უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
სამწუხაროდ 33 წლის კაშიას და 35 წლის ჯაბას შემცვლელი არ გვყავს დღეს.
Toma
07 ივნისი 2021 08:13
0
ერთი წლის წინ მთელი ერი ითხოვდა ჯაბას, კაშიას და ლორიას ნაკრებიდან გაშვებას.
რომ არა ეს გამოცდილი ფეხბურთელები მინიმუმ 5:0 წავაგებდით.
სამწუხარო ის არის, რომ მეკარის გარდა, ამ ორი მოთამაშის ღირსეული შემცვლელი ახალგაზრდებში არ ჩანს. დანარჩენ პოზიციებზე მაქვს მომავლის იმედი და ნიდერლანდებს არა მაგრამ საშუალო დონის ნაკრებებს შეიძლება რამე ვაწყენინოთ.
ko74
07 ივნისი 2021 10:03
0
ბანალური სკეპტიკოსი არ ვარ მაგრამ ვფიქრობ სანიოლმა ისე ითამაშააწინდელ შეხვედრაში ვინც იქნება მერე პრეტენზია არ გგქონდეთ ის და ეს რატო არ გამოიძახეთო
აჩი**
06 ივნისი 2021 22:25
6
კარგი და სასარგებლო ალიყური იყო
შაკო
07 ივნისი 2021 00:26
0
ამ 532 ტაქტიკას გუნდი დიდი ხანი რო თამაშობს და ამიღამებს უფრო და უფრო შენც კიარუნდა აყვე მაგაში? რაც რეალმა დაიჭირა ჩელსთან ის დავიჭირეთ ჩვენც... 442 ან 451 ტაქტიკით მაინც ეთამაშათ უფრო გაამართლებდა. ერთი პლიუსი უკვე დავინახე ოქრიაშვილი აღარ გააკარა გუნდს... იმედია მიყვება გვილია კვეკვე ბუდუ. დაუშვილი... ეს დავითაშვილიც აჩრდილიღა დარჩა.
რომა
06 ივნისი 2021 22:06
3
ვინც ისედაც იცი რომ არ ვარგა, იმათ რა გამოცდა უნდათ ?????????
gori
06 ივნისი 2021 22:06
2
ვკითხულობ კომენტარებს და ვერ გავიგე რამ დაგაკარგვინათ ობიექტურობის შეგრძნება? ჯერ ნახეთ სად თამაშობენ ისინი და მერე ჩვენები? კვარაცხელიაო, რომ გაიძახით და მასზე აგებთ ოცნების კოშკებს, რამდენი კვარაცხელიაზე აღმატებული ფეხბურთელი ყავდა დღევანდელ მეტოქეს?
შეეგუეთ იმ აზრს, რომ ამათ დონეზე თამაშს წლები ჭირდება და არა რუბინ-როტორ-სამგურალის სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელები!

მეც მიჭირს ამ სიმართლის მოსმენა, მაგრამ ესაა ობიექტური რეალობა.
ქომაგი
06 ივნისი 2021 23:31
1
იქ ქოფი-შოფში ხო არ შეიარეს? მარტო ბუდუ და გვილია? ლორიას გარდა ყველანი რას გვანდნენ.
სერგო
07 ივნისი 2021 09:30
0
არ არის საჭირო პანიკა ძმებო!
ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ, გაბრაზებული და საბრძოლო შემადგენლობით მყოფი ჰოლანდიის ნაკრები... ჩვენი ექსპერიმენტული შემადგენლობისთვის ზედმეტად ძლიერია!
არ ღირს ყურების ჩამოყრა, გასაგებია სასიამოვნო არაა, მაგრამ რეალობა ესაა.
არ შეიძლება სარკეს გაუბრაზდე როცა ის გიჩვენებს რომ პირი დასაბანი გაქვს და თმა შეჭრილი
დავითი
06 ივნისი 2021 22:52
1
აბსოლიტურად გეთანხმები. ნიდერლანდების ნაკრები მაქსიმალურად მოტივირებული იყო და დაგვანახა ევროპაზე გასვლის შემთხვევაში რა დღეში ჩავარდებოდით.
ცალკეული ფეხბურთლების კრიტიკას და ყურების ჩამოყრას აზრი არ აქვს. ნიდერლანდები ჩვენი საზომი არ არის.
ko74
07 ივნისი 2021 09:56
1
ვაცალოთ ამ კაცს, 2-3 წელი ატაროს ექსპერიმენტები და მერე, მორიგ მწვრთნელთან და უცვლელ ფედერაციასთან ერთად, იმედით შევხვდეთ მორიგ შესარჩევ ციკლს
კოტე ბრეგვაძე
06 ივნისი 2021 22:23
19
ასე მანდრაჟით თამაში რა იყო,თავმოყვარეობაც ხომ უნდა ქონდეთ?! კლასი მარტო კიტეიშვილს, კაშიასა და ლორიას ეტყობოდა. გასაგებია - კვარაცხელია და ჩაკვეტაძე არ თამაშობენ, მაგრამ ელემენტარულ სიტუაციაში ბურთის გატანა სხვებმაც უნდა შეძლონ! საბა ლობჟანიძემ მესის ტრიუკი მოინდომა, თავზე გადაგდება, გვილიამ ცარიელ კარში გამაზა. ზივზივაძე ბუტაფორიაა. მოკლედ გამოჩნდა ვინ არის ნაკრებიდან გასარიცხი!
მერაბი
07 ივნისი 2021 09:44
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული