უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
უვარგისს გამოცდა რად უნდა, რა გადაგვაყოლეს ამდენი ხლამით. სულ ახალი ხალხია საჭირო ირბენენ მაინც. ბალეტმეისტერი თამაშს ვერასოდეს მოიგებს..........
???????????????
06 ივნისი 2021 22:16
1
ჰოლანდიელებიდან გვილია საუკეთესო იყო...
ლაშა
06 ივნისი 2021 22:04
2
კარში სწორად დარტყმა, ერთი ერთზე რომ გახვალ და ვერ გაიტან, ახლო მანძილიდან შენი კარისკენ რომ დაარტყავ ან ესეთებს რა გამოცდა უნდა ან ეგეც ვილიმ უნდა ასწავლოს?
?
06 ივნისი 2021 22:04
0
მხოლოდ ერთი რამე მაინტერესებს, რომ იცი რომ უვარგისი მოთამაშეა, იმას გამოცდა რად უნდა ?????????????????????????
???????????????
06 ივნისი 2021 22:02
2
იმათ უნდა რომ ოფიციალურებში ჩვენ და ჟურნალოსტებმა ტვინი არ წავუღოთ ბუდუს შანს რატო არ აძლევო.
ბოკინიო
06 ივნისი 2021 23:44
1
დადასტურდა საბოლოოდ, რომ დავითაშვილი და ზივზივაძე არ არიან ნაკრების დონე, ასევე გვილიაც ვეღარ ქაჩავს, ადრე კიდევ არაუშავდა მაგრამ ფაქტია რომ ბოლო პერიოდში არ არი სანაკრებო ფეხბურთელი, სხვებიც ვერ წყვეტდნენ გუშინ ვარსკვლავებს, მაგრამ ითამაშებენ ასე თუ ისე. მოკლედ ნიდერლანდებთან წაგება არ არი პრობლემა, ბევრი რამე გამოჩნდა სანიოლისთვის, მხოლოდ ერთი არ მომეწონა მისგან: ნუ ელოდება ვაისივით მე 60 ან 70ე წუთს, შესახვლელი დროულად უნდა შეიცვალოს
Bs
07 ივნისი 2021 09:22
0
არც შემცვლელი გვივარგა არც ძირითადი და იბნევიან მწვრთნელები რა ქნან არ იციან, დიდხანს აკვირდებიან ეგებ გაუგონ რამე ჩვენ ფეხბურთელებს. უცხოელებიდან აქამდე მარტო ბოსხკამპმა გაგვიგო.
ლუკა
07 ივნისი 2021 12:10
0
გვილია!აწი თუ გამოგიძახეს,უთხარი ცუდად ვარ,ვერ ვითამაშებთქო.ცოტა შენც ისინდისე ძმა.
zura
07 ივნისი 2021 08:51
1
ეს აშკარად სხვა კალიბრის მეტოქე იყო.ასეთებისთვის მზად ნამდვილად არ ვართ,
Master
06 ივნისი 2021 22:02
3
ამათ ღირსებას არა აქვთ, თამაში როცა არ შეგიძლია, აღარც უნდა გაეკვეხო რომც გამოგიძახონ. ბალეტში გამოდგებიან , რადგანაც ფიზმომზადება მინუსებში აქვთ
gio
06 ივნისი 2021 22:12
1
საერთო ჯამში, ამხანაგურებიც მაგიტომ არის. ბევრმა კი ისედაც ვიცოდით, მარა ახლა ხომ აშკარაა, რომ მინიმუმ სამმა კაცმა გვარებს (არ დავწერ) ქუდი უნდა დაიხუროს და წავიდეს
domenti
06 ივნისი 2021 22:09
0
ყველა კომეტარს გადავხედე ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ადრეც ვთქვი და ეხლაც ვამბობ მწვრთნელი ისეთ დღეში ვართ დღეს და ისეთ დღეშია ქართული ფეხბურთი რომ არაფერ შუაშია ჩვენი ფორმაციის ნაკრებში. აქ მიზეზი ორია: პირველი არ გვაქვს ბავშვთა სკოლები და აკადემიები და მეორე ვინც გვყავს სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ აი ძირეული ორი პრობლემა დანარჩენი სხვა ამ შემთხვევაში ვიმეორებ აპრიორია ეს სახელების დაგვარების ხსენება რა ვქნათ არ გვყავს გვილიას და კაშიას შემცვლელი ყველა მწვრთნელს მათთან უწევს მუშაობა აგერ ანჩელოტი მოიყვანე მიეცი 10 მილიონი გაფიცებთ ძმობას რას გვიშველის?! კაროჩე ძაღლი იყეფს და ქარავანი ივლის მანამ სანამ ბავშვათა ფეხბურთს და ჩემპიონატს არ მივხედავთ!!!
ავჭალიდან
07 ივნისი 2021 10:45
3
რას აზვიადებ რომ შენი სიტყვა გაიყვანო? ანჩელოტი რეალში 18 მილიონს აიღებს 60 მილიონი არც ერთი მწვრთნელისათვის არ გადაუხდიათ.აქვე მეორე პასუხიც რომელი დანია და ნოევებია შენატრის ჩვენარ თაობას დედას გარიცებთ ვის ედრებით,ჭაობიდან ვმესიჯობ იმენა
ავჭალიდან
07 ივნისი 2021 14:02
0
ტვინია წაღებული ამ ბავშვთა ფეხბურთით, ტყუილია არაა ეგ მიზეზი, უფრო ღრმა ანალიზია საჭირო. მიზეზი უამრავია მათ შორის ქვეყნის სიღარიბე. ბავშვები ძალიან კარგად თამაშობენ რომ იზრდებიან მერე იწყება პრობლემები თორემ აიღე ნებისმიერი ბავშვთა ტურნირები და საქართველოს შედეგები, დანია და ნორვეგია ინატრებენ ეგეთ შედეგებს.
semi
07 ივნისი 2021 11:03
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული