რუმინული გამოცემა: რუმინეთი-საქართველოს მატჩი ჩაშლის პირას იყო

AutoSharing Option
რუმინული გამოცემა gsp.ro აქვეყნებს სტატიას სათაურით "3 რამ, რაც რუმინეთი-საქართველოს მატჩის შესახებ ტელევიზორში ვერ მოხვდა" და წერს, რომ ამხანაგური მატჩი ჩაშლის პირას იყო.

ავტორი რუმინეთისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს შორის მენტალურ სხვაობაზე ამახვილებს ყურადღებას და პირველად მაგალითად შესვენებისას სათადარიგო ფეხბურთელების მოქმედება მოჰყავს.

"პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებისას, რუმინეთის სარეზერვო რაზმი მეორე ნახევრისთვის ემზადებოდა, თუმცა ძალიან დიდი სხვაობა იყო მათ მხარეს და იმ ადგილს შორის, სადაც ქართველები ვარჯიშობდნენ.

სტუმრები დიდი ჟინით მოქმედებდნენ, მთელი ძალით ვარჯიშობდნენ, ტაქტიკურ სვლებსაც ამუშავებდნენ, კარგად მომზადებულ მინი-სესიებს ატარებდნენ.
რუმინელები კი მცირე ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი, უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ, მსუბუქად პასაობდნენ და თამაშის სურვილი და ორგანიზების ნიშანწყალი არ ეტყობოდათ."

ასევე, წყაროს ცნობით, შეხვედრა ლამის ჩაშლის პირას იყო, რადგან საქართველოს ნაკრები ქალაქის დატოვებასა და მინდორზე გასვლაზე უარის თქმას აპირებდა. ამის შესახებ პლოიეშტის სტადიონის უეფას სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვალერიუ რაკიტა საუბრობს:

"საქართველოს ნაკრების ოფიციალური ვარჯიშის დროს პრობლემები გვქონდა, რომლებიც იმ ფაქტით იყო გამოწვეული, რომ პლოიეშტში 3 დღის განმავლობაში წვიმდა და ბალახის გაკრეჭა ვერ მოვახერხეთ.

მინდორს ვერც კი შევეხეთ, მათ კი ისეთი რეაქცია ჰქონდათ, პლოიეშტში ჩამოსულ დიდ გუნდებსაც რომ არ გამოუმჟღავნებიათ.

ფედერაციას ელფოსტით წერილი გაუგზავნეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ თვითმფრინავში ჩაჯდომასა და ქვეყნიდან გაფრენას აპირებდნენ. მე კი მათ ავუხსენი, რომ ის დროებითი პრობლემა იყო და მატჩისთვის მინდორი ოპტიმალურ პარამეტრებში იქნებოდა. ეს ყველაფერი მენტალიტეტიდან გამომდინარეობს", - თქვა რაკიტამ.



მკითხველის კომენტარები / 9 /
წაგების ბოღმა ასე გამოხატეს, მეწვრილმანეობაა,წაგებასთან შეგუება უნდა შეგეძლოს, რომ მოეგოთ ეს არც გაახსენდებოდათ
aleksandre
05 ივნისი 2021 15:08
0
ეს ციგნები ნახე !გაიბუტნენ :D რაგბიში,კალათბურთში ავჭერით და ბარემ ფეხბურთიც დავუმუღამოთ :D
აბგდ
05 ივნისი 2021 00:24
2
ამათ ოღონდ მიზეზი მიეცი გაცდენის
გოგა
04 ივნისი 2021 23:20
22
ვინმე ფლოობთ ინფოს? ხარაიშვილს რატო არიძახიან ნაკრებში? დვალი თუ აკმაყოფილებს და კუხიანიძე ხარაიშვილმა რადააშავა ამხანაგურ თამაშებში მაინც რომიიღოს მონაწილეობა?!
giorgi
04 ივნისი 2021 19:06
15
ყანა შუჭამა ხარაიშვილის ძროხამ სანიოლს.D რა მიზეზი უნდა იყოს მოუმატოს მეტად და გამოიძახებს, თავისი თავის მტერი არავინ არაა, ვიძახდით რატომ არ იძახებენ ზივზივაძესო გამოიძახეს და რა ჯერ არაფერი, იმედია მოუმატებს.
hhh
04 ივნისი 2021 20:35
0
დაანებე თავი დვალს და კუხიანიძეს. ზივზივაძე, ლობჟანიძე, აზაროვი და შენგელიაზე ილაპარაკე.
sddd
04 ივნისი 2021 20:34
6
Mainteresebs ruminelibi ras ityodnene piriqit ro momxdariyo !? Sh.g. Da garet edzebt ra! Maspindzlebi tqven iyqvit tqven Unda gechvenebinat majali done magram araprad rom ar gvtvlit qartvelebs imitomac miudeqit saqmes upasuxismgeblod da magali standartebic daciet. Magari bichebi xart da italias an espatets gaubedet mase.vai tqvens patrooons
დათო
04 ივნისი 2021 18:53
0
კი ბატონო! მარაააა... ქართულად წერე რა თუ ძმა ხარ! რა უბედურებაა ეს! ქართული შრიფტების მეტი რაა ინტერნეტში?! კომენტების წერა რომ გისწავლია ერთი შრიფტის გადმოწერას რაღა უნდა?
ქორ-პარიკმახერი
05 ივნისი 2021 00:56
1
ახლა მივხვდი რატო მომეჩვენნენ ჩვენები დაპატარავებული.თურმე ბუჩქებში არ ჩანდნენ.
Levani
04 ივნისი 2021 18:30
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული