რეგრესი რეიტინგში, პროგრესი თამაშში - "ფიფას" განახლებული რეიტინგი

AutoSharing Option
"ფიფა-კოკა კოლას" განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეგრესი განიცადა, რადგანაც უკანასკნელ  სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ვილი სანიოლის გუნდის თამაშში ბევრი პოზიტიური ელემენტი შეინიშნებოდა. რაც მთავარია, გუნდი თანამედროვე ფეხბურთის თამაშსა და გამარჯვებას ცდილობდა. შესაბამისად, რეიტინგში მცირე რეგრესი ნამდვილად არ გვაშფოთებს.

ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიო რეიტინგში 91-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხებათ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ქართველების მეტოქეებს - ესპანეთის ნაკრები მე-6 ადგილზეა, შვედეთი მე-18 პოზიციას იკავებს, ჩვენზე საკმაოდ წინაა საბერძნეთის ნაკრები (51-ე), ხოლო
კოსოვოელები საქართველოს ნაკრებზე უკან, 120-ზე არიან.

მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება:

1. ბელგია;

2. საფრანგეთი;

3. ბრაზილია;

4. ინგლისი;

5. პორტუგალია.

წყარო: FIFA


მკითხველის კომენტარები / 3 /
შარშან სომხეთს ორჯერ ვეთამაშეთ და მიუხედავად იმისა,რომ აშკარად ჩანდა,ჩვენ გუნდს,მათზე მეტი შეუძლია,მხოლოდ 1 ქულა ავიღეთ.ამ წარმატებამ ისე შეასხა ფრთები,ჩვენს მეზობლებს,რომ მაკედონიაც ზედ მოგვაყოლეს და ახლაც, სამი თამაში ზედიზედ მოიგეს.აი ეს არის ფსიქოლოგია.დაიჯერეს,რომ მეტი შეუძლიათ და შეძლეს კიდეც,მეტი.ჩვენც ვხედავთ,რომ მეტი შეგვიძლია,მაგრამ ჯერ ვერ ვაღწევთ.ერთი წარმატება გვინდა და მერე,ყველაფერი თავისი გზით წავა.ამისი რესურსი,უკვე ჩანს.პრინციპში,შარშანაც ჩანდა,მაგრამ ბედმა გვიმტყუნა.დღეს,ტაიმ აუტში,გურამ კაშია ჰყავდათ სტუმრად.მის მიმართ,მეც და კიდევ სხვა ბევრსაც,ძველი წყენა გვაქვს.მგონი შეხსენება არ არის საჭირო.რაც გააკეთა,ის არ უნდა გაეკეთებინა,მას,ბავშვებისათვის სამაგალითო სპორტსმენს.მაგრამ ამ წყენის მიღმა,გურამი ჩემთვის, დღესაც დიდებული ფეხბურთელი,გუნდის ლიდერი და უბრალოდ,ჭკვიანი ადამიანია(ამიტომ უფრო მეწყინა,რომ ჭკვიანია და მას უსმენენ ბავშვები).გურამმა დღეს ასეთი რამე თქვა,რომ საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელები,ევროპის საშუალო ქვეყნების ფეხბურთელებს არ ჩამოუვარდებიან ტექნიკური ოსტატობით თუ ნიჭით.ჩამოვრჩებით,ფიზიკურ მომზადებაში და ამას,თვითონ ფეხბურთელმა უნდა მიხედოსო.ფაქტია,რომ კაცი ლოკომოტივში ვარჯიშობს,შესძლო ფიზიკური ფორმის დაბრუნება და თუ მან შესძლო,ესე იგი სხვებსაც შეუძლიათ.ხვიჩა კვარაცხელია,სტადიონზე ცხოვრობს და ყოველ წუთს იყენებს,სავარჯიშოდ.რას მიაღწია,ყველა ვხედავთ.სხვებსაც შეუძლიათ იგივე გზის გავლა,თუ შრომას არ დაიზარებენ.ტალანტის 90%,ხომ შრომაა და მხოლოდ დარჩენილი 10%-ა,ნიჭის შედეგი.გურამი ალბათ სეზონის დამთავრების შემდეგ,ევროპის რომელიმე კლუბში წავა(ისე ითამაშა ნაკრებში,რომ არა მგონია უყურადღებოდ დატოვონ),მანამდე კი,მისი თანაგუნდელები უყურებენ და ძალიან ბევრ რამეს ისწავლიან მისგან.სხვებმა,უგუნდოდ დარჩენილმა ბიჭებმა, მას უნდა მიბაძონ და ევროპაში უგუნდოდ ჯდომას,საქართველოში თამაში და ფორმაში ჩადგომა არჩიონ.მათთვისაც კარგი იქნება და მათ გვერდით მყოფი ახალგაზრდებისთვისაც.
სოსო
14:41 08-04-2021
0
ბელგია რატომ უნდა იყოს რეირინგში პირველზე როცა საფრანგეთი ყველას და ყველაფერს უგებს როცა ჭირდება . 1998 წლის შემდეგ სულ პირველზე უნდა ყოილიყო საფრანგეთი თუ (2002) არ ჩავთვლით სენეგალმა რომ მოუგო და ჯგუფში ჩარჩა
ტოტტი
12:22 08-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული