უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
მთავარია გულშემატკივარმა და ჯურნალისტებმა მიაღწიეთ საწადელს და ზიბზიბაძე ნაკრებშია, ვაისი კი გავაგდეთ.
semi
07 ივნისი 2021 10:08
1
კლასში სხვაობა საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, 2-3 ნაბიჯით სულ წინ იყვნენ, ამის დაკომპენსირება მხოლოდ სწრაფი გადაადგილებით და მოედნის შესაბამის ნაწილში მეტობის შექმნით შეიძლება, რაც ვერ მოხერხდა (ან არც იყო ასეთი დავალება). ჩვენი მომენტების გამოუყენებლობის მიზეზი დაბალი დონის პირველობებზე ასპარეზობაა და ოპტიმალური ფორმის არქონა
gizo
06 ივნისი 2021 23:16
0
დამთავრდა ახალი ცოცხის ზღაპარი??? ან რუმინეთთან რა ითამაშეს. რადგამ მოვიგეთ, ამიტომ? მოკლედ ტრენერი არ გვიშველის. სანამ ტრაბახს თავს არ დავანებებთ, არაფერში არ გვეშველება. უნდა მივხვდეთ- ფეხბურთი კოლექტიური თამაშია. ასე გვეთამაშა ჰოლანდია, მაგრამ ვინმე იტყვის რომ ტექნიკით 2-3-ჯერ არ გვჯობდნენ? ჩვენ კიდევ ფეხბურთელს ვაფასებთ ჯერ დრიბლინგის უნარით. და გვყავს უამრავი მღოღავი, ბრმა, ცალფეხა, უტვინო, ეგოისტი ვითომ ფეხბურთელი.
Hoda
07 ივნისი 2021 14:08
2
კარგით რა, უკვე აღარ მაქ იმედი რო რამე გვეშველება. არადა შეგვიძლია.
123 321
07 ივნისი 2021 10:27
5
თვითონ ვერ იჯერებენ ნაკრებში რომ ათამაშებენ და ამ სანიოლს რა დაემართა, აძალებს ეტყობა სასტავი
???????????????
06 ივნისი 2021 23:11
1
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თითქმის ყველას, თავად უკვირთ, ნაკრებში რომ ათამაშებენ ყველას თუ არა. რად უნდა აბსოლუტურ უვარგისს გამოცდა, ჩვენს ჩემპიონატში ამათნაირი კონა აბაზია
სრული სიმართლე
06 ივნისი 2021 23:04
1
ზივზივაძის გამოძახება ნაკრებში სანიოლმა თავანში წააგო თუ რა ხდება ან თუნდაც გვილია.
ზურა
06 ივნისი 2021 22:42
1
გვილიას წაყვანა უნდაო ქეცბას და რად უნდა ნეტა,ხომ არ იცით.მიუხედავად ცუდი თამაშისა გუნდის,34 წლის კაშია ჯობდა კიდე სხვას--ფიზიკურადაც და საერთოდ.გვილია რად უნდა ქეცბას ხომ არ იცით.გიორბელიძე ძალიან სუსტი იყო დღეს როგორც დვალი,კაკაბაძე და ხოჭოლავა
ასე თუ იყვნენ სექტემბერში დავიღუპებით.არადა კიტე,კანკავა,ჩაკვე,კვარა,წინ წიტაიშ
ვილი მიქაუტაძე,რაღაც იმედი გაჩნდა მაგრამ დაცვას რაუყოთ.მოკლედ წარმატებები ბიჭებს.პ.ს.მოკლედ ერთი პოზიტივი მაინც იყო დღეს.ძალიან მაგრა იმსაჯა დღეს ფინალი ევროპის ჩემპიონატის 21წლამდელთა შორის ქართველთა მსაჯთა ბრიგადამ.ბრავო,აღფრთოვანებულიდავრჩი მეც და ამერიკაში არის მექსიკური სპორტული არხი--კონტაქტო და პორტივო,იმის კომენტატორი, რომელიც აწარმოებდა პირდაპირ ტრანსლიაციას ამ მატჩის.ბრავო
/
კახა ქ.
07 ივნისი 2021 01:28
0
არ ვიცი რა დავწერო. ბავშობაში არჩევან არადანზე, ბოლოდ რომ ვირჩევდით, მაგ ფეხბურთს თამაშობს ზოგიერთი.
100%
06 ივნისი 2021 23:28
1
მიკერძოეუბულად არის თამაშ გაშუქებული!! პირველ ტაიმშ ორი ნაღდი მომენტი გვქონდა პირველივე წუთებზე საბა ლობჟანიძეს ერთი ერთზე თავზე რომ უგდებდა და მეორე გვლიას მპომენტი მიმოხილვაში საბას ეფრთი ერთზე გასვლა არ არის შეტანილი!! რატომ? ამას გარდა რამოდენიმეჯერ კონტრშეტევის კარგი შანსი გვქონდა. ჩვენი ყველა მომენტი აშკარად გააზრებული იყო და იცოდნენ ფეხბურტელებმა სად უნდა მდგარიყვნენ. ძალიან ბევრ გრანდს არაქვს ჰოლანდიაში ორი ნაღდი მომენტი!! არ არის საჭირო ნაცრის თავზე ყრა!!! გიბრალტარის სრუტე მომენტებს რომ გვიქმნიდა და 1:0 ძლივს ვუგებდით მაგ დროს სპორტალის გააფთრებული და კრიტიკული სტაიები არ გვახსოვს ამიტომ დავწყნარდეთ და მომავალზე ვიფიქროთ!!!!!! თამაში რა თქმა უნდა სუსტი იყო ბიჭები შეშინებულები გავიდნენ მოედანზე ეს აღარ უნდა განმეორდეს!!!!!!!!!!! სპორტალლ წინა კომენტარი ზუსტად ასეთი შინაარსის იყო და დაბლოკეთ მოვითხოვ კომენტარი გაუშვათ!!!!!!!!!! ფეიქბუქზე თქვენს გვერდზე დავწერ იგივეს და სხვა აქცენტებსაც გავაკეთებ :)))))))))))
დავიდ რევაზოვიჩი
06 ივნისი 2021 23:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული