"გამარჯვება თავდაჯერებას შეგვმატებს" - ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში რუმინეთი სტუმრად 2:1 დაამარცხა, ხოლო ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა nakrebi.ge-სთან კომენტარები გააკეთეს.

გიორგი მიქაუტაძე: "საქართველოს ნაკრებში გატანილი გოლით და პირველი მოგებით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, მე და ჩვენი გუნდი ასე გავაგრძელებთ".

გიორგი აბურჯანია: "ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო. არა მარტო მწვრთნელისთვის, ასევე ჩვენთვის. ეს შედეგი მომავალი მატჩებისთვის თავდაჯერებას შეგვმატებს. ეროვნულ ნაკრებში გატანილი გოლი ყველასთვის განსაკუთრებულია და ეს გოლი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი".

დავით ხოჭოლავა: "შეკრების დაწყებიდანვე არ გვქონდა იმის შეგრძნება, რომ ამხანაგური მატჩებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ,
რომ ახალი მწვრთნელი გვყავს, რომელმაც ახალი იდეები შემოგვთავაზა. რუმინეთის წინააღმდეგ ოფიციალური მატჩივით ვითამაშეთ, 90 წუთი ვიბრძოლეთ და რაც მთავარია, გავიმარჯვეთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
მიხარია, რომ მიქაუტაძის სახით ქართველი გერტ მიულერი შევიძინეთ!!!
0
ჩვენთვის არ არსებობს ამხანაგური თამაში! მე პირადად ვერ ვანსხვავებ, ამხანაგურს და ოფიციალურს, ორივეს ერთნაირი სიგიჟით ვუყურებ, მშვიდად ყურება , ოჰ ეს ამხანაგურია და რა უშავს მერე, ასე მიდგომა არც უნდა გქონდეთ . ნებისმიერი თამაში მსოფლიო რეიტინგში მაინც აისახება, ასე რომ ყველა თამაშში უნდა გავიდეთ მოსაგებად , მინიმუმ ქულის ასაღებად მაინც!
Vasili
09:30 03-06-2021
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული