უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
ბევრია გასაკრიტიკებელი, გვილიამ საშინლად ითამაშა და ეს მარტო ვერ გატანას არ ეხება, თუმცა კარგი თამაშებიც ჰქონია და იმედია დაიბრუნებს ფორმას. ბევრმა სხვამაც ვერ ითამაშა, კაკაბაძესაც საშინელი თამაში ჰქონდა, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში თუ შევლენ გამოადგებიან ნაკრებს. ბევრი გამოსცადა სანიოლმა და ესაა რაც არის. მაგრამ ზივზივაძის ამდენი ნდობა რაღაც არ მესმის!
Irakli
06 ივნისი 2021 22:58
0
უვარგისები ასჯერ რომ არ გამოეცადა და პირდაპირ ახალ კადრებზე გადასულიყო სანიოლი, ვინმე უჩივლებდა თუ ან ხალხმა არ იცის, რომ ფეხბურთელის გარდა ყველაფერია უმეტესობა. უმეტესობას საკუთარი გუნდები არ ათამაშებენ ან საერთოდ იშორებენ ეს რა ნაგავი ვიყიდეთო, ყველაფერში საცდელი კურდღლები როგორ ვართ ???? პირველ რიგში ფიზიკურად არცერთი ვარგა სიმაღლეზე აღარაფერს ვამბობ............. ჰანდიკაპზე დადეს ეტყობა თვითონ
????
06 ივნისი 2021 22:55
1
კაცო, როცა ისედაც იცი, რომ უვარგისია, ეს ამდენი გამოცდა რა უბედურებაა, დავიჯერო ეს სანიოლის ამბებია თუ ისევ ისე ეჩრებიან უვარგისები ???????????
???????????????????????????????????????????????????????????????
06 ივნისი 2021 22:43
1
ესეც ჩვენი სანიოლი.
foodboll
06 ივნისი 2021 22:06
61
ლობჟანიძე სუსტია სანიოლის ხელში, გვილია და ზივზივი ვერ ქაჩავენ, წინსრაფვა არცერთს არ აქვთ და საკვანძო მომენტებში ყველა არასწორგადაწყვეტილებას იღებს.
მ.მ
06 ივნისი 2021 22:53
1
საერთოდ ნიდერლანდების ნაკრები არ მომეწონა , უფრო მეტს ველოდებოდი , საქართველოს ნაკრები ჭ კლასია........
vvvvv
06 ივნისი 2021 22:39
1
ხომ ვიგემეთ ისევ ლეგიონერ ქართველთა დონე და სუპერ ხარისხი? ისევ დაადიზლაიქეთ ახლა მონდომებით :)
არამგონია რომ ელიგაში მოთამაშეებმა ამათზე მეტად შეგვარცხვინონ, ჰოდა რა აზრი აქვს ამათ გამოძახებას?ელიგაში ქემაინც ერთმანეთს იცნობენ და ერთ სტილში თამაშობენ, ხშირად ხვდბეიან ერთმანეთს.
თუ ვინმეს ამათგან მაგრად უნდა ნაკრებში, ელიგიდან მივიდეს და ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდეს, იქ აჩვენოს თუ აქვს კლასი და მასთან ერთად გაიზრდებიან სხვებიც.
jango
07 ივნისი 2021 15:24
4
90-იან წლებში გვყავდა სუპერთაობა, რომლებიც თავიანთ კლუბებში იყვნენ გუნდის ლიდერები და ის თაობა ევროზე, ან მსოფლიოზე რომ ვერ გავიდა ეს იყო იმ დროის მწვრთნელების ჩივაძის, ყიფიანის, ძოძუშვილის და გუცაევის ბრალი, რომლებიც არა თუ დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელები, არამედ 0 კვალიფიკაცის მწვრთნელები იყვნენ. იმის შემდეგი თაობა იყო კატასტროფა, მხოლოდ 1-2 ფეხბურთელი გვყავდა მაღალი დონის და მაღალი დონის მწვრთნელიც კი ვერ დადებდა შედეგს.
დღეს უკვე შეგვიძლია იმის თქმა რომ გვყავს კარგი გუნდი, რა თქმა უნდა ისეთი არა გვყავს როგორც 90-იანების დროს გვყავდა, მაგრამ ამ გუნდით შეიძლება უკეთესი შედეგების დადება. უკვე შეიძლება ცუდი შედეგების მწვრთნელზე გადაბრალება. თუ სანიოლს უნდა ექსპერიმენტების ჩატარება მაშინ სუსტი გუნდები უნდა ავირჩიოთ სპარინგად. ნიდერლანდები ის მეტოქეა, რომელთანაც ძირითადი ბირთვით უნდა ითამაშო და ჩემი აზრით სანიოლი უკვე უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული თუ ვინ არის ძირითადი თერთმეტეულის ფეხბურთელი.
დაT
07 ივნისი 2021 11:45
1
რა მალე გადაუსმევენ ეს ურა პაროტები ხაზს ყველაფერს
ბაჩი
07 ივნისი 2021 00:28
2
სამწუხაროდ არამარტო სპორტსმენებს, არამედ მთელ ქვეყანას კომპლექსი აქვს რომ მას რაღაც შეუძლია.. ამ კომპლექსის ჩვენთვის შესაძენად ძალიან იღწვიან მავანნი და მავანნი ძაილან დიდი ხანია, არაერთი საუკუნეც კი, და პრინციპში მიზანსაც აღწევენ.. თუმცა იმედი მაქვს ბოლომდე ვერა და ქართველიც ირწმუნებს თანაც ძალიან.მალე რომ მას მართლაც რაღაც შეუძლია!!!
zviads
07 ივნისი 2021 00:07
2
აბა რა ვქნათ, ვთქვათ რომ არაფერი შეგვიძლია, ჩამოვყაროთ ყურები და ან ვიქნებით ქართველი ერი ან არა. ასე რიმ ეფიქრათ ჩვენს წინაპრებს, ჩვენი ხსენებაც არ იქნებიდა დღეს. დიახაც, ნიჭიერი ხალხი ვართ და ყველაფერიც შეგვიძლია.
კალდუნა
07 ივნისი 2021 10:14
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული