L'Équipe: კვარაცხელიას თანაგუნდელებთან ურთიერთმოქმედება უჭირს - ადაპტაციას დრო სჭირდება

AutoSharing Option
„ეკიპი“ წერს, რომ პსჟ-ში მისვლიდან ერთი თვის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში თავის ადგილს ჯერ კიდევ ეძებს და განსაკუთრებით მოედანზე პარტნიორებთან მისი ურთიერთმოქმედება ძალიან სუსტია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში ჩატარებულ 6 მატჩში ქართველმა საგოლე პასი გააკეთა, ლამაზი გოლი გაიტანა, საინტერესო უნარები წარმოაჩინა, მაგალითად, ბურთის ფლობა, მსუბუქად გადაადგილება, აზრიანი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ „ტულუზასთან“ შეხვედრაში გამოჩნდა რა არ ჰყოფნის უპირველეს ყოვლისა ახალ თავგადასავალში, რაც საბოლოო დასკვნების გამოსატანად ნაადრევია:

„ბოლო დაპირისპირებაში თამაში ცრუ ცხრიანის პოზიციაზე დაიწყო, პასის მიღების მუდმივ მოლოდინში იყო. პირველ
ტაიმში ბურთს მეტოქის საჯარიმოში სამჯერ შეეხო, მეორეში კი მხოლოდ ერთხელ. მოედნის ბოლო ორ მესამედზე წარმატებული გადაცემების დაბალი პროცენტი (60) ჰქონდა. თითქოს ახალ თანაგუნდელებს არ იცნობდა. ადაპტაციას ლოგიკურად დრო სჭირდება, მით უმეტეს „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი კარგად ორგანიზებულ და პროგრესირებად გუნდში მივიდა, სადაც ასეთ გარემოებაში საკუთარი ადგილის პოვნა ძნელია. ბოლო 15 წუთში მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მარცხენა ფლანგზე გადაიყვანა, სადაც უკეთ გამოიყურებოდა. ის მოედნის ცენტრში ნაკლებად დომინირებადი იყო, ვიდრე ფრთაზე“.

altრა მოლოდონი გვაქვს ხვიჩასგან და რა უშლის ხელს მის გამოვლენას?!

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს ლამზირა ბიცოლების არგუმენტები - პასს არ აძლევენ ჩვენ ხვიჩიკოს, დიდა ენაცვალოს. როტაციის ფეხბურთელი იქნება, კიდე სხვებსაც მოიყვანენ კონკურენტებს. არაა ეს ხვიჩა სუპერ ვარსკვლავი. რაც იცის თამაშობს, დიდად ვარჯიშით არ იკლავს აშკარად თავს და იქნება ასე, მერე გადავა რამე საშუალო დონის გუნდში გერმანიაში და ეგაა. ჩვენთვის მაინც სულ საკვანძო მოთამაშე იქნება ნაკრებში. ოჯახმა, აგენტმა ა ცოლის მოყვანამ დაღუპეს
8
ეს ბარკოლა რას გამოგყავთ მესი, ბარკოლა არა არ იყოს მსოფლუო დონის ვარსკვლავი, საერთოდ არ ყავს ღრმა და ძლიერი შემადგელობა პსჟ და ეს გამოჩნდება ბარსასთან ან ლივერპულთან, ბრესტთან და რეიმსთან თამაშით ნუ გახადეთ პსჟ მაგარი გუნდი, ბოლო ტურებში შევიდნენ პლეი ოფის ზონაში, ბარკოლას 10 თამაში არ ქონდა გატანილი, ნებისმიერი შეიძლება ამოვარდეს ფორმიდან, მითუმეტეს ბარკოლა და დემბელეც, ლიგა 1 ლიდერობა არ გამოდგება საზომად, რაც შეხება კვარას, ბარკოლაზე და მთლიანად პსჟ ყველა ფეხბურთელზე მაღალი კლასი აქვს, მაგრამ ეგ უნდა აჩვენოს, მე დარწმუნებული ვარ აჩვენებს ამას. გახადეს ბარკოლა დუე და ესეთი დონის ფეხბურთელები სუპერ ვარსკვლავები:) ეგერ გაუშვეს ის კაცი და დაფრინავს ივენტუში, ბოლოს ინტერს რაც გაუკეთა კი ვნახეთ ყველამ, ფული აქვთ გუნდს ვერ აკეთებენ ფაქტია, ენრიკეც არ ჩანს ჭკუის კოლოფი, ფორვარდად რა უნდა ხვიჩას? ათიანზე კიდე შეიძლება, მითუმეტეს თუ არ ამარაგებენ პასებით
გოგა
18:59 18-02-2025
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული