უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
ექსპერიმენტებს იმიტომ აკეთებს სანიოლი რომ ძირითადი ბირთვი ნახოს ვინ იქნება, აბა ამხანაგურების იდეა ხხვა რა არის
ზორბეგი
06 ივნისი 2021 22:16
2
ჯერ თქვენ პოსტის გამოქვეყნება ისწავლეთ და მერე ისაუბრეთ და ასწავლეთ სანიოლს ჭკუა, წააგო ნაკრება და ჰაიდა დავიწყეთ ისევ ის როგორც ვიცოდით, ყველა თამაშს ხომ ვერ მოვიგებთ? აბა როგორ ჩამოაყალიბოს ამ კაცმა ნაკრები? როგორ გაიგოს ვინ ვინაა? ასე უცებ სად ხდება? რომ გკითხონ სპორტული ჟურნალისტები ხართ, როგორმე ცუდი თქვათ, ქეცბაიას არ იყოს ჩასაფრებულები ხართ.
ზუკა
06 ივნისი 2021 22:07
6
ზივზივაძე
დავითაშვილი
დაუშვილი
გვილია
ხოჭოლავა
კვეკვესკირი

არ არიან სანაკრებო ხალხი!
დეპაი
06 ივნისი 2021 22:04
2
მაგათ მაგივრად ვის აირჩევდი
mmm
06 ივნისი 2021 22:35
17
დავითაშვილის ახლობლები ხართ უეჭველი,უნდა იცოდე სამარცხვინოა და უღირსი გულშემატკივრებს პატივს არ ცემს,არ განძრეულა დღეს საერთოდ,ეს არის უპატივცემლობა..ზივზივაძეზე რა უნდა ვთქვა ბუდუ რომ ქვია ის ეყოფა მაგ გაჭირვებულს..
mmm-s
06 ივნისი 2021 22:48
2
7 კაცი 100 %-ით შესაცვლელია, პირველ რიგში ფიზიკურად არიან მოსამზადებლები, ერთი თვის ნაშიმშილარებს გვანან, ფიზ-მწვრთნელი ჰყავთ საერთოდ, დაბოლილებივით დაბორიალობენ და არც იციან რას აკეთებენ, უვარგისების ამდენი გამოცდა არც გამეგო აქამდე
dato
06 ივნისი 2021 22:21
2
ფიზიკა ნული აქვს ყველას. უვარგისების გამოცდა კიდევ ამდენჯერ , არ გამიგია. ფეხბურთელს ვერ პოულობს ნორმალურს ეს კაცი და რა ქნას. საერთოდ ახალი გუნდია ასაწყობი, 90% შესაცვლელია..........
სტალინი
06 ივნისი 2021 22:09
2
უკვე მაგრად მეეჭვება ამ უნიჭოებისგან გუნდი როგორ უნდა დააყენოს ამ კაცმა. საიმედო არცერთია, ხან გამოსდის რაღაც და ხან მენახირე გეგონება საერთოდ. ფიზიკურად შახმატისტებზე ცუდად არიან, არაფერი გვეშველება სამწუხაროდ
?
06 ივნისი 2021 22:26
14
პირველი ორი გოლი დვალის კისერზეა აუტს რატო აწვდი შვილო გიორბელიძე რას მიკეთებს მიხედე საქმეს რა.. იმედია ტაბიძეს გამოცდის ამის მერე...ბუდუ ალვის ხეები ოქრია კვეკვე დაუშვილი გვილია ნაკრებს აღარასდროს არუნდა გააკარო. დავითაშვილიც სადღაც ძაან გაღმაა.. ბერიძეს რატომ არ მისცა შანსი? ძაან გასაცხრილია ნაკრები და სექტემბერში იმედია იმათ აღარ ვნახავ ვინც ჩამოვთვალე. იმენა მეთოხეები არიან ფეხბურთელები კიარა
რომა
06 ივნისი 2021 22:17
4
რეალურად უნდა შევხედოთ სურათს, საქართველოს ნაკრები კვარას და ჯაბას გარეშე საშუალოზე ძლიერ ნაკრებთან ფეხბურთის თამაში უჭირს. ამათ მომავალში თუ დაემატება ჩაკვე და წიტაიშვილი, მერე შეიძლება რაიმეზე ფიქრი. რამდენიც მოუმატეს ეგრევე მომენტებს ქმნიდნენ ჰოლანდიელები! ვილი იმედია ბევრს გაუშვებს ნაკრებიდან, გამოჩნდა რომ არ აკმაყოფილებენ ნაკრების დონეს. დაცვაში დღეს მალტის და ფარერების დონეზე ვითამაშეთ, წინ პირველ ტაიმში ასე თუ ისე რაღაცაც ვქმნიდით! მთლიანობაში ძალიან დაბალ დონეზე ვითამაშეთ და რომ მოენდომებინა ჰოლანდიას მინიმუმ კიდევ ერთი ამდენ გოლს გაგვიტანდა.
azri
06 ივნისი 2021 22:14
1
სამწუხაროდ ამ მომენტისთვის, მინიმუმ გვილია და ბუდუ ნაკრების ფეხბურთელები არ არიან. ვერ ვხვდები მეორე ტაიმი რატომ მიეცათ
მდაა
06 ივნისი 2021 22:08
1
ფანდურის ამბავია. უმეტესობა არც გამოცდას იმსახურებდა, ჩვენს ჩემპიონატზეა მასაძიებელი პირველ რიგში ფიზიკურად ძლიერი ბიჭები, დღეს ეტყობა დაბოლილები იყვნენ........
mmm
06 ივნისი 2021 22:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული