მიქაუტაძის დუბლი, საგოლე პასი და "სერენი" ჟუპილერ ლიგაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე "ვაასლანდ-ბევერენს" 5:2 სძლია და ჟუპილერ ლიგის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, პირველი მატჩში "სერენმა" მიქაუტაძის მიერ 90+2-ე წუთზე გატანილი პენალტით ფრეს მიაღწია საკუთარ მოედანზე (1:1). განმეორებითი შეხვედრის მე-15 წუთზე ფრეიმ მასპინძლები თერთმეტმეტრიანით წინ გაიყვანა. გიორგიმ მალე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სანამ მსაჯი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, საბაუნიმ სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სინანიმ ანგარიში გაათანაბრა, 62-ე წუთზე ფაიემ ჩვენებურის პასით ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 70-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი. 90+5-ე წუთზე
ბერნიემ მეხუთე გოლი გაუტანა "ბევერენს" და 5:2 გაიმარჯვეს.

მიქაუტაძემ ამ სეზონში 22 გოლი გაიტანა და შეიძლება "მეცმა" უკან დაიბრუნოს, თუმცა "სერენში" უთუოდ მეტი სათამაშო დრო მიეცემა და ბელგიის პირველ დივიზიონში ასპარეზობა უჯობს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს შესანიშნავი პერსპექტივა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
დრო მოვიდა იმის რომ ნაკრებით ვიხაროდ, დიმა ობულაძე მოესწრები მოესწრები საქართველოს ნაკრების გაბრწყინებას, აი დანარჩენის რა გითხრა))
ჩორნა
18:17 09-05-2021
1
არველაძეების შემდეგ პირველად გამოჩნდა ნამდვილი თავდასხმელი საბჭოთა პერიოდის შემდეგ.
ირაკლი
18:17 09-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული