"გაგვიმართლა... წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ" - სანიოლი რუმინეთთან მატჩს ობიექტურად აფასებს

AutoSharing Option
გასვლაზე ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს 2:1 სძლია, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კი ნამატჩევს კომენტარი გააკეთა.

"რუმინეთის დამარცხება ძალიან რთული იყო. პირველი მატჩი მოვიგეთ, თუმცა ვთვლი, რომ წელს ყველაზე ცუდად ვითამაშეთ. გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის ნაკლებობა გვქონდა. გაგვიმართლა, რომ მეტოქეს ფეხბურთელი გაუძევეს და უპირატესობის მოპოვება ამ მომენტში მოვახერხეთ. პირველი ტაიმით უკმაყოფილო ვარ. შეიძლება ძალიან ბევრს ვითხოვ, რადგან ივნისში თამაში ფეხბურთელებისთვის ადვილი არაა, თუმცა მჯერა, რომ უფრო მეტი შეგვიძლია.

​არ ვფიქრობ, რომ რუმინეთმა სუსტად ითამაშა, მათ მატჩი კარგად დაიწყეს, თუმცა წითელი
ბარათის შემდეგ თამაში რთულია. ამ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ იგებს. შესაძლოა, დღეს ფრე ლოგიკური შედეგი ყოფილიყო.

