ირაკლი ფირცხალავა: კვარაცხელია ჯერჯერობით რუსეთში უნდა დარჩეს და გეტყვით, რატომაც...

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ძალიან დამწყდა გული, როდესაც ესპანეთმა ბოლო წუთზე გაგვიტანა გოლი, რადგან მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით.

ახალ მწვრთნელს ნაკრების მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს ტრადიციული შეცდომა დავუშვით და ბოლო წუთზე გოლი გავუშვით.

ძალიან მომეწონა ახალი ბიჭები - ჩაბრაძე და გიორბელიძე. კი დაუშვეს შეცდომები, მაგრამ დებიუტი ჰქონდათ და ეს ნორმალურიც კი არის.

უფრო მომწონდა, როდესაც ნაკრები კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა. მაგალითად, კახა ცხადაძის გუნდი უფრო მომწონდა იმიტომ,
რომ მაშინ 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობდით.

ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და ვფიქრობ, რომ კარგი გუნდის გაკეთება შეგვიძლია. ახლა შედეგია მნიშვნელოვანი, რადგან დავიღალეთ კარგად თამაშით და წაგებით.

ხვიჩა ჩვენი იმედია და ძალიან მიყვარს. მაშინვე გავიცანი, როდესაც მოსკოვში ჩამოვიდა და თავისი პროფესიონალიზმი ეგრევე ეტყობოდა.

ეგეთი ქართველი ფეხბურთელი მე არ მინახავს. ბაზაზე კი არა, მინდორზე ცხოვრობს. ძალიან მორწმუნე და თავმდაბალი ადამიანია.

კვარაცხელია ძალიან მაგრად ურტყამს ჯარიმებს და საბერძნეთთან ჯარიმა აბურჯანიამ რომ დაარტყა, ძალიან მინდოდა, ეს ხვიჩას გაეკეთებინა.

პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კვარაცხელიამ ჯერ არ უნდა იჩქაროს, ჯერჯერობით რუსეთში დარჩეს და გეტყვით, რატომაც...

ის უფრო უნდა გაიზარდოს. რუსეთში სულ სხვა დისციპლინაა და სხვა მოთხოვნებია, წამყვან ჩემპიონატებში კი - სხვა.

რუსეთში უფრო მეტად აკონტროლებენ მოთამაშეებს და დისციპლინის მოყვარულს გხდიან, რადგან საბჭოთა კავშირის სისტემაა დარჩენილი.

ევროპის სხვა ქვეყნებში კი გეუბნებიან, რომ მიდი, შეგიძლია "იგულაო", მაგრამ მოედანზე მანახე, რომ ძალიან მაგარი ხარ", - ამბობს ფირცხალავა.
მკითხველის კომენტარები / 31 /
სოსოია პავლიაშვილი ნეტა რას გვეტყვის?....
რუსეთში თურმე დისციპლინა ყოფილა და ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონატებში-რაც გინდა აკეთე.

ჟორა
19:11 17-04-2021
5
მომღერალს რატომ ტენით სპორტში, თან ფეხბურთში. ხვიჩას დღეს შეუძლია, ნებისმიერ გრანდში თამაში, წლოვანებიდან გამომდინარე. აბა "ჭ" კლასის გუნდში გაუშვათ და მერე 25 წლისა გამოვაჩინოთ? მიშკა 16 წლისა იყო, უძლიერეს გუნდში "დინამოში" რომ დაიწყო, სტაბილურად თამაში. ასე იყო პელე, მარადონა და ყველა ტალანტი. ხვიჩას დღეს რა უნდა, მიჩმორილ გუნდში. ის ჩამოყალიბებული ტალანტია. სჭირდება უძლიერესების გვერდით დახვეწა.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი, 1953 წლიდან.
18:21 17-04-2021
3

სიახლეები პოპულარული