მადლობა და ნახვამდის! - გვილიასა და "ლეგიას" გზები გაიყო

AutoSharing Option
"ლეგიას" ოფიციალური საიტი იუწყება, რომ მომავალი სეზონიდან 26 წლის ქართველი ნახევარმცველი ვაკო გვილია მათ რიგებში აღარ იასპარეზებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჩვენებურის კონტრაქტს ვადა ამა წლის ივლისში ეწურება და ის აღარ გახანგრძლივდება.

ვარშავულმა კლუბმა, ვაკოსთან ერთად, თანამშრომლობა კიდევ 3 მოთამაშესთან შეწყვიტა.

გვილია "ლეგიაში" 2019 წლიდან ასპარეზობდა. ის მის პირველ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ, თუმცა გასული სეზონი ჩაუვარდა, რაც ვარშავიდან აბარგებად დაუჯდა.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი გუნდის ვარიანტები აქვს ვაკოს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმში წამოვიდეს ევროპაში ჩამოწერილების თავშესაფარია
რომა
15:49 17-05-2021
7
26 წლის და ამხელა გამოცდილება აქვს,კარგ გუნდში გადავიდეს და საჭირო კაცია ნაკრებში
Levani
11:38 17-05-2021
2

myquiz

სიახლეები პოპულარული