რუმინეთის თამაშის განხილვისას დავინახეთ, რომ ამ გუნდს ყველაზე მეტი პრობლემა ბურთის კონტროლისას ექმნებოდა, მათ კონტრშეტევების გაკონტროლება უჭირდათ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ ვთვლი, რომ დღეს რუმინეთმა ცუდად ითამაშა. ეს გუნდი რამდენიმე დღეში ინგლისს დაუპირისპირდება და წარმატებას ვუსურვებ ამ შეხვედრაში", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 32 /
ბევრმა აშკარად ვერ ითამაში, მაგრამ პლიუსი ის არის, რომ ამის მერე სანიოლს ვერავინ ეტყვის ამათ რატომ აღარ იძახებ ან არ ათამაშებო.
და კიდევ - მე თანახმა ვარ ცუდად ვითამაშოთ და მოვიგოთ, ვიდრე სულ კარგად ვითამაშოთ და ვერ მოვიგოთ!
Irakli
03 ივნისი 2021 17:52
0
გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, როგორი ხარისხისაც არ უნდა იყოს. გილოცავთ და ვიმედოვნებ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ!!! ნაკრებში ნიჭიერი თაობა მოვიდა...
tngh
03 ივნისი 2021 16:03
0
გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, როგორი ხარისხისაც არ უნდა იყოს. გილოცავთ და ვიმედოვნებ, კიდევ ბევრჯერ გაგვახარებთ!!! ნაკრებში ნიჭიერი თაობა მოვიდა...
tngh
03 ივნისი 2021 16:00
0
ვატყობ ეს კაცი, სანიოლაძე გახდება. მგონი ძველ დროს დაუბრუნებს ქვეყანას, "არის თუ არა ეს ბილეთი" აი მაგ დროიდან მოყოლებულს..........
gio
03 ივნისი 2021 13:13
0
კიო არ არის ეს კაცი, მაგრამ კიოსაც აჯობებს დიდი იმედი მაქვს. თუ ხვდებით ეროვნული ჩემპიონატი რომ გამოკეთდეს, იმისკენაც არის მისი აზრები მიმართული. თუ ივარგებ როგორც ფეხბურთელი მოკლედ არ დაიკარგები და ქვეყანასაც გამოადგები, თუ არა და ითამაშე 100 ლარზე ვითომ ფეხბურთი. ვეღარც დააბრალებს ვერავინ მაგარი ვარ და დავიკარგეო, ივარგებ-ითამაშებ და ცხოვრებითაც უზრუნველყოფილი იქნები ხალხის სიყვარულთან ერთად................
gori
03 ივნისი 2021 13:08
0
კუპატაძეზე არავინ არ წერს , არადა ლორია რომ ყოფილიყო კარში ამ თამაშს აუცილებლად წავაგებდით. ყოჩაღ ლაზარე მაგარი მეკარე დადგებიი
დდ
03 ივნისი 2021 13:07
20
სანამ რამეს იტყვი უნდა დაფიქრდე საქმეს არგებს ნათქვამი თუ ავნებს.ვითომ ლაზარეს კარგი გაუკეთეთ ლორიას დამცირებით?ზრდასრულს ასეთი ქცევა არ შეშვენის.
Tamaz
03 ივნისი 2021 13:38
1
გამარჯვება ცუდი თამაშის შემდეგ...ეს რაღაც სიახლეა.აქამდე,ჩვეულებრივ პირიქით იყო.იმის თქმა შეიძლება,რომ თავი არავის დაუზოგია,თუმცა ხარვეზებიც თვალსაჩინოზე მეტი იყო და უკვე აშკარად ჩანს პრობლემები დაცვის ცენტრსა და საყრდენ ზონაში.ხშირად პანიკის ნიშნებიც გვეტყობოდა,მაგრამ შეტევაში,გამოჩნდა კაცი,რომელზეც შეიძლება ბურთის მიწოდება და ამიტომ,გოლებიც გავიტანეთ.ახლა უკვე შეგვიძლია აქცენტირებული შეტევის წამოწყება და დაგვირგვინება.გამოჩნდა,რომ სანიოლი,საჭირო შეცვლებს,დროულად აკეთებს და უკვე მჯერა,რომ შემოდგომით, ოფიციალურ თამაშებში,საქართველო,საკმაოდ გამართული გუნდი იქნება.
სოსო
03 ივნისი 2021 13:07
0
როგორი გულწრფელი კაცია ვილი
Lasha
03 ივნისი 2021 12:08
0
აი, არ არის მწვრთნელი? ფეხბურთელები არა გვყავსო, ხომ დადო შედეგი? არა, ის ვერ გავიგე, რას ჩააცივდნენ ვაისს, ვილი რომ გვყოლოდა, ეხლა ევროპაზე ვითამაშებდით. მგონი გვეშველა. დარწმუნებული ვარ, რომ ოქრის, ბუდუს, შენგელიას და კვერკველიას აღარ ათამაშებს. აზაროვს მგონი მეტი შეუძლია, მაინც პირველი ტამაში იყო. კაშია საჭირო კაცია. აბუმ უმაგრესი გოლი გააკეთა, იმენა შეასრულა, ცოტა სისწრაფე რომ ჰქონდეს კარგია, საბაც დაუღალავია, მაგარი მუშაა და ვილის ხელში კიდევ მოუმატებს ტაქტიკურად. მეკარე მაკარიძეა. თავდამსხმელი გამოჩნდა და უნდა შეთამაშება გუნდთან. კიტეზე აღარაფერს ვიტყვი, უბრალოდ, უკეთეს გუნდს იმსახურებს და მგონი გადავა კიდეც, ვნახოთ ევროპაზე რას იზამს. გაისად კარგი გუნდი გვეყოლება. მაინც მგონია, რომ ამ თამაშში საყრდენი ზონა სუსტი იყო და აქ ახალი კაცი უნდა მოიძებნოს, მარტო აბუ, ვერ გაქაჩავს, კანკავაც უკვე საპენსიოა. საყრდენი ზონა უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს, როცა ჩაკვე და კვარა არა გყავს, რადგან კიტე შეტევაში გადადის. ებრალიძის მოსინჯვა შეიძლება საყრდენზე, მგოონი სათამაშო დრო აქვს და ფორმაშია, მარა , როცა ზენიტში იყო, მაშინ არ დაუძახეს და. ნახავს ვილი ჯაბას ჩამნაცვლებელს, ნიჭიერი კაცი ჩანს. მოკლედ იმედი მომეცა.
bijos
03 ივნისი 2021 12:00
5
როსტოვში თამაშობს 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი - გიორგი მახათაძე, რუსეთის მოქალაქეა. კარგი მუშა და ტექნიკური საყრდენია, არამგონია მარადაშვილს ჩამოუვარდებოდეს.
Lasha
03 ივნისი 2021 14:47
0
შენგელიაზე, ბუდუზე და კვირკველიაზე გეთანხმები, მაგრამ ოქრი ჯერ კიდევ გამოადგება ნაკრებს. კვეკვეც შეიძლება გავუშვათ პენსიაზე
ხვიჩა
03 ივნისი 2021 13:54
3
ყველა გამოხმაურება
ახლა წარმოვიდგინე, ჩევენი ნებისმიერი წინამორბედი მწვრთნელები რას იბაქიბუქებდნენ ამ თამაშის მერე :))))
Irakli Apkhaidze
03 ივნისი 2021 11:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული