ირაკლი ფირცხალავა: კვარაცხელია ჯერჯერობით რუსეთში უნდა დარჩეს და გეტყვით, რატომაც...

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ძალიან დამწყდა გული, როდესაც ესპანეთმა ბოლო წუთზე გაგვიტანა გოლი, რადგან მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით.

ახალ მწვრთნელს ნაკრების მოსამზადებლად ძალიან მცირე დრო ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს ტრადიციული შეცდომა დავუშვით და ბოლო წუთზე გოლი გავუშვით.

ძალიან მომეწონა ახალი ბიჭები - ჩაბრაძე და გიორბელიძე. კი დაუშვეს შეცდომები, მაგრამ დებიუტი ჰქონდათ და ეს ნორმალურიც კი არის.

უფრო მომწონდა, როდესაც ნაკრები კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა. მაგალითად, კახა ცხადაძის გუნდი უფრო მომწონდა იმიტომ,
რომ მაშინ 3 ცენტრალური მცველით ვთამაშობდით.

ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს და ვფიქრობ, რომ კარგი გუნდის გაკეთება შეგვიძლია. ახლა შედეგია მნიშვნელოვანი, რადგან დავიღალეთ კარგად თამაშით და წაგებით.

ხვიჩა ჩვენი იმედია და ძალიან მიყვარს. მაშინვე გავიცანი, როდესაც მოსკოვში ჩამოვიდა და თავისი პროფესიონალიზმი ეგრევე ეტყობოდა.

ეგეთი ქართველი ფეხბურთელი მე არ მინახავს. ბაზაზე კი არა, მინდორზე ცხოვრობს. ძალიან მორწმუნე და თავმდაბალი ადამიანია.

კვარაცხელია ძალიან მაგრად ურტყამს ჯარიმებს და საბერძნეთთან ჯარიმა აბურჯანიამ რომ დაარტყა, ძალიან მინდოდა, ეს ხვიჩას გაეკეთებინა.

პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ კვარაცხელიამ ჯერ არ უნდა იჩქაროს, ჯერჯერობით რუსეთში დარჩეს და გეტყვით, რატომაც...

ის უფრო უნდა გაიზარდოს. რუსეთში სულ სხვა დისციპლინაა და სხვა მოთხოვნებია, წამყვან ჩემპიონატებში კი - სხვა.

რუსეთში უფრო მეტად აკონტროლებენ მოთამაშეებს და დისციპლინის მოყვარულს გხდიან, რადგან საბჭოთა კავშირის სისტემაა დარჩენილი.

ევროპის სხვა ქვეყნებში კი გეუბნებიან, რომ მიდი, შეგიძლია "იგულაო", მაგრამ მოედანზე მანახე, რომ ძალიან მაგარი ხარ", - ამბობს ფირცხალავა.
მკითხველის კომენტარები / 31 /
არც ერთ გერმანულ გუნდში არ ეუბნებიან რომ მიდი "იგულავე" და მერე მაჩვენე თამაშიო.
რუსული ჩემპიონატი ხისთავიანების და ხისფეხიანების ჩემპიონატია და კვარა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს რათა სერიოზული ტრამვა არ აიკიდოს.
ლაშა
16 აპრილი 2021 11:37
16
ბელგიის ჩემპიონატი ჯობია ხო ? ჩაკვეტაძე რომ დაგვიღუპეს და ქრონიკული ტრავმა რომ აკიდეს @@ და ქვილითაიას და ბერიძეს კი თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლებდნენ @ ხომ დაამტკიცა ორივემ რომ არავიზე ნაკლები არ იყვნენ გენტში !
ზურა222
16 აპრილი 2021 23:18
3
ჭანკვეტაძემ ბამბისფეხიანებში აიკიდა ტრამვა ხომ. რუსები, რომ მაშინ, მოედანზე არ იყვნენ?
.
17 აპრილი 2021 18:38
0
ხოდა აღა გვინდა ეგ რუსული ვითომ დისციპლინა. ევროპული კლუბების მიდგომას ნუ ადარებ რუსულს. რა სისულეეებს ბჟუტურებს
lex
16 აპრილი 2021 11:07
13
ნეტა მასეთი პატრიოტი ბევრი გვყავდეს როგრიც ეს ბიჭია.მოიწვიეს და რა წქნა ჩუმად მჯდარიყო.თავისი აზრი გაᲛოთქვა და ეცემით ეგრევე და ნუ დაიწყებთ რაღაც რაღაცეებს.მე ვიცი რომ ყველა ჩვენ ფეხბურთელებთან ძალიან ახლო ნაცნობობა აკავშირებს.ისე ცნობისთვის,გადმოვიდა საქართველოში და აქ ცხოვრობს.(აუ სად სოსო და სად ეს.ნუ შეადარებთ იმ გარეწარს რა)
კახა ქ.
16 აპრილი 2021 17:05
9
ერთი მანდ დარჩენილები და ჩარჩენილები თავს დაგვანებებდეთ.
Io
16 აპრილი 2021 13:35
18
ერთი შენ პავლიაშვილმა თოფურიამ და სხვებმა ააშენეთ იქით რუსეთი და აქეთ კიდევ სამშობლო მანდ რო დარჩით და კვარაცხელიასაც რუსეთს ტენით
gizo
16 აპრილი 2021 12:06
17
ცნობისათვის: სხვათაშორის რუსეთში თამაშობს კვარაცხელია და რუსეთმა გაგვაცნო. ნუ ხართ უმადურები.
gizos
16 აპრილი 2021 16:06
12
ძაან კარგი ადამიანია ირაკლი და არ შეიძლება ესე ლაპარაკი. ესე იგი რა გამოდის? თქვენ უნდა გკითხონ ჩვენმა ქართველებმმა, ჩამოვიდნენ თუ არა, სტუმრად წავიდნენ ვინმესთან თუ არა. რამდენ აქაურ "აქტივისტებს" ჯობიან, ირაკლის ნაირი არა ხულიგანი და არა უზრდელი ადამიანები! მაშინ ავიღოთ კვერცხები, დავიჭიროთ ელენა ხოშტარიას სახელობის შვიშტოკები და მივარდეთ ველურებივით, ეს გინდათ?! მე ვენაცვალე ყველა კარგ ქართველს
ცოტა გონს მოეგეთ.
16 აპრილი 2021 19:57
15
ჰა, რაო, ფეხბურთის ქართველო პროფესორებო, იგრძენით კონკურენცია? რა დაგემართათ? არ შეიძლება მოყვარულმაც გამოთქვას თავის აზრი ტელევიზიაში? სხვათაშორის ფირცხალავას სტუდიაში მიწვევას ყველა დასცნით და ხვალ რომ თქვენ მიგიწვიონ, სიხარულით დათანხმდებით მით უმეტეს, მშვენივრად იცით, რომ თქვენ ფეხბურთში ირაკლიზე დიდი ბედოვლათები ხართ.
ჰავლაბრელი ტიღუა
16 აპრილი 2021 18:09
10
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი მომღერალი ირაკლი ფირცხალავა გახლდათ, რომელმაც საქართველოს ნაკრებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა - ამიტომაც ვართ ზოგადად კარგ დღეში. ამას ვინღა ჰკითხავს, ან რატმო მოიწვიეს?
გიო
16 აპრილი 2021 14:09
40
რა იყო არ შეიძლება? ქართველი, რომ არის დაგავიწყდა? რა ცუდს ამბომბს რამეს? კარგით რა მართლა და მართლა!
gio-s
16 აპრილი 2021 16:04
6
რა იგულაო, რა რაც გინდა ის ქენი?... რომელ ევროპულ ჩემპიონატში ნახა ეგ ან სად მოისმიმა, რუსები არიან დისციპლინირებულები და
ევროპელები არა?....აშკარად სხვა რაღაცაზე ბაზრობს ტიპი
კახა
16 აპრილი 2021 22:44
3
ყოჩაღ ირაკლი. სცოდნია ფეხბურთი.
შოთა
16 აპრილი 2021 10:42
24
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული