უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
ამხანაგური თამაშები ექსპერიმენტებისთვისაა. აბა სად უნდა გამოსცადოს ახალი ტაქტიკა და მოთამაშეები გენიოსებო?
ჯონდო
07 ივნისი 2021 08:07
2
უი 2 დღე რუმინეთში გადაუღებლად იწვიმა და ამ მინდორზე როგორ ვითამაშებთო (ევროპის ვარსკვლავებმა) ფედერაციაში გადმორეკეს... იქნებ ეზოს მოედანზეა ნახევარი გუნდის ადგილი? ხალიჩიანზე არა ასფალტიანზე!!!
ზურა
07 ივნისი 2021 08:00
1
ინგლისს რუმინეთის დამარცხება გაუჭირდა სახლში (1-0 პენალტიდან გატანილი გოლით). ჩვენ გასვლაზე დავამარცხეთ რუმინეთი. არც ისე ცუდად არის საქმე.
დაბრუნდებიან ნაკრებში კვარა და ჩაკვე, და უფრო კარგად ვითამაშებთ.
ქ. გ.
07 ივნისი 2021 07:55
2
ლობჟანიძეს რომ გაეტანა დასაწყისში ის ბურთი სხვა შინაარსის თამაში იქნებოდა.მცველები უნდა კითხულობდნენუ კეთესად თამაშს გადაახვიეთ და ნახეთ სად მოისუსტეს.
ილია
07 ივნისი 2021 07:10
0
ვაი ეს კომენტატორებიი. განსაკუთრებით თვალაბეიშვილი...
შოთა
07 ივნისი 2021 01:58
4
ძალიან დაგვაკლა ხვიჩა და კანკავა. ჩაკვემ ტრამვის ფონზე ნორმალურად ითამაშა. ფორვარდის პოზიციაზე დვალიშვილის შემდეგ სულ პრობლემაა, ისევე როგორც მარჯვენა მცველის პოზიციაზე, უჩას შემდეგ!
რობერტინიო
07 ივნისი 2021 01:49
15
გვილიას წაყვანა უნდაო ქეცბას და რად უნდა ნეტა,ხომ არ იცით.მიუხედავად ცუდი თამაშისა გუნდის,34 წლის კაშია ჯობდა კიდე სხვას--ფიზიკურადაც და საერთოდ.გვილია რად უნდა ქეცბას ხომ არ იცით.გიორბელიძე ძალიან სუსტი იყო დღეს როგორც დვალი,კაკაბაძე და ხოჭოლავა
ასე თუ იყვნენ სექტემბერში დავიღუპებით.არადა კიტე,კანკავა,ჩაკვე,კვარა,წინ წიტაიშ
ვილი მიქაუტაძე,რაღაც იმედი გაჩნდა მაგრამ დაცვას რაუყოთ.მოკლედ წარმატებები ბიჭებს.პ.ს.მოკლედ ერთი პოზიტივი მაინც იყო დღეს.ძალიან მაგრა იმსაჯა დღეს ფინალი ევროპის ჩემპიონატის 21წლამდელთა შორის ქართველთა მსაჯთა ბრიგადამ.ბრავო,აღფრთოვანებულიდავრჩი მეც და ამერიკაში არის მექსიკური სპორტული არხი--კონტაქტო და პორტივო,იმის კომენტატორი, რომელიც აწარმოებდა პირდაპირ ტრანსლიაციას ამ მატჩის.ბრავო
/
კახა ქ.
07 ივნისი 2021 01:28
0
ზივზივაძეს სავარაუდოდ აღარ გამოიძახებს, დღეს გამოჩნდა რომ ძირითად 11 კაცში მხოლოდ ორს ქონდა კლასი ესიყო კაშია და კიტეიშვილი. სანიოლი ერთი ერთზე გატანას ვერასწავლის აი რაც ლობჟანიძემ გააკეთა მაგალითად თამაშის დასაწყისში ერთიერთზე გავიდა და თქვზე გადაგდება მოინდომა და ბურთი მისცა პროსტა მეკარეს, გვილიაც ერთიერთზე იყო თითქმის მეორე ტაიმში და ფეხი აუკანკალდა ესეთ რაღაცეებს სანიოლი ვერასწავლის გამჯდარი უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს რაც ამათ არააქვთ
აბაშა
07 ივნისი 2021 00:44
0
ამხ თამაში იყო და იმედია ბოლოჯერ ვნახეთ ექსპერიმენტები შემადგენლობაში.თუ 4-4-2 ვითამაშებთ კვარა-აბურჯა-ჯაბა-წიტაიშვილი წინ ჩაკვე-მიქაუტაძე.მცველები ტაბიძე-ხოჭოლავა-კაშია-კაკაბაძე. კიტე აზაროვი ოქრი გიორბ შეცვლაზე
BOSS
07 ივნისი 2021 00:42
2
რა მალე გადაუსმევენ ეს ურა პაროტები ხაზს ყველაფერს
ბაჩი
07 ივნისი 2021 00:28
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული