დაუმტკიცონ მთავარ მწვრთნელს, რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ. სანიოლმა ასევე  განაცხადა, რომ გამოიცდებიან ფეხბურთელები, რომელთაც განვლილ შეხვედრებში არ მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება.

ასევე, ვმუშაობთ ყველა იმ მოთამაშესთან, ვისაც ქართული წარმომავლობა აქვს, თუმცა სურვილი ორმხრივი  უნდა იყო. რა თქმა უნდა, ნაკრებში გამოძახებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ იასპარეზებენ ისინი კლუბებში".

მკითხველის კომენტარები / 8 /
მახათაძე ორი თვის წინ შევნიშნე- რუსეთის უ17 და უ19 ში ბევრი გოლი აქვს გატანილი..სახეზეც რუსის ტიპია,ალბათდედა ყავს რუსი.. თამაშზე არ მიყურებია,მაგრამ როსტოვში ხშირად ხორენას სვამს სკამზე და არ უნდა იყოს ცუდი..ოღონდ ჩვენს ნახევარდაცვაში თუ ყველა ჯანმრთელად იქნა ძნელია როსტოვის მახათაძეს შეპირდე გათამაშებო..როცა ხვიჩა,ჩაკვე,კიტე,კლიმენტიჩი გყავს და პერსპექტივაში არაბიძე და პაპუნაშვილი..მე ჯანოს ვაკოს და ოქრის ადგილს ვერ ვხედავ გუნდში...ახალგაზრდებიც ხო მოდიან..აგერ აბუაშვილი იქნება პორტოში დამკვიდრდეს მომავალში..
Levani
16:02 07-04-2021
2
ძან კარგი იქნებოდა მარადიშვილიც რომ გადმოიბიროთ ეროვნული ნაკრებში,იმედია არჩევანს საქართველოზე გააკეთებს მარადიშვილი.
ვიტალი
15:30 07-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული