უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
ფანდურის ამბავია. უმეტესობა არც გამოცდას იმსახურებდა, ჩვენს ჩემპიონატზეა მასაძიებელი პირველ რიგში ფიზიკურად ძლიერი ბიჭები, დღეს ეტყობა დაბოლილები იყვნენ........
mmm
06 ივნისი 2021 22:29
2
ვუყურე ჰოლანდიელ ფეხბურთელებს და მივხვდი რა დონის პროფესიონალები არიან,ფიზიკურად რა ძლიერები არიან,მოედნის გარდა დარბაზის ვარჯიშიც რა მნიშვნელოვანია მათთვის ტანზეც ეტყობოდათ. ჩვენ X6 ბიჭებს ხომ ყველაფერი ეზარებათ კონტრაქტის მერე. მე-9 კლასელი ბავშვებივით დასდევდნენ,ერთიბეწოები.... კვირაში 2 დღე მაინც დაუთმეთ ტრენაჟორებს, რას გევხართ!!! ნაკრების ფორმა კიდევ მხოლოდ მე მგონია დაბალი დონის დიზაინის?
ზურა
06 ივნისი 2021 22:29
4
არ ცდები. დღეს ვნახე ეგ მაისური და არ მომეწონა.თამაშს რაც შეეხება, ეგ არის როტორის, ფერენცვაროშის და ანართოზისის ფეხბურთელების განსხვავება ბარსელონას, ლიონის და ლივერპულის მოთამაშეებს შორის. მეტს ვერ მოვთხოვთ, ჯერჯერობით მაკედონიის დონეს უნდა ვებრძოლოთ
: )))))))
07 ივნისი 2021 00:56
0
არაფერია, ჰოლანდიასთან წავაგეთ და არა ალბანეთთან ან ლიტვასთან.

ჩემთვის მთავარია რომ სანიოლმა კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი ნახა საქმეში და ტაქტიკაც მოსინჯა განსხვავებული. მატჩის კომენტატორებს არ დავეთანხმები. ეს ჰოლანდია არა აირად არ არის ესპანეთზე ნაკლები თუ მეტი არა და ბევრად ჯობია შვედეთს. სად ჰყაბს შვედეთს ამდენი ტექნიკური და შემსრულებელი ფეხბურთელი, უბრალოდ ფიზიკურად ძლიერები არიან.

დაბრუნდებიან ძირითადის სხვა ფეხბურთელებიც და ყველაფერი კარგად იქნება. კოსოვის ორივეს მოვუგებთ. საბერძნეთს სახლში დიდი იმედი მაქვს მოვუგებთ. ესპანეთთან თუნდაც წავაგოთ გასვლა, მთავარია ბოლოს შვედეთს მოვუგოთ სახლში.
არაუშავს, ყველაფერი კარგადაა
06 ივნისი 2021 22:29
24
ნეტა არიან მორწმუნენი? არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი.
გუსანი
07 ივნისი 2021 00:24
0
მგონი დაიბრუნა ნაკრებმა ტრადიციული "ფორმა".
1
06 ივნისი 2021 22:26
11
ბოდიში, დისლაიკზე დამეჭირა :)
soso
06 ივნისი 2021 22:52
0
უკვე მაგრად მეეჭვება ამ უნიჭოებისგან გუნდი როგორ უნდა დააყენოს ამ კაცმა. საიმედო არცერთია, ხან გამოსდის რაღაც და ხან მენახირე გეგონება საერთოდ. ფიზიკურად შახმატისტებზე ცუდად არიან, არაფერი გვეშველება სამწუხაროდ
?
06 ივნისი 2021 22:26
14
გვილია აღარ დამანახოთ რა, ისე არც ასე დაბულინგებაა სწორი, ისევე როგორც ცაში აყვანა არ იყო სწორი წინა თამაშებში.
hhh
06 ივნისი 2021 22:25
1
რა გვილიას დაბულინგება? ჩვენ არ გვაბულინგებენ მის ფართხალს რომ გვაყურებინებენ? სულ ვამბობდი ეგ ბიჭი არის საფეხბურთო ინტელექტის არმქონე, ფათაფუთა მოთამაშე.
David
07 ივნისი 2021 07:45
0
ბანალური სკეპტიკოსი არ ვარ მაგრამ ვფიქრობ სანიოლმა ისე ითამაშააწინდელ შეხვედრაში ვინც იქნება მერე პრეტენზია არ გგქონდეთ ის და ეს რატო არ გამოიძახეთო
აჩი**
06 ივნისი 2021 22:25
6
გამოჩნდა, რომ ზივზივაძე უმაღლესი კლასის მუზიკანტია.
გენა
06 ივნისი 2021 22:24
1
ვაცალოთ ამ კაცს, 2-3 წელი ატაროს ექსპერიმენტები და მერე, მორიგ მწვრთნელთან და უცვლელ ფედერაციასთან ერთად, იმედით შევხვდეთ მორიგ შესარჩევ ციკლს
კოტე ბრეგვაძე
06 ივნისი 2021 22:23
19
7 კაცი 100 %-ით შესაცვლელია, პირველ რიგში ფიზიკურად არიან მოსამზადებლები, ერთი თვის ნაშიმშილარებს გვანან, ფიზ-მწვრთნელი ჰყავთ საერთოდ, დაბოლილებივით დაბორიალობენ და არც იციან რას აკეთებენ, უვარგისების ამდენი გამოცდა არც გამეგო აქამდე
dato
06 ივნისი 2021 22:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული