კიტეიშვილი: რუმინეთთან საუკეთესოდ არ გვითამაშია, მაგრამ გამარჯვებას დადებითი ემოციები მოჰყვა

AutoSharing Option
რუმინეთის 2:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან ამხანაგური მატჩისათვის ენსხედეში ემზადება. ვარჯიშის დასრულების შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"ეროვნულ ნაკრებში გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, არ აქვს მნიშვნელობა ეს მატჩი ამხანაგურია თუ ოფიციალური. რუმინეთთან მოპოვებულ გამარჯვებას ძალიან დადებითი ემოციები მოჰყვა. ბოლო წუთამდე დაძაბული შეხვედრა გამოდგა. შესაძლოა, ჩვენი საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ გამარჯვება მოვახერხეთ და დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

რაც შეეხება ნიდერლანდებთან თამაშს, ვფიქრობ, რომ მსოფლიოსა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და
ასეთი დონის მეტოქესთან თამაში ძალიან სასიამოვნოა. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ფეხბურთი ვითამაშოთ და დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ".

მკითხველის კომენტარები / 2 /
მერე მაგი ყველაზე ადვილი მოსამატებელია მაღალ ტემპში რომ ირბინო.
sddd
13:07 05-06-2021
1
ჰოლანდია ყოველთვის ძალიან სწრაფ და გაშლილ თამაშს თამაშობს,ჩვენ კი,სწორედ მთელი თამაში მაღალ ტემპში გვიჭირს.ძალიან საინტერესო იქნება,რამდენად ავყვებით მათ თამაშს.თუმცა ალბათ ბურთის დაჭერას და ტემპის დაგდებას შევეცდებით ,მაინც.თუ ჰოლანდიამ მთელი ძალები ჩაგვირთო,ეს ალბათ ბოლო წლების უძნელესი თამაში იქნება,ჩვენთვის და შესანიშნავი გამოცდაც.კარგ თამაშს და შედეგს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს.
სოსო
11:24 05-06-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული