"ნიკა კვეკვესკირს აქამდეც ვიცნობდი, რადგან ამა წლის დასაწყისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დანიშვნის საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
მაშინ საქართველოს ნაკრების წევრების თამაშები ვნახე. მათ შორის ნიკაც იყო. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაღალ დონეზე თამაშობდა.
მინდა, მას სათანადო პირობები შევუქმნა, რათა დამარწმუნოს, რომ ძირითადში თამაშის ღირსია. ყველა ფეხბურთელს მსგავსად მოვექცევი. ადვილი დასანახია, რომ ნიკას ძალიან
კარგი ტექნიკა აქვს და ძალიან მაინტერესებს, როგორ ითამაშებს დანარჩენ მატჩებში", - თქვა სკორჟამ.