ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები მომდევნო ორშაბათიდან თბილისში შეიკრიბება და ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის, 31 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში საწვრთნელ შეკრებას გაივლის. რუმინეთთან და ნიდერლანდებთან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ეროვნული ლიგის 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე, რომელმაც მიმდინარე სეზონში წყალტუბოს "სამგურალის" მაისურით ხუთი გოლი გაიტანა. მომდევნო ორ შეხვედრაში ტრავმის გამო ნაკრებს კაპიტანი ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. 2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს. 6 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.



Sportall.Ge

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგ
ერი, ავსტრია), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ
ი კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

2 ივნისი(
ი) - რუმინეთი V საქართველო (22:45)
6 ივნისი(ენსხედე) - ნიდერლანდები V საქართველო (20:00)

წყარო: nakrebi.ge



მკითხველის კომენტარები / 45 /
ვუნ კვირკველია და დავითაშვილი? ხო არ ღადაობს?
kaxi
18 მაისი 2021 16:46
7
შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლებასავითაა ჩვენი ნაკრები, ანუ მწვრთნელთა გადდადგილებით ჯამი არ იცვლება. სანამ მწვრთნელი საქართველოში არ იცხოვრებს და ყურადღებას მიაქცევს ადგილობრივ ფეხბურთელებს მანამდე არაფერი შეიცვლება. რადგან ისევ ფედერაციის ნაკარნახები ფეხბურთელები არიან გამოძახებულნი.
niko
18 მაისი 2021 16:21
15
დავიჯერო ურიდია არაა გამოსაძახებელი???
Kaxa
18 მაისი 2021 15:28
25
ყველაფერი კარგია მაგრამ ბერიძის არყოფნა მაკვირვებს ცოტა...
შოთა
18 მაისი 2021 14:39
8
მაგრამ რომ დაუფიქრდე, ბერიძეს არგამოძახების მიზეზი, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი და დავითაშვილის გამოძახებაა. ეხლა მაგათ ნახავს საქმეში და შემდეგში ბერიძესაც მიეცემა შანსი დარწმუნებული ვარ.
შოთა
18 მაისი 2021 20:20
2
ჩაკვეტაძე რაღაც ძალიან გასქიდუმლოებულია
აშკარად რაღაც ხდება
ჯადოს ხომ არ უკეთებენ
ვისაც ეხებათ
არარიან ვალდებულები გარკვევით გამოიძიონ და მოგვაწოდონ ცნობა მის
შესახებ?
ასეთი ფეხბურთელის ასე უყურადღებობა შეიძლება???
გულშემატკივრებსაც საერთოდ არ გვცემენ პატივს!
თენო
18 მაისი 2021 14:39
11
დამტვრეულია ზაპოროჟეცივით
niko
18 მაისი 2021 16:12
12
ჩაკვე საქართველოს იმედად გამოჩნდა, დიდი მომავლის მქონე ტალანტად იქნა აღიარებული, მაქსიმალური შედეგიც დადო, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ადგილის დაკავებაში გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო. ნუთუ არ იმსახურებს, რომ მეტი ყურადღება ქონდეს სამშობლოდან და ქართველ გულშმატკივრებსაც მეტი ინფორმაცია მიეწოდებოდეს მის შესახებ?!
ამი
18 მაისი 2021 16:04
2
ყველა გამოხმაურება
ლობჟანიძე, ბერიძე, ქვილითაია, ტაბიძე, სადაა ეს ხალხი? მაკარიძე გასაგებია პლეი-ოფები ელის და ისევ კლუბის ინტერესები გავითვალისწინეთ ისევე როგორც თვითონ მაკარიძის მაგრამ დანარჩენებმა რა დააშავეს? ბევრი სხვისი მოწვევაც შეიძლებოდა ბოლოს და ბოლოს ამხანაგურებია და ენახა საქმეში. წარმატებები სანიოლსაც და ბიჭებსაც, იმედია გაგვახარებენ.
geoachi
18 მაისი 2021 14:06
7
მე პირადად კვიპროსის ნაფტალინს ნაკრებს არ გავაკარებდი საერთოდ
las
18 მაისი 2021 13:56
7
ნაფტალინი არაა ქვილითაია
გენა
18 მაისი 2021 18:29
10
ჟურნალისტებს პატარა საქმე მიეცათ წავა განხილვა ეს რატომ არ გამოიძახეს ის რატომ გამოიძახესო. აქმდე ამ ფეხბურთელის ცოლმა სურათი გადაიღო,იმ ფეხბურთელს ცოლი ღალატობს.მაგის წერას გადით და პატარა ბავშვებზე დაწერეთ ასობით ბავშვის ნიჭი რომ იკარგება, პროფესორობას მოეშვით.
სმ
18 მაისი 2021 13:33
2
ძაან მაინტერესებდა წიტაიშვილი! ალბათ არმოურჩა თითი ისე ჟურნალისტებმა ტექსტების კოპირებას ჯობია თქვენც გაარკვიოთ რა ჭირს რატო არაა გამოძახებული!
beqa
18 მაისი 2021 13:11
3
თუ არ ვიპროფესორეთ აბა მარტო ხმის ჩასახლეჩადაა ფეხბურთი?
Levani
18 მაისი 2021 12:56
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული