ვინ შეხვდა კვარაცხელიას პსჟ-ის - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გუნდები დაწყვილდნენ

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ის მეტოქე გაირკვა.

ჩვენებურის გუნდი მეოთხედფინალური ეტაპის საგზურისთვის 2-რაუნდიან ბრძოლაში "ლივერპულს" დაუპირისპირდება. სხვა წყვილები ასე გამოიყურება:

ბრიუგე - ასტონ ვილა
ლილი - დორტმუნდი
ატლეტიკო - რეალი
ლევერკუზენი - ბაიერნი
არსენალი - პსვ
ინტერი - ფეინოორდი
ლივერპული - პსჟ
ბარსელონა - ბენფიკა

პირველი მატჩები 4-5 მარტს გაიმართება, განმეორებითი კი 11-12 მარტს.

ინფორმაციისთვის, თუ პსჟ "ლივერპულის" ბარიერს დაძლევს, შემდეგ ეტაპზე "ბრიუგესა" და "ასტონ ვილას" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

"ბენფიკასა" და "ბარსელონას" შორის უკეთესი მეოთხედფინალში "დორტმუნდისა" და "ლილის" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. 

"ბაიერნი" "ლევერკუზენიდან" უკეთესი 1/4-ფინალში "ფეინოორდი" "ინტერის" გამარჯვებულს, ხოლო პსვ "არსენალიდან" შემდეგ ეტაპზე გამსვლელი "რეალი" "ატლეტიკოს" შორის უკეთესს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ხალხო რა გჭირთ? რა დაჭამეთ ერთმანეთი? პოლიტიკაზე ადამიანი არ არის პასუხისმგებელი ვინც პასუხისმგებელია პოლიტიკოსები სინამდვილეში ეგენი არიან უპასუხისმგებლოები
ჟორა
00:23 22-02-2025
1
რა კომენტარებს წერენ ეს ქართველთმოძულე პროვოკატორი ნაცები და გვარგადაკეთებულები?!! ესენი სულ გასასახლებელნი არიან საქართველოდან და რაც შეიძლება სწრაფად..!!
ქართველი
21:09 21-02-2025
34

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული