გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო

AutoSharing Option
20 წლის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო და ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თამაშის უფლება აქვს.​ კიევის "დინამოს" წევრს, გიორგი წიტაიშვილს, საქართველოს პასპორტი და ეროვნული ნაკრების მაისური ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა. ​ახალგაზრდა ფეხბურთელს ტრავმის გამო ბოლო პერიოდი არ უთამაშია და სავარჯიშო პროცესს კლუბთან ერთად უახლოეს პერიოდში განაახლებს.

გიორგი წიტაიშვილი: "საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა. ამის შესახებ მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მესაუბრებოდნენ. პირველ რიგში, კლუბში უნდა ვითამაშო მაღალ დონეზე, რათა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დავიმსახურო. ჩემი მიზანი
სწორედ ესაა.

ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რადგან სეზონი დასრულდა და კლუბი ისვენებს. შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შემეძლება გუნდთან ერთად სრულად დავიტვირთო. ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავალ, გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები."

გიორგი წიტაიშვილს სხვადასხვა პერიოდში უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, 2019 წელს კი ქართველი ფეხბურთელი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გიორგი წიტაიშვილმა პროფესიული საკლუბო კარიერა კიევის "დინამოში" დაიწყო, 2020-21 წლების სეზონში კი მოთამაშე იჯარის წესით პოლტავის "ვორსკლაში" ასპარეზობდა.

nakrebi.ge

altმომავალ სეზონში წიტაიშვილმა შეიძლება ისევ "ვორსკლაში" ითამაშოს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქართველი გულშემატკივრების სახელით, მადლობას გეუბნები გიორგი და გისურვებ მიგეღწიოს დიდი წარმატებებისსთვის, როგორც სანაკრებო, ასე საკლობო და რა თქმა უნდა პირად ცხორებაში!
ხშირად გაგეხარებიოს, შენი გატანჯული სამშობლოს გული!
₾ადო
14:35 02-06-2021
0
წარმატებები გიოს.გერჲ კოჩჲ რექ ჯიმა❤️
ბაჩი
16:59 31-05-2021
1

სიახლეები პოპულარული