მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას ნდობა გამოუცხადა და სასტარტოში, მარჯვენა ფლანგზე დააყენა. „პარი სენ ჟერმენი“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, ბარკოლამ ჯერ კარს ააცილა ბურთი, შემდეგ კი ხელსაყრელ პოზიციაზე არ მისცა კვარაცხელიას პასი. პირველი რეალური მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც პერეირას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან მარკინიოსმა გამოიტანა. მერე ხვიჩამ სცადა შორიდან გატანა, მაგრამ ოდნავ ააცილა მიზანს. ცოტა ხანში ბარკოლამ პარიზელები დააწინაურა. 39-ე წუთზე „კვარამ“, რომელმაც მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, მახვილი კუთხიდან ვარდნაში დალაშქრა კუდერის კარი. მას გადაცემა ბარკოლამ გაუკეთა. ბოლოს ვიტინიამ ბურთი ძელს გაარტყა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
სამაგიეროდ ვიტინიამ შესვენების შემდეგ გაიტანა, ხოლო ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი შეცვალა და ქართველი მოედანზე დატოვა. მერე დუემ, მენდეშმა და რამუშმა გაიტანეს, მეილიუმაც, ხვიჩას პასით.
პსჟ-მა ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 10:0 სძლია და 1/8-ფინალში „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ შეხვდება.
მომდევნო შეხვედრას პსჟ 23 თებერვალს ჩაატარებს - ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში გასვლაზე „ლიონს“ დაუპირისპირდება.
პსჟ - ბრესტი 7:0
გოლები: 1:0 ბარკოლა (20), 2:0 კვარაცხელია (39), 3:0 ვიტინია (59), 4:0 დუე (64), 5:0 მენდეში (69), 6:0 რამუში (76), 7:0 მეილიუ (86)
დღეს ხვიჩას მატჩია - ლეაო ისევ ადრე გავარდა, კრიზისი იტალიაში და ვერც "მონაკო"...
თამამად და ლაღად უტევდა.
გოლი ურთულესი წერტილიდან გაიტანა.
რამდენიმე პასი ყიფიანის დონის იყო.
ბრავო, კვარა!